Posts mit dem Label სიმღერა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label სიმღერა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

10.11.11

ჩეემი გოგო

როგორ მოენატრა სცენა.

Willow-ს გარდა კიდევ 2 პროექტი მოასწრო ( :D), მაგრამ თავისი საქმე ისე ენატრება, რომ სხვის კონცერტებზე სცენაზე იპარება.


(source)


ოფიციალურად მოუსმენთ Happy Feet 2-ში:




და უყურებთ Thanks for sharing-ში მომავალ წელს, ოღონდ ამ უკანასკნელზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ Dede-ს როლს თამაშობს და sex addict-ია :D

ხოლო არაოფიციალურად, თუ რომელიმე კონცერტს დაესწრება, ყველგან იმღერებს. :D

ნიუ-იორკში გადაღებების დროს უკვე მოასწრო რამდენიმეგან:

Butch fuckin Walker ( :D) feat. Pink


ეს დუეტი ოფიციალურად არსებობს კარგა ხანია. Funhouse ტურნეზე მღეროდნენ ერთად.


Summertime ბევრჯერ შეუსრულებია, მაგრამ ეს ვერსია Karen Marie Richardson-თან იყო ძალიან სხვანაირი. როგორც ყოველთვის, სიტყვები დაავიწყდა :D






ჩემი პერსონალური ფავორიტი არის დუეტი Dallas Green-თან.




საერთოდაც, დუეტების ალბომად გამოცემას მივესალმები. ბევრი დაუგროვდა უკვე.
ქავერების ალბომად გამოსვლასაც მივესალმები :D

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ტურნეს დროს ჯერ კიდევ გერმანიაში ვიქნები.

Love me some P!nk!
<3

30.10.11

Someone give me an Amen!

რაღაცას რომ ელოდები გულით და უცებ რომ გაიგებ, რომ ის რაღაცა შესაძლებელი ხდება:



ამჟამად ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერია, მაგრამ Edens Edge-ის ამ სიმღერას რომ ვუსმენ, ჩემნაირი "ვერა და ვერ დავადგინე პესიმისტი ვარ, თუ რეალისტი, თუ რომელ-ისტი "-ის განწყობაც კი საგრძნობლად კეთდება.

ჰოდა, Can I get a Thank God Hallelujah, მორიგი სოპლებიანი პოსტის ხასიათზე რომ არ ვარ! :D


გემრიელ მომავალ კვირას გისურვებთ!

09.10.11

Cowriting song lyrics

Caleb-ს ისეთი უცნაური საუბრის/სიმღერის მანერა აქვს, საკუთარმა ძმებმაც არ იციან ხანდახან, რას ამბობს.
როგორც ჭეშმარიტად სნობ KOL-ის მსმენელს, Sex on Fire ნაკლებად მიყვარს. პირველად რომ მოვუსმინე, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ "your sex is on fire"-ს ნაცვლად "you're such a good lier"- ს ამბობდა. ჩემი ინტერპრეტაციაც საკმაოდ ლოგიკური იყო, თუ სათაურს გავითვალისწინებდით: She's sooo faking it! :D



დღემდე, კონცერტზეც კი, მაინც იმ სტროფს ვმღერი, რომელიც პირველად მომესმა და უცებ რომელიმე მათგანს რომ შემოეხედა და რა თქმა უნდა, მიხვდებოდნენ, რომ აშკარად რაღაცას ვურევ, ხომ იფიქრებდნენ, ეს შემთხვევით მოხვედრილია აქო... :D


Mando Diao-ს Mean Street-ის ნაცვლადაც ყოველთვის "მეინსტიმი" მესმის და ვერასოდეს გადავეჩვევი, ალბათ. კიდევ კარგი, კონცერტზე ცოტა მოშორებით ვიდექი :D



ზუსტად ვიცი, რომ ამ სიგიჟეში მარტო არ ვარ.

თქვენ რომელი სიმღერისას გემართებათ ასეთი fail-ები?

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates