Posts mit dem Label shopping werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label shopping werden angezeigt. Alle Posts anzeigen

15.08.11

August... hate, love, Mona and new shoes

აგვისტო, ალბათ, ერთადერთი თვეა, რომელიც თან მიყვარს და თან არც.
მიყვარს იმიტომ, რომ:
  • დედაჩემის დაბადების თვეა.
  • მამაჩემის დაბადების თვეა.
  • რამდენიმე დაქალის და ახლო ნათესავის დაბადების თვეა.
  • როგორც წესი, ყველაზე ცხელი დროა მთელი წლის განმავლობაში, ბევრი მზით და გართობით. (გერმანიაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ, ზოგადად.)
  • შვებულებების თვეა. სამსახურში სხვა თვეებთან შედარებით უფრო მდორედ მიედინება ყველაფერი. იმდენი საქმეც არაა. (ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, სხვისი საქმეს გადავიბარე, მაგრამ მაინც არ იყო დამღლელი)
  • ბევრი სისულელის გაკეთების დროა. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ყველაზე მეტ სისულელეს აგვისტოში ჩავდივარ, ალკოჰოლის დოზის გაზრდით დაწყებული, უფრო სერიოზული სისულელეებით დამთავრებული, როგორებიცაა, წინა წელს მობილურ კომპანიასთან შარში გახვევა. წელს, იმედია, პატარა სისულელეებით შემოვიფარგლები. :evil:
  • ფასდაკლებების თვეა.... <3 შემომეძინა ძალიან ლამაზი რაღაცეები. რამდენიმე ფეხსაცმელიც (დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკმარისად ბევრი ფეხსაცმლის რიცხვს ზედა ზღვარი არ უნდა გააჩნდეს.)
  • კონკრეტულად წელს, 23-ში Mona-ს კონცერტზე მივდივარ! <3





არ მიყვარს იმიტომ, რომ:
  • 14 აგვისტო მოხდა...
  • მერე წლების შემდეგ 8 აგვისტო მოხდა...
  • კიდევ რაღაც მოხდა, რაც რომ არ მომხდარიყო, სამყარო ძალიან, ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა! :D
  • აპრიორი ნაკლები შემოსავლის თვეა.
ჯერ-ჯერობით კარგი აგვისტო მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი სექტემბერი მექნება... <3

p.s. წლის ყველაზე საყვარელი თვე, რა თქმა უნდა, ივნისია, duh!


02.12.10

Random post

ახალი საფულე მინდა და ინტერნეტში ვეძებდი, Desigual-ის ან Oilily-ს მარკისას.
ჰოდა, რა უბედურებაა, 60 ევროზე ნაკლები არ ღირს.
60 ევროდ ჩანთებს ვიყიდი :D (მრავლობით ფორმას დააკვირდით).
მესმის, რომ Desigual ეკოლოგიურად სუფთა და ხელნაკეთ პროდუქტებს ქმნის, მაგრამ მოცუცქნულ საფულეში ამხელა თანხის მოთხოვნა რა თავხედობაა.

აღარც მინდა შანელის სახლსა და მისთანებზე დავიწყო წერა. :D
პრინციპში, ხშირ შემთხვევაში სახელში უფრო ვიხდით ფულს, ვიდრე ხარისხში, სამწუხაროდ.

მორალისტობა არ მინდა და ბევრი ფული რომ მქონდეს, შეიძლება კიდეც გადავიხადო 3000 ევრო ერთ წყვილ ფეხსაცმელში, არავინ იცის, მაგრამ ამ გადასახედიდან ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

არადა, რა გემრიელად ჭრელია ორივე საფულე ... :( თუ სადმე გეგულებათ ასეთივე ჭრელი საფულე უფრო იაფ ფასებში, ლინკი შემომაშველეთ. :)

10.04.10

A woman's right to shoes

ხვდებით რას ნიშნავს, როცა ქალს, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა არაუმეტეს 3 ჯინსისა და არანაკლებ 10 წყვილი ფეხსაცმლისა, გაზაფხულის სეზონისთვის მხოლოდ ერთი წყვილი კედები აქვს?


ნწ... თუ თქვენ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, ამას ვერასოდეს მიხვდებით, მაგრამ აი, ბლოგერი ქალები დამეთანხმებიან, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ. :S

დღეს გერმანიაში დაიწყო Glamour shopping week: ამ ჟურნალის წინა ნომერს ახლდა ბარათი, რომლის მეშვეობითაც, მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ისეთი ბრენდების პროდუქციის ფასდაკლებით შეძენა შეიძლება, როგორებიცაა: Mango, Buffalo, Clinique, Clarins, Görzt17, H&M, L'Oréal Paris, Max Factor, More& More, Rimmel, The body shop, Ecco და ა.შ.

მთელი თვე ველოდი ამ დღეს. როგორც ცნობილ Buffalo-junkie-ის უკვე მქონდა არჩეული რამდენიმე ბალერინა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ასევე, დიდი იმედი მქონდა, რომ Clinique-ისა და body shop-ის რამდენიმე პროდუქტსაც გამოვკრავდი ხელს. Clinique-ის შემთხვევაში საჩუქრად ვიღებდი ძალიან მაგარ მინი-სეტს..... Mango-ში ერთი ძალიან ლამაზი კაბა მომეწონა და 20% საკმაოდ კარგი ფასდაკლებაა სეზონის ამ პერიოდისთვის, როდესაც, როგორც წესი, ფასდაკლებებს არ უნდა ველოდოთ....


დღეს გადავხედე ჩემს ანგარიშს და დახვედრილი სახსრებით მობილურის გადასახადი თუ დავფარე და კვირის სამგზავრო ბილეთი ვიყიდე, დიდი ჯადოქარი ვიქნები...


:(



არ გინდათ, მასესხოთ ცოტა ფული???



:(


ფრუსტრირებული ვარ ძალიან.

ფრუსტრირებული ქალი- საშიში ქალი :yes:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates