Posts mit dem Label crush werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label crush werden angezeigt. Alle Posts anzeigen

29.06.11

wake up, gorgeous!

14 საათი მეძინა.
კი, მართალია, 5-ზე ავდექი და ჩავრთე კომპიუტერი, რაც ბევრს მისცემს იმის უფლებას, იფიქრონ, რომ შეიძლება ზოგადსაკაცობრიო თემებით დამბომბონ, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ვხვდები, რომ ცუდი მეგობარი ვარ. :D

ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ რაღაც სირთულეები აქვს ურთიერთობაში. მე კიდევ, ყავის ჭიქით ხელში და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ვკითხულობდი ნაწერს და Twitter-ზე ჩემი ამჟამინდელი celebrity crush-ის პროფილს ვღეჭავდი :D

იმიტომ, რომ დღის ჩემებურად დაწყება მინდა. არ მინდა, უფრო სწორად, არ შემიძლია პრობლემებზე ნერვიულობა, როცა 2 წუთის წინ გავახილე თვალები. ფეხებზე მკიდია world peace და შიმშილი აფრიკაში. მე მაპატიეთ :D

იმედია, ჩემი მეგობარი არასოდეს წაიკითხავს ამას. :D ზურგში ხანჯალივით იქნება ჩემი ასეთი საქციელი, ესოდენ გულგატეხილი ადამიანის მიმართ. :D

აი, ცოტა რომ დამაცადოთ, ყავას რომ გამოვცლი და პირველ სტატუსს დავდებ facebook-ზე, უფრო მეტად მივიტან გულთან ახლოს თქვენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც რჩევის გამო უნდა მიმართოთ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება.

p.s. wa wa wee wa-ს ლექსიკონი ავითვისე! :D

15.02.10

ღმერთო, ოდესმე მომემატება ჭკუა?!

lockerz.com იცით?

ეს არის საიტი, რომელზეც ვერ დარეგისტრირდები მოწვევის გარეშე, სადაც შედიხარ ყოველდღე და მოცემულ "დღის კითხვას" პასუხს სცემ. ყოველ შესვლაზე გემატება 2 ქულა, ყოველ გაცემულ პასუხზეც ასევე 2 ქულა.

თუკი 20 ადამიანს მოიწვევ და ისინიც გაწევრიანდებიან, გახდები Z-ლისტერი და 2 ქულის ნაცვლად, 4 მოგემატება შესვლა/პასუხის გაცემაში.

თვეში ერთხელ შეგიძლია შენი მოგროვებული ქულებით გამოიწერო საჩუქარი: ძირითადად აქვთ Apple-ის პროდუქტები, ვიდეო-თამაშები, ფილმების DVD-ები და ლოკერზის ლოგოიანი ნივთები.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ, Ipod Nano-ის გამოწერა შეიძლება 425 ქულიდან , ხოლო მაკის ნოუთბუქის 1500 ქულიდან.
კითხვები არის ძირითადად მარკეტინგული სახის და ალბათ, ისინი ასე მოპოვებულ დიდ სტატისტიკურ ინფორმაციას კარგად იყენებენ. :D
მაგალითისთვის დღევანდელი კითხვა იყო: "რომელ სპორტს ანიჭებთ უპირატესობას ზამთრის ოლიმპიადაზე? "

ამ საიტზე კარგა ხანია ვარ. ადრე Sb-მ გამომიგზავნა მოწვევა. თავიდან ცოტა არასერიოზულად მივუდექი. თვეობით არ შევდიოდი. იანვარში კი ვინანე: სულ რაღაც 150 ქულა მქონდა და ვერაფერს გამოვიწერი მაგით. ახლა ვაგროვებ ნელ-ნელა, 217 ქულა მაქვს. ძალიან ნელა მემატება ქულები, რადგან მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, ისიც ჩემი და :D

