Posts mit dem Label ამინდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ამინდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

12.05.12

ჩვეულებრივი შაბათების "ტასკა"

 ხანდახან მირჩევნია შაბათს წვიმდეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეებში მზეს საღამოობით მოვკრავ ხოლმე თვალს და მიუნხენში მზე ისედაც 3-ჯერ აცხუნებს წელიწადში, მაინც მიხარია, რომ დღეს წვიმდა მთელი დღე.
მე ჩემი "სახლის საქმეები" წესრიგში მოვიყვანე.
როგორც წესი, მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობ და პროკრასტინატორი იღვიძებს ჩემში.. თან იმდენად ომახიანად, რომ გაის და რიჩის აბაზანა და ჭუპა-ჭუპაც მოვასწარით გუშინ საღამოს :D
მერე, თოკზე ჩამოკიდებული party outfit-ები სანამ ასველებს ჩემს ნოხს (აივანზე ბოდიში), მე გაუწმინდავი ფანჯრიდან (დაულაგებელი აბაზანის შემდეგ რიგით მეორე კაპრიზი) ვუყურებ მიუნხენის ყველაზე დიდ ბაღს და ვფიქრობ, ჩემი და და დედაჩემი რომ იყვნენ აქ, ეს მინები გაცვდებოდა, იმდენჯერ გახეხავდნენ. ასეთი სუფთა ქალის შვილი ჩემნაირი პოხუისტი როგორ "გამოვიდა", გულწრფელად მიკვირს :D
და მერე მახსენდება ჩემი პროექტი, დასაგეგმი დაბადების დღე (ჯერ ზუსტად არ ვიცი, მინდა თუ არა აღნიშვნა :D) , დასაგეგმი "პარიზი", დასაგეგმი ვიზიტები ექიმებთან, დასაგეგმი შეხვედრები ადამიანებთან, წასაკითხი წიგნები და ვფიქრობ: fuck this shit! ამ კვირასაც არავინ მოიცლის ფანჯრებისთვის.


p.s. არასოდეს ვრთავ პოსტზე დართულ "ჯერ ეს ჩართეთ" ვიდეოს, მაგრამ ვინმეს თუ აინტერესებს, Zola Jesus- Lick The Palm Of The Burning Handshak :)

16.10.09

ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა

ისიც, რომ 15 ოქტომბერს მოთოვოს...

:puke:
ისე ხომ ვერ ვიტან სიცივეს და მოღრუბლულ, უმზეო ამინდს და ეს ოქტომბერი დაგვირგვინებაა...
ახლა აპრილამდე ყინვა და უბედურება იტანე კიდევ...

:hugepuke:

რა მოხდება, ადამიანურად იყოს ზამთარში 3 თვე სიცივე და არსებობდეს წელიწადის ოთხივე დრო? ააარა, აქ უეჭველი უნდა ჩამოიქცეს ცა და აგვისტოს იმ ორი კვირის განმავლობაში გამოანათოს მზემ, როდესაც შენ მუშაობა გიწევს.

შემდეგში სადმე 8 წლით რომ წავალ, წინასწარ გადავხედავ კლიმატის თავისებურებებს. თუმცა, ამ გლობალური დათბობის გადამკიდე აღარაფერში უნდა იყო დარწმუნებული.


პ.ს. ბათუმში ძალიან ბევრი ნალექი იცისო და ფრიად სერიოზულად დავფიქრდი, რამდენად ავიტან წვიმას ორ დღეში ერთხელ... დააბრუნეთ აფხაზეთი ვ სტუდიუ, თუ შეიძლება... ზღვაც იყო და ნაკლები ნალექიც :( რაც დრო გადის, ლოგიკურად ბავშვობის მოგონებები უფრო უღიმღამო და ფერმკრთალი ხომ უნდა ხდებოდეს და რაღაც პირიქითაა: რაც დრო გადის, უფრო საშინლად მენატრება 8 წლის "მე"-ს გავარვარებულ ასფალტზე ზღვამდე ფეხშიშველა ტანტალი...



პ.პ.ს. პოსტს აშკარად ასდის ზამთრის დეპრესიის დასაწყისის სუნი, რომლის გადამკიდემაც წინა ზამთარი ძილში გავატარე... :D წელს სასტიკად დავიტვირთე თავი ლექციებით და კურსებით. იმედია, სამსახურიც დაემატება ამ ყველაფერს და დათვივით გაზაფხულზე არ გავიღიმებ... :D

პოსტს აგრეთვე ასდის "სახლში არ ვყოფილვარ 1 წელი და 5 თვეა და როგორც ამ გადასახედიდან ჩანს დაახლოებით ერთი ამდენიც დაემატება, სანამ ჩავაღწევ და ჩემს დიშვილს უკვე პირველი GF-ც ეყოლება, მეორე დიშვილი სკოლაში დაიწყებს სიარულს და ჩემს ნათლულს ბაღში მიიყვანენ ამასობაში" :D I'll be damned :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates