ქალი, რომელიც ყველა როლში მომწონს. ძალიან დასანანია, რომ თეატრის სცენაზე ვერ მოვახერხებ ნახვას. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო მოხდენილი და როლში ჩამჯდარია. აქვს თავისი შტრიხები, რომლებსაც ყველა ფილმში მოკრავთ თვალს. მაგ.: ხელების და ტუჩების უცნაური მოძრაობა. :D

2. Julia Roberts
ჩემი ბავშვობის ფავორიტი. დღემდე მიყვარს. ყველა ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით. მასაც აქვს ხელების უცნაური ჟესტიკულაცია გადატანილი როლებში. აქვე აღვნიშნავ, რომ ვგიიიჟდები მის დიდ პირზე :D

3. Kate Blanchett
ქალი, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი ხმით. ვთვლი, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. როლებიც, ძირითადად, უფრო ძლიერი ქალისთვის დამახასიათებელი აქვს. უზომოდ მიყვარს მისი როლები, სადაც დედოფალ ელისაბედს განასახიერებს.

ამ სამივე ქალს აქვს მსგავსება, რამაც ისინი ჩემს სიაში მოახვედრა:
- სამივე წარმატებული და ნიჭიერია
- სამივემ მშვენივრად მოახერხა პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები იყვნენ და ამასთან, საყვარელი საქმე აკეთონ
- სამივე ძალიან კარგი და მოსიყვარულე დედაა, რამდენადაც ვიცი და ცნობილია
- და ფიზიკურად სამივე რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მგონი, პირით :D
4. Abigail Breslin
ეს პატარა ქალბატონი ჩემი ბოლო დროის ფავორიტია. ხანდახან უზომოდ მიკვირს, საიდან მოაქვს ამხელა პოზიტივი. მიხარია, რომ როგორც სხვა ბავშვობიდან ცნობილი მსახიობები, ტინგიცურ როლებში არ გადაერთო და ის, რომ უკვე დიეტებზე არ ზის, სხვებისგან განსხვავებით :D

კიდევ სხვა მსახიობი ქალებიც მომწონს, მაგრამ ამჟამად, ეს 4 ინაწილებს საუკეთესო ადგილებს :D
