Posts mit dem Label კუპატი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label კუპატი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

19.01.10

ლუზერი მზარეულის აღსარება

"როცა გშია, ზაქარია,
ცივი ჭადიც შაქარია"-ო, ნათქვამია.

ჰოდა, როცა მშია და რამეს ვამზადებ, მეგემრიელება. მერე ვდიდგულდები და მგონია, რომ ასე თუ ისე ვიცი საჭმელების მზადება, მააგრამ, თურმე სადა ბანაობ, როგორც ერთი ნაცნობი იტყოდა. :D

კვირას ჩემი სამზარეულოს პროექტის მორიგი, ანუ მეორე შეხვედრა იყო.
ამჯერად ნანიკომ აარჩია კერძი: შემწვარი ქათმის ხორცი ბრინჯით და curry-სოუსით.

დაახლოებით ასეთი უნდა გამოსულიყო.



აღარ დაველოდე ნანიკოს მოსვლას და დავიწყე კეთება, ამიტომ ფოტოები არ მაქვს და ცოტა მშრალი პოსტი იქნება. 3 ადამიანისთვის ვაკეთებდი და რეცეპტიც შესაბამისადაა გათვლილი.



!!!!!არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ ეს სახლში!!!!

!!!! DO NOT TRY THIS AT HOME!!!!!


ეტაპი I:
ყველა ინგრედიენტი დავჭერი. შიგადაშიგ რომ ვიწყებ ხოლმე ჭრას და თან ცალი ხელით ტაფაში ხახვს ვურევ, ყველაფერი წყალში მეყრება.
ასე რომ:

დავჭერი 2 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 20 გრ. Ingwer(კაცმა არ იცის, რა ჰქვია ამას ქართულად.) და დაახლოებით 500 გრ. ქათმის თეთრი ხორცი.
ხორცი უნდა დამეჭრა მოგრძოდ. თითქმის მზა კი ვიყიდე, მაგრამ ყველას ვერ გამოვაცალე ძვალი და მაინცდამაინც ნანიკოს შეხვდა ყველა ძვლიანი ნაჭერი. :D

ამავე დროს 300გრ. ბრინჯი დავდგი მოსახარშად. ვინაიდან, ბრინჯის მოხარშვა არ ვიცი, გამოვიყენე ეშმაკური ხერხი და ვიყიდე პარკში მოთავსებული ბრინჯი:

ასე ბრინჯის მოხარშვა მზარეულის დიდი სირცხვილია, მაგრამ რა მექნა?! დამწვარს ხომ სჯობდა?! თან სულ ქირქილით ვეუბნებოდი მეორე სტუმარს, ნეტა, ნანიკო მხედავდეს-მეთქი. :D


ეტაპი II:

ხახვი უნდა მომეშუშა 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში. შუა გზაში მივხვდი, რომ 1 თავის კვალობაზე დიდი ხახვი იყო და ნახევარი ამოვაკელი. ლოლ... ეს მაშინვე არ მითქვამს ნანიკოსთვის. წარმომიდგენია მისი სახე ამ პოსტის კითხვისას. ნანიკო, დამინდე :D
ხახვი რომ მოიშუშა, დავამატე 2 ჩაის კოვზი curry-ის ფხვნილი. ოდნავ ვაცადე და დავამატე დაკეპილი ნიორი და 500 გრ. ტომატ-პასტა. ეს ეტაპი თითქმის უპრობლემოდ გავიარე.

ეტაპი III:
ცალკე 2 ჩაის კოვზი ფქვილი, უკვე წვრილად დაჭრილი Ingwer, 200გრ. მაწონი და 100 ml. ბოსტნეულის ბულიონი ავურიე ერთმანეთში. მიღებული მასა ჩავამატე ტომატიან ქვაბში და ერთად წამოვადუღე.
მანამდე არ მქონდა რეცეპტი წაკითხული და უცებ ვკითხულობ, რომ ეს მასა თურმე უნდა ავდღვიბო მიქსერისებური დანადგარით, რომელსაც არ ვიცი, ქართულად რა ჰქვია და შევანელო მარილითა და შავი წიწაკით. მომეტევება, კულინარიული სიტყვები და მწვანილების დასახელებები გერმანულად ვიცი, რადგან აქ მომიწია საჭმლის კეთება. ანუ, ამით უნდა ამედღვიბა მოკლედ:



ვაიმე, დედი! საიდან მოვიტანო ახლა ეს მიქსერი?!...
მდას... დარჩა ეს შენი მასა ასადღვები და მაგიტომაც ვიგემე რამდენჯერმე Ingwer-ს მწარე გემო ჩაღეჭვისას. :D

თან ფქვილის ჩაყრისას შეცდომით წავიკითხე და ჩაის კოვზის ნაცვლად სუფრის კოვზით ვყარე. :D

OMG :D

ეტაპი III:
დაჭრილ ხორცის ნაჭრებზე უნდა მომეყარა 2 ჩაის კოვზი curry და კარგად ამერია. ეს იოლი საქმე იყო. შემდეგ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში შევწვი ეს ხორცი და ვთვლი, რომ კარგად შევწვი. ბოლოს მოვასხი 1 სუფრის კოვზი სოიოს შავი სოუსი და წესით უნდა გადმომეღო, მაგრამ ნანიკო არ იყო ჯერ მოსული და გამორთულ პლიტაზე დავტოვე, რამაც ოდნავ გამოაშრო ხორცი.



ამასობაში მოვიდნენ გოგოებიც. გადმოვიღე ბრინჯი, ქათმის ხორცი. ზემოდან მოვასხი მომზადებული სოუსი და თან კი გული მისკდებოდა, მაგრამ გულიანად დავღეჭე პირველი ლუკმა.


დიდი დიზასტერი:
არ ვიცი რატომ, მაგრამ სოუსი იყო ისეთი, გეგონებოდა მჟავე კიტრის შრატში მომეხარშოს. ნანიკომ თავიდან ნელ-ნელა შემოაპარა კრიტიკა, ვინაიდან მშიერი იყო და ჯანდაბას, შევჭამო, იფიქრა, მაგრამ მერე უკვე ისე იმუქრებოდა, მალე დაწერე პოსტიო, რომ კომენტარებში სახე ამძვრება, გული მიგრძნობს.


დღის გმირი: კუპატის მზარეული მეგრელი ქალი
, რომლისგანაც დედაჩემი საგანგებოდ ყიდულობს კუპატს და მიგზავნის ხოლმე. იმდენად დიდი დიზასტერი იყო ჩემი საკვები, რომ ამით მაინც მოვიგებ ჟიურის გულს-მეთქი. გაჭრა, მინდა ვთქვა. ჰოდა, მედალი იმ ქალბატონს. დედაჩემს ნომერს გამოვართმევ და დავპოსტავ, უფასოდ გავუკეთებ რეკლამას. მერწმუნეთ, უუუმაგრეს კუპატს აკეთებს.

რაც შეეხება მეორე სტუმარს: დაახლოებით ჩემნაირი ჩაინიკია კულინარიაში, მაგრამ უეჭველი მიხვდა ეგეც, რომ რაღაც ვერ იყო სოუსის ამბავი კარგად.
-ცოტა მჟავეა და რა უქენიო? :D


lol!


შემდეგ თვეში ტირამიზუს გაკეთება გადავწყვიტე და ვაიმე, ვაიმე....



წავედი ახლა მე, სახის ამძრობი კომენტარის მოლოდინის სიყვარულში, როგორც დათუნი იტყოდა.

:D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates