თქვენ ხართ ჩვეულებრივი გოგო/ბიჭი.
ის არის ძალიან ცნობილი გოგო/ბიჭი, სასურველია, გლობალური მასშტაბით და შემდეგი სფეროებიდან:
- კინო
- მუსიკა
- სპორტი
პრობლემასაც თავად ხედავთ, ალბათ: თქვენ კი იცით, მაგრამ მან? :D
დაიკიდებთ და საშუალო სტატისტიკურ ნინოს/მარის/გიოს (ყველაზე გავრცელებული სახელების ამბავში) დაჯერდებოდით, თუ თავგადასავლებით აღსავსე გზას დაადგებით მიზნის მისაღწევად? და თუკი ამ უკანასკნელს აირჩევთ, როგორ გამოიყურება ეს გზა?
სახალისო პოსტია და ძალიან გამიხარდება, თუკი ვისმჯელებთ ამ საკითხზე.
let's just have some fun! :)
შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები მოიყვანოთ და ის ცნობილი ადამიანებიც დაასახელოთ, რომელთა გამოც "მთებს გადადგამთ". :D თქვენსა და მის სქესს არ აქვს მნიშვნელობა, თქვენც იცით, რომ ჰომოფობიისგან თავისუფალი ზონაა ეს ბლოგი.
p.s. პოსტის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ ის ცნობილი მამრები, რომლებიც ჩემის აზრით, უღმერთოდ მაგრად გამოიყურებიან! :D
პ.პ.ს. ამაზე პაპსა პოსტი არ დამიწერია ცხოვრებაში, მგონი :D
