Posts mit dem Label NO-GO werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label NO-GO werden angezeigt. Alle Posts anzeigen

15.05.10

მომისმინე, დაიკო!

არსებობს მიმართვის ფორმები, როდესაც გიჩნდება სურვილი, კედელზე არტყმევინო მოსაუბრეს თავი.

აქ წარმოგიდგენთ ჩემს "NO-GO" მიმართვების დიად სამეულს.
  • მესამე ადგილი: "პატარა გოგო, იცი რას გეტყვი?!"- ჰა?! ვინაა შენი პატარა გოგო?! იმ წამსვე ჩემი Body-language გამოხატავს თავდასხმისთვის მზადყოფნას. მითუმეტეს, თუკი მამრობითი სქესის ადამიანი მომმართავს ასე, დაძაბული სიტუაციის დროს. ისინი, ალბათ, ფსიქოლოგიურად ცდილობენ პატარა, უსუსურ არსებაში "გადაგანაცვლონ" და ამით გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ. ნწნწნწნწ... ჯერ ჩემთან არ გამოსვლიათ და... :D
  • მეორე ადგილი: "დაიკო"- საშინლად არ მიყვარს ასე რომ მომმართავენ. თან, ძირითადად, 2 საათის წინ გაცნობილი ადამიანების სახასიათო სიტყვებია. სულ მიჩნდება შეგრძნება, რომ საერთოდ, ამ სიტყვის ძირეულ აზრს აკნინებენ. ასე შეიძლება მომმართოს საკუთარმა ძმამ, ან ბიძაშვილ-მამიდაშვილმა, მაგრამ არა ვიღაც სადარბაზოსთან მობირჟავე ტიპმა, რომელთანაც არანაირი შეხება არ მაქვს.
  • პირველი ადგილი: "ჯიგარო"- stop! აი, აქ უკვე რადარები მერთვება. სულ "ევროტური"-ს გოგო მახსენდება, მეგობრები რომ "ბიჭო, პიდარასტი ხარ?!"-ით მიმართავენ. თავი ვიღაც ღიპიანი ბიძა მგონია, ყანწით ხელში... ან კიდევ, ვინმე "ბლატნოი", სადარბაზოსთან უსაქმოდ აყუდებული მასტი :D

ადამიანებო, ნუ მომმართავთ მსგავსი სიტყვებით, მარტივად დასამახსოვრებელი სახელი მქვია, აშკარად !

:)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates