აღარ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ფილმს. არც არანაირი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. უბრალოდ, იმას მოვაყოლე, რომ ჯაზვუმენებზე და ბლუზის, გოსპელისა და ქანთრის შემსრულებელ ქალებზე... მმმმმ... გემრიელები...
ეს კვირა მხოლოდ ეტა ჯეიმსს დაეთმო.
თავიდან იწყება ხოლმე ხმით, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაშიც ეგრე იყო. ლასთfm–ზე მომესმა და მეთქი სტოოოოპ. აი, ზუსტად ისეთი ხმა აქვს, მე რომ მიყვარს: ძლიერი, მაღალი, თავდაჯერებული და უუუაღრესად ქალური. ამ განცხადებით არ ვაკნინებ რბილი და ნაზი ხმის მქონე მომღერლებს, მაგრამ ზემოთხსენებულ მიმდინარეობებში ეტა ჯეიმსისნაირ ხმაზე ნაკლები არ უნდა გქონდეს, ჩემის ჰაზრით.დანარჩენ რჩეულებზე დღეს არაფერს ვამბობ შეგნებულად. დღეს ეტას დღეა.
შემდეგი საფეხური იყო უკვე ლირიკა
Oh, I saw them holding hands
She was standing there with my man
I heard them promise "Till death do us part"
Each word was a pain in my heart
...
I was losing the man that I loved
And all I could do was cry
Something told me it was over
When I saw you and her talkin'
Something deep down in my soul said, 'Cry, girl'
When I saw you and that girl walkin' around
Whoo, I would rather, I would rather go blind, boy
Then to see you walk away from me, child, no
მთავარი ჩემთვის ზუსტად ის ხმის სიძლიერე იყო, როცა რაღაც აუტანელ ტკივილზე მღერი, თან ისე, რომ ამ ტკივილს 100%–ით დებ სიმღერაში და მაინც ძლიერ ქალად რჩები. არ ი ეს ფი ი სი თი
ამაზე ოდნავ ნაზი ხმა რაღაც სუიციდის სურვილით შეპყრობილის სიმღერას დაემსგავსებოდა, იმჰო.
ბოლო და მთავარი მომენტი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არის საკუთარი ასოციაცია, შეგრძნებები, სიტუაციები და მოგონებები, რომელთაც სიმღერას მოსმენისას ვუკავშრებ. ჰოდა, ამ კვირაში Etta singt mir aus der Seele.
ხანდახან ვიღაცამ უნდა დაწეროს წიგნად, ის რასაც შენ გრძნობ.
ხანდახან აუცილებლად დაწერს ვიღაცა ლექსად თავის, მაგრამ აი,იმჰო შენს ტკივილს.
ხანდახან და ძალიან ხშირად და ძალიან ეტასნაირად იმღერებს ვიღაცა ყველა იმ სიტყვას, რომელთა თქმაც გინდა და ზუსტად იმ ემოციით, რომელსაც საკუთარი ტანიდან არ უშვებ...
just,
პ.ს.
დღეს შემთხვევით წავაწყდი youtube–ზე Beyonce-ს მიერ შესრულებულ ეტას სიმღერებს და ვუყურე ფილმს,სადაც იგი ეტას როლს ასრულებს. ფილმის სახელია Cadillac Records და ნუ, მთელი Big Picture 50–60–იანი წლების ბლუზ–R&B განვითარებისა ერთი ხმის ჩამწერი სტუდიის ფონზე.
ეს ქავერიც საკუთარ თავზე თავად საუბრობს
მაგარია ეტა... მაგრამ მე უცებ დინა ვაშინგტონი გამახსენდა, სასწაული ხმა აქვს, სწორედ ისევე მღერის, როგორც ეტა, ოღონდ ხშირად შეყვარებულია, მისუსტებულიც ამისგან, მაგრამ სიმღერა მაინც ძლიერი აქვს :)
AntwortenLöschen@ Sophie,
AntwortenLöschenვიცი დინაც. მაგრამ გაკვრით. უნდა ჩავუჯდე ერთხელ მაგასაც.