გუშინ ფორუმზე შევიხედე და ერთი გინება დამხვდა თემაში. ზოგმა იწუწუნა, წამიშალეს ქულებიო (ეტყობა ჩითერობით მოპოვებული ქულები იყო), ზოგმა- სისულელეა, ძმაკაცმა მითხრა, არაფერსაც არ აგზავნიანო... ესაო ისაო... მერე ერთი გერმანული ვიდეო ვნახე და ხანდახან მარტო Z-ლისტერებს შეუძლიათ გამოწერა, ხან კიდევ ყველასთვის შესაძლებელია ქულების ხარჯვაო. youtube-ზე lockerz unboxing მონახეთ და რიავიც, აგზავნიან აშკარად :D
მეც ვცდი, ჩემი რა მიდის.

აქვე რეკლამა: სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ მაილი და მოგიწვევთ :D

ჰოდა, ჩემი უჭკუობა რაში მდგომარეობს?
მე ხომ განთქმული ვარ უცნობების, მსახიობების, სელებრითების და უბრალოდ ლამაზი ტიპების მიმართ აუხსნელი crush-ებით. ჰოდა, ლოკერზის ორი თანამშრომელი, Dave და Antony, დღიურ შეკითხვაზე აკეთებს ვიდეოს, რომელიც იტვირთება ამავე საიტზე და ერთი ფანი ტვირთავს youtube-ზე.



შავგვრემანი არის დეივი და ქერა ტიპი - ენტონი. საერთოდ, დიდი სათვალე უკეთია ხოლმე, როგორც ამ ვიდეოში:


იდეაში, უნდა გამოვტყდე, რომ ორივე მესიმპატიურება, მაგრამ ეს ქერა... მმმმ... cute cute...

:ლოვე:
გუშინწინ განვსხივოსნდი და შემიყვარდა :D
გადავქექე მას შემდეგ ყველა ვიდეო და რაოდენ დამწყდა გული, გუშინდელ ვალენტინობის დღის ვიდეოში, შეყვარებული ვარო, რომ თქვა :S


ჰოდა, აი, გეკითხებით: არის შანსი, რომ ოდესმე ჭკუა მომემატოს?

:D

14.11.09

6

ახლა 6 წლით უკან რომ დავბრუნდე, აღმოვჩნდები ჩემს უბანში, გამზადებული, ჩემოდანზე ჩამომჯდარი და საოცრად აღელვებული იმით, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს დავამთხვიე ფრენა და მაშინდელი crush-ს ვერ დავემშვიდობე. (ლოლ, ორგან რომ შეგეშლება სიტყვა და სხვანაირად დაწერ, ესე იგი რაღაც ვერაა კარგად :D ავტ. შენიშვნა :D)


მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო :D

ახლა ის უბანი ორმაგად მეზიზღება და ჩასვლისას ყველანაირად ვცდილობ, იქ არ მივიდე ხოლმე.
ის crush ღრმა წარსულსა და ამოუცნობ ფენომენთა რიცხვს მიეკუთვნება...
ჩემი უახლოესი მეგობარი 26-ის გახდა და უკვე ექვსჯერ მოვაკლდი მაგის დაბადების დღეს. :s


ძალიან, უგონოდ ბევრი რამე შეიცვალა, ჩემი ჩათვლით, ერთი რამის გარდა: იმ დღეს ვიცოდი, რომ როგორც კი მოვრჩებოდი აქ ჩემს საქმეს, ეგრევე დავბრუნდებოდი... დღესაც ეგრე ვფიქრობ... არ ვიცი, 3 წლის მერე რა აზრზე ვიქნები, მაგრამ 6 წელი დიდი დროა... 3-მა რაღა უნდა მიქნას?

ბევრმა ისეთმა რამემ ჩაიარა ჩემს გარეშე, ბავშვობაში წამითაც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ბევრიც ჩაივლის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ წინ არის კიდევ და იმედია, რომ ვნახავ :)




p.s. იმ კვირაში ვიზა უნდა გავიგრძელო. ვგიჟდები გერმანულ ბიუროკრატიაზე :puke:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates