Posts mit dem Label ლეპტოპი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ლეპტოპი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

15.03.14

Sooner or later in life, the things you love you lose

ეგრეა. არაფერია სამუდამო.  ბლა-ბლა-ბლა და ყველა დიდი პიზდეცინტელექუალური ამბავი.
მაგრამ who cares.
აი, მე უკვე მერამდენე წელია ეს ბლოგი მაქვს და სულ ორად-ორ პოსტს თუ არ ჩავთვლით, ყველა ჩემს აწ უკვე 8 წლის Sony Vaio-ზე მაქვს აკრეფილი.  თავისი 512MB ოპერატიულით თავის დროზე დიდი მხეცი იყო :D  the next best thing. მერეც, ძალიან დიდ ხანს იმუშავა და ამ წამსაც იქიდან ვპოსტავ... ოღონდ ბოლოჯერ, რადგან ჩემს დიდად დასაფასებელ და ყველანაირ ჭირ-გამოვლილ მეგობარს პენსიაში ვუშვებთ. :)
მეტი აღარ შეუძლია არც ამას და აღარც მე :D

ჰოდა, სათაურიც ამ შუაშია. უფრო სწორად, ასეთი წვრილმანებიც გახსენებს, რომ არაფერია სამუდამო. და ეს პოსტი იმაზეა, რომ ხანდახან შეიძლება იმანაც დაგწყვიტოს გული, მიჩვეული ლეპტოპი ბოლოჯერ რომ უნდა ჩართო... :)


:მქუხარედასამშვიდობებელიტაშისტუდიაში :




17.04.11

მადლიერი "მეუღლე"

პრესკრიპტუმი:
ადამიანებს, რომლებმაც დღეს ბზობა იზეიმეს- გილოცავთ.
ადამიანებს, რომლებმაც კვირადღე სხვანაირად, მაგრამ არანაკლებ გემრიელად გაატარეს- გილოცავთ.
ადამიანებს, რომლებსაც არც არაფერი უკეთებიათ მთელი დღის მანძილზე- mmm... აი, მაგ საკითხში ვარ მოხუცი გენერალი :D მეტიც, დღეს მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით სწორედ მაგ თემაზე. მე დიდი სიამაყით განვაცხადე, რომ კითხვაზე, თუ რა ვიცი ძალიან კარგად, ყოველთვის შემიძლია დაუფიქრებლად ვუპასუხო: "არაფრის კეთება ვიცი პროფესიონალურ დონეზე. "
ჰოდა, გილოცავთ თქვენც!

თუმცა, მთლად მასეც არაა.
აი, დღეს მაგალითად, მას შემდეგ, რაც ბზობა აღვნიშნეთ და სახლში მოვედი, დიდი გულისყურით გავწმინდე კლავიატურა, გავრეცხე კლავიშები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პაწუა ღრიჭოებში ამდენი არსახსენებელი მტვრის ნაწილაკის პოვნა შეიძლებოდა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და შევჩივლე, ჩემს ლეპტოპს ჩემს ნაცვლად ეწვის ყურები, ალბათ, ასეთი პატრონი რომ ჰყავს და ისიც გოგო-მეთქი, მაგრამ ჰეი, სამაგიეროდ, ისეთი გოგო, რომელსაც შიშით გული არ მისდის იმის გაგონებაზე, რომ კლავიატურას თურმე შეიძლება კლავიშები დააძრო (იმედია, ქართულად ასე ჰქვია), ხომ ნიშნავს ეს უკვე რაღაცას? :D
მათ, ვინც ჩემს ბლოგს უკვე დიდი ხანია თვალს ადევნებს, ეცოდინებათ, რომ ჩემი ლეპტოპის ოფიციალური რანგი ჩემი მეუღლეობაა.
  • მას უკითხავად არ ეხებიან.
  • თუკი ვინმე იჯდა ლეპტოპთან, მე ყოველთვის ვხვდები ამას და იწყება მერე ანტივირუსების გადაგორება და გადამოწმებები :D
  • როდესაც მაგიდა უნდა გათავისუფლდეს, ზრდილობიანად კითხულობენ, შეიძლება თუ არა ჩემი მეუღლის გადადგმა :D (გიო არ კითხულობს ამ ბლოგს, მაგრამ თუკი ოდესმე შემოაბიჯა, გემრიელად გაიცინებს საკუთარ თავზე)
  • მისი ოფიციალური სახელია: Christina's man
  • ის, აგერ უკვე 5 წელია, გმირულად იტანს ჩემს კაპრიზებს და მხოლოდ ერთხელ გვქონდა 2 კვირიანი კრიზისი ოჯახში, მას შემდეგ რაც სერიოზულად დავირუსდა და 3-ჯერ მომიწია სისტემის გადაყენება.
  • მიყვარს ჩემი ლეპტოპი. ვაღიარებ :D
  • P.S. არა, ბავშვზე ჯერ არ ვფიქრობთ, რა გვეჩქარება :D
ჰოდა, დღეს ამდენი დრო რომ დავუთმე, მთელი საღამოა ბრწყინავს <3 <3


p.s. დღეს შუალედში მეგობართან ერთად მზესაც ვეფიცხებოდი, ის - კონსპექტებით და მე- პალანიკის რომანით ხელში და დიდი ხანი ვისხედით, ვგონებ....
:D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates