Posts mit dem Label ფესტივალი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ფესტივალი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

20.09.10

Oktoberfest 2010

თბილისობა გახსოვთ?
მათთვის, ვინც ჩამოდის თბილისში, ეს დიდი დღესასწაულია. მათთვისაც, ვინც ახალი გადმოსახლებულია, მაგრამ აი, თავად თბილისელებისთვის, ან უკვე წლების განმავლობაში თბილისში მცხოვრებთათვის ერთი მომაბეზრებელი მოვლენაა, რომელიც გვერდზე ჩაგივლის და თან ისე, რომ შენი ყოველღიურობიდან ვერ გგლეჯს. პირიქით, იმ დღეებში გეგმები უნდა შეცვალო, რომ დროულად გადაადგილდე ერთი ადგილიდან მეორემდე.

ზუსტად ასე ვარ ახლა მიუნხენში, რომელიც გამოტენილია მთვრალი ტურისტებით... მეტროშi, ქუჩაში, ყველგან ლუდით მთვრალი ხალხის სუნი დგას. მარტო ეგ რომ იყოს, რა გვიჭირდა, რასაც კუჭში ვეღარ ინახავენ, იმის სუნიც დგას :D

7 წლის წინ რომ ჩამოვედი, ჩემი პირველი Oktoberfest რაღაც ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო, თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. მომდევნო წელსაც გავერთე, მაგრამ ნელ-ნელა მომბეზრდა. ახლა 2-ჯერ თუ გავედი, გმირი მგონია თავი. წელს საერთოდ არ მინდა, მაგრამ სამსახურში 2 თვით ადრე დაგეგმეს და უხერხულია ბოლო დღეს უარის თქმა.... არადა, როგორ მომბეზრდა.... და როგორ მესმის ძირძველი მოსახლეობის... :|

დავჯდებოდი აგერ სახლში და 9 ევროს ნაცვლად 2 ევროდ დავლევდი იგივე ლუდს, უკეთესს თუ არა :D

"ცუდად ხომ არ გავხდე" ხუთშაბათს?! :D

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates