მაგრამ მამენტ, თუ გინდათ, მიიჩოჩეთ და გამატარეთ :D
spoiler alert: ეხება აღდგომას და მსგავს თემებს. ვისაც არ აინტერესებს, დროს ნუ დაკარგავთ :)
წინა კვირას, როცა ჩვენთან ბზობა იყო, აქ აღდგომას აღნიშნავდნენ.
იმ დღეს მოთოვა და მე დილით თავი რომ წამოვყავი, კინაღამ გული გამისკდა.
ჯვარი აქაურობას (როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა იმეორა დღეს), ნორმალური ზამთარი გვქონდა და ბევრს არ ვიწუწუნებ.
ჰოდა, ისინი, ვისაც აღდგომის აღნიშვნა უნდოდა, იყვნენ ეკლესიებში და მერე ბაღებში ეძებეს კურდღლის მიერ დამალული კვერცხები (ძალიან საინტერესო ტრადიციაა, საიდან მოდის, არ ვიცი და მგონი, აღარც გერმანელებმა იციან), მერე გემრიელად ისადილეს და მერე დაიშალნენ.
ვისთვისაც აღდგომა ერთი ჩვეულებრივი დღეა კალენდარში, წითელი პარასკევიდან მოყოლებული დისკოთეკებზე იყო (მახსოვს ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, დიდი წივილ-კივილი იყო უფრო კათოლიკურ ბაიერნში, აღდგომის დღეებში დისკოები აეკრძალათ, თუ არა. რაციონალურად იმსჯელეს მერე და დატოვეს ღია :D).
ჰოდა, ყველამ თავის პონტში გააჯაზა და დაიშალნენ. არავის არ დაუწყია საქმის გარჩევა, ვიღაც გრეტამ რატომ გადაიტყავა მუხლები და რატომ ჭამა მერე მწვადი და ვიღაც ჰანსმა რატომ დაიმხო თავზე Party-Banane (ცენტრალური უბნის 3-4 ქუჩაზე განთავსებული ბარები, ქუჩები რუკაზე ბანანის ფორმას ქმნიან).
დღეს მართლმადიდებლური აღდგომა იყო. ბერძნები სანთლებით ხელში დადიოდნენ მეტროში. ტაძარში ანთებული სანთლები მიაქვთ სახლში, მგონი. მსვლელობა ჰქონდათ მთავარ მოედნამდე თავიანთი ეკლესიიდან. ქართულ ეკლესიაში ტრადიცული ლიტანიობა და წირვა იყო ღამით.
დღეს მან, ვინც მარხვას იცავდა, გაიხსნილა და ჭამა ხორცი.... უიმე, დედა, ეს როგორ ვთქვი?! როგორ გაბედეს და ჭამეს ხორცი!!!! თავხედები ეგენი :D როგორ არ შეუთანხმეს მთელ facebook-ს რა უნდა ექნათ, თან ისე, რომ facebook-ი იასნა, ისე აკეთებს ყველაფერს, როგორც თვითონ უნდა და რა პონტში უნდა უთხრას ვინმემ რამე, მაგრამ თვითონ რა პონტში არ უნდა ასწავლონ ყველას, რა უნდა ქნან....
აღმაშფოთებელია პირდაპირ, რა... დიდი მიტევების დღე უნდა მოაწყოს მართლმადიდებლურმა სამყარომ და ბოდიში მოიხადოს, რომ ხალხმა ჭამა მწვადი :D
და მერე გამახსენდა ჩემი პალესტინელი დაქალის მამა და მივხვდი, რატომ დაიწყო მხოლოდ გერმანიაში 5-ჯერ ლოცვა და მარხვის შენახვა.
და საქართველოში რატომ არ არის შუალედური არაფერი: ან ფანატიკურად რომ სწამთ და ან რადიკალურად აგინებენ და ახლა ახალი მოდა შემოვიდა, ცინიზმის შარავანდენი ადგას ხალხს. სერიოზული პატივისცემაა სხვისი ფუნდამენტური უფლების მიმართ...
(აქ აბსოლუტურად არ ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი ერშიც და ბერშიც, რელიგიური განათლებით დაწყებული, ფინანსური საკითხებით გაგრძელებული და ბიუჯეტიდან თუ ფული გადის, რაც ვერ გავარკვიე წესიერად, სხვა კონფესიის მქონეთა გადასახადებიდან რომ არ უნდა გადიოდეს და საჭირო ადგილას ამონაწერი მიდიოდეს, სად, რა და როგორ დაიხარჯა, კიდევ გაგრძელებული ქალის მეორეხარისხოვანი ადგილის აბსურდულობით და დამთავრებული ყველა ქუჩაზე სამი ეკლესიის და 20 საეკლისიო მაღაზიის უბრალოდ საჭიროების არქონით და სხვა. )
ანუ, ბევრ საკითხში, რომელიც კორექტულად იქნება დასმული ორივე მხრიდან, ვხედავ საკამათო მასალას, მაგრამ არასდროს დავუჯდები ვიღაცას და მოვუსმენ, როგორ დასცინის სხვას მისი რელიგიური მრწამსის გამო.
და მერე მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მომცლია, ერთი. მე რატომ უნდა ვიშალო ნერვები, თუკი ვიღაც აღშფოთდება, რომ მე დღეს აღდგომა აღვნიშნე, ეს არანაირად არ არის ჩემი პრობლემა :D მე ჩემთვის ვიჯექი ბულკივით და ვუსმენდი სვანურ "ქრისტე აღსდგა"-ს.
რაღაცის გარკვევის ბევრნაირი გზაა. ერთი მათგანი არის, ადამიანს აუხსნა, რომ არ მოგწონს ტონი, რომლითაც ის შენთვის მნიშვნელოვან რაღაცას ცინიკურად უდგება, ან ჩაება პოლემიკაში, რაც ქართულ რეალობაში ისედაც გვერდზე გადავდოთ და ან, მესამე და სამართალი და შეწყვიტო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა (ბოლო-ბოლო ყველას შტრასბურგში ხომ არ უჩივლებ :D).
ჰოდა, პირველი და მეორე არ გაჭრის ჩემს პონტში, caps lock-ის ჩართვას არ დავიწყებ მე ახლა და ავდგები და წავშლი ამ ხალხს, ჩემი რა მიდის. :D
ბოდიში იმ უფლების ჩემთვის დატოვებისთვის, რა, როგორ, რატომ უნდა აღვნიშნო. მე მაპატიეთ... კიარადა ისა :D
ჰოდა, ამ ნოტაზე ერთი ანეკდოტიც და დავიშალეთ: ბიძაჩემი იყო ჩამოსული თბილისში სააღდგომოდ და დილით ჩემს მეზობელს შეხვდა კორიდორში. ბიძაჩემმა "ქრისტე აღსდგა"-ო და მეზობელმა "თქვენიანად"-ო :D
ქრისტე აღსდგა!
Posts mit dem Label მართლმადიდებელი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მართლმადიდებელი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
15.04.12
Abonnieren
Posts (Atom)
