Posts mit dem Label კომპლიმენტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label კომპლიმენტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

09.01.11

წლის კომპლიმენტი... so far!

მე დავრწმუნდი, რომ მამრები კომპლიმენტის სკოლაში დადიან, კომპლიმენტის სახელმძღვანელოებს ყიდულობენ, სერთიფიკატს იღებენ და მერე დიდ, ვრცელ ჰორიზონტზე აფრქვევენ ამ წიგნებიდან დაზეპირებულ ფრაზებს. :D

ამიტომ ჰგავს ყველა მათი სიტყვა ერთმანეთს. ჩემს შემთხვევაში, უკლებლივ ყველას კომპლიმენტი დიდი Fail-ია. რამდენიმეზე კიდეც დამიპოსტავს, მაგრამ ახლა დაძებნა მეზარება. თუ დაინტერესდით, სათაურის გასწვრივ განთავსებული tag-ებიდან "კომპლმენტი" აირჩიეთ და გადახედეთ.

ბოლო "კომპლიმენტი":
მე- აუ, მაგრად მშია.
მამრი- არა უშავს, შენ 2 დღეც რომ არ ჭამო, არაფერი მოგივა, მარაგი გაქვს...
მე- (ხელი მიმაქვს ჩემს წელთან) ხო არა?!
მამრი- (ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ დიდი სლეობა თქვა) ჰო. აი, ამ გოგომ კი აუცილებლად უნდა ჭამოს, სუსტია და მარაგი ერთი დღეც არ ეყოფა. (მეორე სლეობა სტუდიაში)
მე- ჰმმ... (ვიღიმი, რაც ძირითადად იმას ნიშნავს, რომ თქვენ სლეობას საზღვარი არ აქვს!)


პ.ს. არადა, ჩვეულებრივ ტანზე ვარ. :D
პ.პ.ს. ბულემიას და ეგეთებს მაინც ვერ ამკიდებთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, იმჰო!!!

18.04.10

ჩემი თვალების ფერი

ბლოგზე ნარცისიზმის დროა.

"მოცემულ სხეულს ვერ ვურიგდები,
მაგრამ ჩემია და მენანება"...

გეცნოთ, ალბათ, გრანელია.

შეიძლება, ეს სიტყვები უპრობლემოდ განვავრცოთ ჩემზე. ტყუილად კი არ ვწერ ხოლმე, თვითშეფასება მინუსებში მაქვს-მეთქი. :D

სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებით, თუ მეგობრებითაც გამანებივრა ცხოვრებამ, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან მაგრძნობინონ, რომ მე და ანჯელინა ჯოლი აშკარად არ ვართ დები, ან რაღაც მსგავსი. :D მითუმეტეს, თუკი კარგ ფორმაში ვარ. მაშინ რადარი ერთვებათ, მგონი და რამეს აუცილებლად გამონახავენ, რასაც დამიწუნებენ.
ალბათ, საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებენ ასეთ დროს, რიავიც...

მამაჩემი და დედაჩემი არ ითვლებიან, რა თქმა უნდა: მათთვის ყოველთვის ძალიან ლამაზი ვიქნები. :D

ძალიან ლამაზად მახსოვს ორი კომპლიმენტი ბავშვობიდან:
  • ვიღაცას ვაცილებდით სადღაც. უჩვეულოდ სხვანაირი რამეები მეცვა, უჩვეულოდ სხვანაირად მქონდა თმა და ჩემმა მეგობარმა რაღაც ძალიან გულწრფელად შენიშნა, თუ აღნიშნა.
  • მეორედ ბანკეტი მქონდა და მგონი, პირველად მეცვა კაბა ცხოვრებაში, თან ლურჯი. ლაში პატარა იყო მაშინ. მიყურა, მიყურა და იას გავხარო... :love:
დანარჩენი კომპლიმენტები არ მახსოვს. ალბათ, ზრდილობის გამო მეუბნებიან ხოლმე :D

ნანიკომ იცის კიდევ გემრიელი კომპლიმენტების თქმა. რომ იგრძნობ, რომ აგათვალიერ-ჩაგათვალიერა, შეგაფასა და ისე გითხრა :D

დღეს მეგობარმა მომწერა სენტიმენტალური კომენტარი ფოტოზე და ეტყობა, ჩამყვა (სიზმრის ახსნას რომ ცდილობენ ხოლმე). :D

ორი დღის წინ მე და ჩემი თანამშრომელი ვსაუბრობდით რაღაცაზე და ამ კომპლექსებზეც ჩამოვარდა საუბარი და "აი, დადექი სარკის წინ და იმას კი ნუ ჩამოთვლი, რა არ მოგწონს, ის ჩამოთვალე, რაც მოგწონს"-ო.

მე სარკის წინ ჩემს თავს საუბარს ვერ დავუწყებ, პრობლემა მაქვს მსგავს ფსიქოლოგიურ ვარჯიშებთან და თან, რეალისტი ვარ და შესაბამისად ვუდგები გარეგნობასაც.

რა თქმა უნდა, არის რამდენიმე რამე, რითაც კმაყოფილი ვარ. არ ჩამოვთვლი აქ, ნამეტანი არ მომივიდეს... მაგრამ ერთს ვიტყვი: საშინლად, საშინლად მიყვარს ჩემი თვალების ფერი(ფორმა არც ისე)... უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა: ფერები :D
დანამდვილებით არასოდეს ვიცი, რა ფერის თვალები მაქვს იმ წუთას. ახლა სარკეში ჩავიხედე და მწვანეში გარდამავალია :D
და ბარემ, იმასაც დავწერ, რატომ მიყვარს: აბსლუტურად ამსახავს. ზუსტად ასეთივე ბევრნაირი და ცვალებადი ვარ. არასოდეს ვიცი, როგორი ვიქნები ერთ წუთში და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები საკუთარ პროგრესს/რეგრესს...

მოვრჩები ახლა ნარცისულ გამოსვლას... დანარჩენი მერე იყოს :D


პ.ს. ნუ, ის რომ, ჩემი თავი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს, "bad hair day" იქნება ეს თუ "bad everything day", ფრიად ადამიანური თვისებაა, აღარ განვავრცოთ.
ან განვავრცოთ: მიყვარს? თუ მართლა მარტო ვეგუები???
ან იქნებ, საკუთარი თავს დანაწევრებულად ვერ ვაფასებ და მთლიანი, "გარეგნობა +ხასიათი+შეხედულებები+პრინციპები+თვისებები=მე" მიყვარს.... ხზ....

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates