გრძელი პოსტია და მორალურად მოემზადეთ. :D
გუშინწინ სტუმრები მყავდა. საუბარი ჩამოვარდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. ჩემთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია ადამიანმა არ იცოდეს ბლოგის, ტვიტერის და ფორუმების არსებობის შესახებ. მესმის, როდესაც არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდათ. თუმცა, დოზას ყველა თავად წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არ მგონია პრობლემა იყოს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ეკიდება სერიზოულად ინტერნეტ-აქტივობას, მე უბრალოდ ვურჩევდი, სასწრაფოდ შეცვალოს PR-მენეჯერი და გადახედოს მარკეტინგის განყოფილებას. დღეს ინტერნეტზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას მოუვიდეს თავში.
თუმცა, როცა საქმე ჩვეულებრივ ადამიანებზე მიდის, ეს ცნება ალბათ არ უნდა განვაზოგადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სისულელეა, WWW-ს თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები მხოლოდ მაილით შემოფარგლო.
აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა:"სოციალური ქსელებით იმდენ რამეს ეკარგება მნიშვნელობა და ფასი ცხოვრებაში, რომ მე მირჩევნია ის ფასეულობები შევინარჩუნო და მქონდეს. მირჩევნია, პირადად შევხვდე რომელიმე მეგობარს და სულაც რაიმე სისულელეზე ვიჭორავო, ვიდრე online-მქონდეს ვინმესთან კონტაქტიო."
ჰმმ... სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ უნდა შემილახოს რაიმე ფასეულობა ნეტმა. რატომ სჯობს სადღაც უნივერსიტეტში გაცნობილი მეგობარი ნეტში გაცნობილს. რატომ სჯობს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან საშუალო სტატისტიკურად გავატარო დრო აუცილებლად რეალში, როცა ამ დროს ნეტში შეიძლება ბევრად უკეთესი საქმე ვაკეთო, ან ბევრად უფრო გავერთო ვინმესთან კონტაქტით და თუნდაც, სისულელეებზე ჭორაობით.
როგორ შევიძინე მეგობრები?
ბავშვობის მეგობრები გავიცანი უბანში, სადაც მომიწია აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლება. მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო, ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს შევეჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი არაფერი გვაქვს საერთო, ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გიყვარდეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ.
სკოლის მეგობრებიც ასე გავიცანი. გადავედი კომაროვში და იქ დამხვდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არაფერი მქონდა, მათემატიკის ცოდნის გარდა(ესეც სადავოა), მაგრამ მივეჩვიეთ ერთმანეთს. მერე ერთად ჩავაბარეთ. უნივერსიტეტშიც დაგვემატა რამდენიმე ჯგუფელი.
წამოვედი გერმანიაში და აქ დამეგობრება ხდებოდა ძირითადად იმ სქემის მიხედვით, რომ ქართველები ვიყავით, ერთნაირად გვენატრებოდა სახლი, ერთნაირი პრობლემები გვქონდა უცხოეთში. მაშინ მეგონა, რომ ბევრი საერთოც გვქონდა. წესით ისევე უნდა შევჩვეოდი მათ, როგორც ბავშვობის და სკოლის მეგობრებს, მაგრამ არა.
ამ ასაკში უკვე მინდა, თავად ვირჩევდე პირობებს, მყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მართლა მაქვს საერთო, არ მიწევდეს მოვერგო სიტუაციებს და სხვის შეხედულებებს, არ მიწევდეს ახსნა, რატომ მიყვარს Mando Diao, Pink Floyd და 30 Seconds to Mars და არა მერაბ სეფაშვილი, რატომ ვკითხულობ კერუაკს, ბეგბედერს და პალანიკს და არა გოეთეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კლასიკაა, რატომ ვპოსტავ ფორუმზე, რატომ მაცვია V-გულიანი მაისურები (OMG), რატომ მიყვარს მატრიცა, რატომ ვატარებ ბევრ დროს ნეტში, რატომ მაქვს ბლოგი და ტვიტერი. რეალურად, ასეთ Conditional მეგობრობას მისი არარსებობა სჯობს, იმჰო. რაც ფაქტიურად გავატარე პრაქტიკაში.
მეორეს მხრივ, გავიცანი რამდენიმე ადამიანი ნეტით, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა და ბევრი საერთო მაქვს. გავიგე უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ. რამდენიმეში მონაწილეობაც მივიღე. ბოლოს და ბოლოს, განვიტვირთე დღის ბოლოს, ნეტში რამდენიმე საათით. მე ასე ვისვენებ, ვინმეს პრეტენზია აქვს?!
ჩემი ძლიერი წერტილი არასოდეს ყოფილა თვალთმაქცობა და არ მინდა... არ მინდა, ვიჯდე და სერიოზული სახით ვუსმინო რაიმე დემაგოგიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ვიღაც ისეთის თვალში დავიმსახურებ პატივისცემას, რომლის აზრიც მეასეხარისხოვანია ჩემთვის. არ მინდა ვიყო იმ მორალის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ "სხვებზე" ვრცელდება და არასოდეს მის ჩამომყალიბებელზე. არ მინდა სხვამ აარჩიოს, როგორი ვიყო.
მე ზუსტად ასეთი ვარ: ქაოსური, არეულ-დარეული, საშინლად ცნობისმოყვარე და სიახლეებისთვის ყოველთვის მზადმყოფნაში, ბლოგის, Twitter-ისა და facebook-ზე უაზრო სტატუსების, ფეთების და ფერმების პატრონი, online-მეგობრებით... AND I FUCKIN' LOVE IT!
ჰოდა, ვარ სოციოფობი?! so, what?! I fuckin' love it too!
სულ ეს იყო.
:)
Posts mit dem Label სოციოფობი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სოციოფობი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
14.12.09
Abonnieren
Kommentare (Atom)
