22.04.09

ლიოლ

ესე იგი,

"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" vs. "ტფუი, ეს ხომ მარტო საქართველოში შეიძლება ხდებოდეს" ომი საჩემო არაა. იშვიათად ვპოსტავ მსგავს რამეზე, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა, ნწ...

:D

მოკლედ, ერთ ქართულ ლხინზე ვიყავი (ღრეობა არის ხოლმე ხშირად შესაფერისი სიტყვა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში). ყველაფერი მიდიოდა რაღაც ძალიან მშვიდად და ხალისიანად და ყველას ყველა უყვარდა(ოო, ეს უიშვიათესი მოვლენაა ისე ჩვენში :D) და ყველა კარგ ხასიათზე იყო და სიტუაციაც არ იძლეოდა არანაირ საბაბს, დაძაბულობა წარმოქმნილიყო, მაააგრამ, მე, პირადად, ერთადერთხელ გავხდი მოწმე ქორწილისა, სადაც არავის უჩხუბია (ჩემი დის ქორწილი იყო და დღემდე უსაზღვროდ მიკვირს :D).

არც მანამდე, არც მას შემდეგ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტი, რაღა ეს დღე იქნებოდა გამონაკლისი და მაინც ამამლაყინწდა ვიღაცა. ნუ, მალევე ჩაუცხრეს ვნებანი და არაფერში გადაზრდილა, მაგრამ მე მეყო ნერვების მოსაშლელად. ჩემთვის ჩუმად ვიდექი და ამ დროს მესმის უკნიდან საუკუნის ფრაზა, თან ცოტა არ იყოს ისეთი ადამიანისგან დიასპორებში როა გარეული და ესა და ისა.. ნუ, რა აზრი აქვს, ფრაზა იყო უაღრესად სიამაყით ნათქვამი და ასე ჟღერდა: "აბა, ესეც ხასიათში გვაქვს, ასეთები ვართ და ერთი ჩხუბი ყველგან უნდა მოხდეს"... WHAT THE FUCK!!!!! მე გაოგნებულმა-"აბა რა, ტაში უნდა დავუკრათ ყველაფერს, რაც სისხლში გვაქვს, კი არ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც მარაზმები მოვიშოროთთქო"... არაო, ახლა ტაშს რა თქმა უნდა, არავინ დაუკრავსო... მორიგი წზფ დამემართა.

და საიდან იცის ამ ხალხმა, რომ უზომოდ სმა, ისე რო მაგიდაზე ჯდომა არ შეგიძლია, ჩხუბის გარეშე სახლში მისვლა არ შეგიძლია და დღის შერგება არ შეგიძლია ოდითგანვე ქართული ადათია? ადათი კი არა, მარაზმია და გული უნდა გერეოდეს, კი არ უნდა იხიბლებოდე! იქნებ მაგიტომაც აძლევენ თავს უფლებას ჩატყვრნენ და ადამიანის სახე დაკარგონ? იმიტომ, რომ იციან, რა რბილი რეაქცია მოყვება ამას. fuck'em all !!!
რაც სისხლში აქვს ადამიანს, ყველაფერი რომ გადმოალაგოს, ხოოომ წარმოგვიდგენია :D
ის ქალი დედაჩემის ხნის იყო და ტეხავს რა...

რა მაგის პასუხია და სინგაპურში, ნაგავს თუ დააგდებს ვინმე ქუჩაში, ჯერ ხომ მაგარ ჯარიმას ახდევინებენ, მერე რაღაც ფერად უნიფორმაში გამოწყობილს მთელ დღეს აგვევინებენ იმ ქუჩას და ტელევიზიით აშუქებენ მის "გმირულ საქციელს". ერთმა სინგაპურელმა მითხრა, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერიაო...

იქნებ ჩვენც... ???? ჰა???


