Posts mit dem Label The Wall werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label The Wall werden angezeigt. Alle Posts anzeigen

21.06.11

So ya thought ya might like to go to the show...




მე საბჭოთა კავშირში დავიბადე.
იქ, სადაც ყველა მხარეს კედელი იყო აღმართული.
სადაც ხალათი ქალის ყველაზე მისაღები სამოსი იყო.
სადაც სკოლაში წითელი ყელსახვევით უნდა გევლო...
სადაც ძალიან ცოტას და ძალიან შორიდან, შიშის ფასად ჰქონდა გაგებული დიდი ჯგუფების სახელები და უფრო დიდი რისკის ფასად, - მათი სიმღერები მოსმენილი.

მე აღარ მომიწია. მაგ დროისთვის დაიშალა კავშირი და გაირღვა კედელი და ნიაღვარივით დაგვეცა თავს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ათასჯერ, მილიონჯერ ჰქონდა უკვე ნანახი. ნაწილობრივ ახლაც იქ ვართ: ჩამორჩენილების პოზაში და ზაფხულის არდადეგებზე გვაქვს გადანაწილებული მასალა.

მე აფხაზეთში გავიზარდე. უფრო კორექტულად: არ მაცადეს... ახლაც დგას ეგ "კედელი".

ანუ, თბილისში გავიზარდე. საერთო საცხოვრებელში, რომლის 2 ოთახსაც 6 კაცზე, აგერ უკვე 19 წელია ცხვირში მადენენ აბორიგენები (ცუდ სიტყვას არ ნიშნავს. google that shit :D)




მე Pink Floyd-ს პირველად ვიღაცის მანქანაში მოვუსმინე. ჯერ კიდევ გამწყდარი კასეტების ლენტებს ფრჩხილების ლაქით რომ ვაწებებდით.

ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავუშვებდი, რომ ოდესმე ვიქნებოდი ერთსა და იმავე დარბაზში Roger Waters-თან ერთად. და ეს მაშინ, როცა უფფფ, რაღაზე არ მიოცნებია: ძალიან უტოპიურ რამეებზე, მაგრამ ამაზე ვერასდროს. ალბათ, ძალიან ხელშესახები იყო ლუზერობა, "საკუთარი სახლიდანაც კი გამოგაგდეს" და ძალიან შორს იყო "დიახ, შენ ყველაფერი შეგიძლია: Sky is the limit. Believe in it!"

და დღეს, შოუს დაწყებამდე, ერთ ადგილას მიყინული ვიჯექი და ალბათ, ძალიან გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რაღაცას, რაც დიდი კედლის ნაწილი იყო, რაც უფრო დიდი ჩანდა და ყველანაირი პათეტიკა გვერდზე რომ გადავდოთ და არცერთი სიტყვა შევალამაზოთ, არცერთი ემოცია გავაზვიადოთ, აბსოლუტურად დაბინდული თვალებით და ოდნავ აკანკალებული ნიკაპით ვიღაცას/რაღაცას შიგნიდან ვუხდიდი მადლობას, რომ იქ ვიყავი.

არასოდეს, არასოდეს გაუშვათ ხელიდან შანსი, აიხდინოთ ბავშვობის/თინეიჯერობის ოცნება (ან ის, რის ნატვრას ვერც ბედავდით)
:)


Sky is the limit...


p.s. თავად შოუზე ამ დღეებში. დღეს ვერა...

05.03.11

ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი

მეტი რაღა ვთქვა?!

"ასე აგისრულდეს ყველაფერი, როგორც სექტემბრის პოსტში ჩამოწერილ სურვილთაგან ერთი უკვე აგიხდა და მეორის ასრულებამდე, მხოლოდ 3 თვეღა დარჩა"-ო, იტყოდა მავანი მოხუცი ბებო...
:)

p.s. თან სექტემბერში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვოთერსის შოუ მიუნხენშიც ჩატარდებოდა. მოგვიანებით დაამატეს...

26.09.10

დეკემბრის და შემდეგ ივნისის მოლოდინში...

last.fm ხშირად მიხსენებია. კარგა ხანია, Kings of Leon-Radio-ს ვატრიალებ.

ამას წინათ სამსახურში მივდიოდი და აფიშას მოვკარი თვალი:

6 დეკემბერს ჩამოდიან მიუნხენში. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უტოპიას უტოლდება ამჟამად კონცერტზე ოცნებაც კი, მაინც წავალ!!!!

აი, ამათ ვგულისხმობ:



თუმცა, ეს არაფერია 2011 წლის ივნისთან შედარებით. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, 2 ივნისს მორიგი ქაოსური დაბადების დღე მექნება და მეორეც იმიტომ, რომ.....

ვაიმე, პოსტში ხსენებაზეც კი გული მიჩქარდება....


"The Wall" 30 წლის ხდება და მისი უდიდებულესობა როჯერი გერმანიაში მართავს 7 კონცერტს!!!!!!



03. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
04. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
10. Juni 2011, Hamburg, o2 World
11.Juni 2011, Hamburg, 02 World (Zusatzkonzert)
15. Juni 2011, Berlin, o2 World
16. Juni 2011, Berlin, o2 World
18. Juni 2011, Düsseldorf, ESPRIT Arena
(http://www.tour-konzert.de/roger-waters-the-wall-tour-konzerte-2011-deutschland/)


წყალი მომაწოდეთ ვინმემ!!!!

2006 წელს, როდესაც ცალკე უოთერსი და ცალკე გილმორი იყვნენ მიუნხენში, ვერცერთზე მოვხვდი და თავს ვერ ვპატიობდი.
ახლაც, ბილეთები როდემდე იქნება, არც ვიცი, მაგრამ ზოგ შოუზე რომ 180 ევროდან და ზემოთ ღირს, შოკის მომგვრელია....

მაგრამ, აი, მაინც წავალ!!!!

თან რა მაგრად დაემთხვეოდა... 2-ში დაბადების დღე და თუნდაც, 3-ში მანჰაიმი და ყველაზე... ყველაზე.... კონცერტი, რომელსაც ოდესმე დავესწრები!!!


პ.ს. ანგარიში უნდა გავხსნა და შემოწირულობა მივიღო :D



თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates