ხანდახან, ალბათ, უნდა ადგე და თავი მოიკლა...
თორემ არიან ფიქრები, რომლებსაც სხვაგვარად თავს ვერ დააღწევ...
და სასოწარკვეთილ კივილს ისე ჯიუტად ინახავს ტანი საკუთარ თავში,
რომც არც კი გიკვირს, როცა შენი არავის ესმის.
მარტო შენ იცი, რა განწირული ხმით მოთქვამს ეს ქალი შენში...
გრძელი თმებით და კლასიკური ტრაგედიის კადრში...
შენ კი, ყოველ დილით მშვიდად ირგებ
ტკივილისგან გალუჯებულ სხეულზე ინდიფერენტულობას
და მთელი დღის განმავლობაში ეს ქალი
საკუთარ ღიმილს ამოფარებული თან დაგყავს...
გააჩუმეეეეთ!!!
დაადუმეთ ეს ქალი!!!
სიჩუმე მომენატრა...
ხანდახან, როცა შენი სისუსტე შენს ძლიერებაშია,
უბრალოდ, უნდა ადგე და თავი მოიკლა...
(ალბათ)...
16.11.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
adamianis sidzlieres problemebi asazrdoebs da tstvrnis, sikvdilit ki problemis gadachra daaxloebit silashi tavchargul siraklemasavit gamoikureba:)
AntwortenLöschenyeap, მართალი ხარ, სიკვდილი პასუხი არაა, სიკვდილი კაცმა არ იცის რაა. ზუსტად მაგიტომ, ხანდახან წყვეტ დაადო ფეხი და წახვიდე :D
AntwortenLöschen