ფანატიკოსები მაოგნებენ, იმჰო
:yes: :yes:

8 Kommentare:

  1. სინგაპურზე უნდა დავაკომენტარო, იდეალური ადგილია და ხანდახან საშინელ მეთოდებს მიმართავენ რომ ხალხი წესრიგს მიაჩვიონ. ეს არ ეხება მარტო ნაგავის დადებას, არამედ საზოგადოებრივ ადგილებში მოქცევის წესებს. ტრაფარეტები ავტობუსებზე როგორ უნდა მოიქცე, გუჩებში და ა.შ.
    ჯარიმებზე აღარ დავწერ, იმხეა ჯარიმები აქვთ მაგას ჯობია ისევ ნორმალურად მოიქცე :D

    ჩვენთან მასეთი რამე ვერ წარმომიდგენია, თუმცა თანახმა ვარ რომ მსგავსი ჯარიმების და ა.შ. სანქციები დააწესონ, რაც შეიძლება მაღალი და არა 1-2 ლარი.

    AntwortenLöschen
  2. რატომ ჰგონიათ ეს გაპროჭვამდე სმა ქართული და შესანარჩუნებელი, მართლა არ მესმის.

    გლეხი, რომელმაც იწვალა და ეფერა და გამოზარდა ვაზი, დააყენა ღვინო - იმ ღვინოს ასე ჰაეჰარალეზე არ მოექცეოდა და არ გამოტყვრებოდა რა.

    საბჭოთა დროის ამბავია ეგ...

    AntwortenLöschen
  3. თუ არ სვამ- რანაირი ქართველი ხარ-ასე იტყვიან ხოლმე ბიძა კაცები :)

    საინტერესოა , როდიდან იგივდება ეს ქართველობასთან და ნაციონალური 'მავნე ჩვევად' როდის აქეთ იქცა..

    მმმ

    AntwortenLöschen
  4. @ katten,

    ტოტალური ქცევის წესების დაკანონების რა გითხრა, მაგრამ ელემენტარული ნორმების დასაცავად შემოღებულ წესებს მივესალმები, იმჰო.

    @dodka,
    ხო.
    რავი, დარბაისელი ხალხი ვიყავითო და დავიჯერო, ერთმანეთს თავზე ვამტვრევდით ოდითგანვე ჯამებს? :D

    მეორე მომენტიცაა, თუნდაც იყოს ადათი, ჭკუა ხომ უნდა გიჭრიდეს, რომ რაღაცაზე უარი თქვა. აღარაა დრო?

    @ ბაბისა,
    მაგას არ ვჩივი მეც?
    დალევა ყველას შეუძლია.
    მე გოგო ვარ და არ მეკიდება იოლად, მაგრამ მაგის გამო არ ვისხამ კუჭში :D
    ღვინო იმიტომ უნდა დალიო, რომ ცოტა გაგამხიარულოს, კარგ ხასიათზე დაგაყენოს, გაერთო და არა, ლეწო და იგინო და შემოიხიო ტანზე სამოსი(ან შემოგახიონ)

    AntwortenLöschen
  5. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები კრამიტებით, ქალის ფეხსაცმელებით, ბანკებით და კიდე ათასი უბედურებით, არ ისხამდნენ ღვინოს. დალიეა რა იმდენი, რომ შეგერგოს და სხვასაც შეარგო!

    ნაგავს რაც შეეხება, გახსოვთ ალბათ, ჩვენთანაც დააწესეს 200-ლარიან ჯარიმა ნაგვის დაყრაზე, მაგრამ რა ხეირი, რო? თუმცა კი მე ტავად ამ ფაქტის გამო შემრცხვა! ანუ, სახელმწიფო იძულების წესით გვასწავლის რომ ნაგავი ურნამდე უნდა მივიტანოთ! ვერაფერს იტყვი საამაყო ერი ვართ!

    AntwortenLöschen
  6. @ unaamarga,

    და რა, ვინ დააჯარიმეს 200 ლარით? არც არავინ, ვგონებ.
    გაიცინა ალბათ ხალხმა და მშვიდად გადააფურთხა მზესუმზირის ნარჩენი :yes:


    :puke:

    AntwortenLöschen
  7. gamarjoba, exla vnaxe da blogze chemnairi dizaini gaqvs shenc da ra mainteresebs, komentarebs vegar mitoveben rac es dizaini davayene da chemi bralia tu shenc gqonda msgavsi problema? me mapatiet ertob uadgilod rom shemovicheri :)

    AntwortenLöschen
  8. @ nino,
    არა, მე არ მქონია მსგავსი პრობლემა.
    შედი სეთთინგებიდან კომენტარების სეთინგებში და იქ გექნება რამე მონიშნული..
    :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates