ისიც, რომ 15 ოქტომბერს მოთოვოს...
:puke:
ისე ხომ ვერ ვიტან სიცივეს და მოღრუბლულ, უმზეო ამინდს და ეს ოქტომბერი დაგვირგვინებაა...
ახლა აპრილამდე ყინვა და უბედურება იტანე კიდევ...
:hugepuke:
რა მოხდება, ადამიანურად იყოს ზამთარში 3 თვე სიცივე და არსებობდეს წელიწადის ოთხივე დრო? ააარა, აქ უეჭველი უნდა ჩამოიქცეს ცა და აგვისტოს იმ ორი კვირის განმავლობაში გამოანათოს მზემ, როდესაც შენ მუშაობა გიწევს.
შემდეგში სადმე 8 წლით რომ წავალ, წინასწარ გადავხედავ კლიმატის თავისებურებებს. თუმცა, ამ გლობალური დათბობის გადამკიდე აღარაფერში უნდა იყო დარწმუნებული.
პ.ს. ბათუმში ძალიან ბევრი ნალექი იცისო და ფრიად სერიოზულად დავფიქრდი, რამდენად ავიტან წვიმას ორ დღეში ერთხელ... დააბრუნეთ აფხაზეთი ვ სტუდიუ, თუ შეიძლება... ზღვაც იყო და ნაკლები ნალექიც :( რაც დრო გადის, ლოგიკურად ბავშვობის მოგონებები უფრო უღიმღამო და ფერმკრთალი ხომ უნდა ხდებოდეს და რაღაც პირიქითაა: რაც დრო გადის, უფრო საშინლად მენატრება 8 წლის "მე"-ს გავარვარებულ ასფალტზე ზღვამდე ფეხშიშველა ტანტალი...
პ.პ.ს. პოსტს აშკარად ასდის ზამთრის დეპრესიის დასაწყისის სუნი, რომლის გადამკიდემაც წინა ზამთარი ძილში გავატარე... :D წელს სასტიკად დავიტვირთე თავი ლექციებით და კურსებით. იმედია, სამსახურიც დაემატება ამ ყველაფერს და დათვივით გაზაფხულზე არ გავიღიმებ... :D
პოსტს აგრეთვე ასდის "სახლში არ ვყოფილვარ 1 წელი და 5 თვეა და როგორც ამ გადასახედიდან ჩანს დაახლოებით ერთი ამდენიც დაემატება, სანამ ჩავაღწევ და ჩემს დიშვილს უკვე პირველი GF-ც ეყოლება, მეორე დიშვილი სკოლაში დაიწყებს სიარულს და ჩემს ნათლულს ბაღში მიიყვანენ ამასობაში" :D I'll be damned :D
Posts mit dem Label ქალაქი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ქალაქი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
16.10.09
Abonnieren
Posts (Atom)
