06.09.08

ფორუმჯი

ჰო, ჰო... მეღა ვიყავი დარჩენილი და მეც ხომ უნდა დავწერო?

ჰოდა, სპეციალურად არ ვწერდი არაფერს ფორუმზე. გამიხარდა, რომ ჩაირთო. რაღაცნაირად ყველანი მიჩვეულები ვიყავით. ჩემთვის შეიძლება ორმაგად მნიშვნელოვანიც იყო, მანდ ვიგებდი ბევრ რამეს და ფორუმი მაძლევდა იმის შეგრძნებას, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდი, რა ხდებოდა რეალურად ხალხში, როგორ ვითარდებოდა საზ., თუ რაც არის და ა.შ.

ახლა შევედი ფორუმზე, ჯერ დიდი წვალების მერე და გული ამერია. "ტრაკში გიძვრები" სასტავს ისედაც ვერ ვიტანდი და პოლიტ. განყოფილებაში რეალურად ომის დროს შევედი, თორემ ამათი "მიშა შენი დედა" და "ოპოზიცია, ორმაგად შენი დედა, თუ კაია" რა პონტში უნდა მეკითხა ???


და დღეს რომ ფორუმის შესახებში კიბორგას და ნოკის და ასე შემდეგ პოსტებს მოყვება სლეობები, როგორიცაა "აუ, ბრატ, არ მოგწონს? გადი..." ... აი, არა რა... გულის ამრევია, პროსტა.
არც კიბორგას ვიცნობ და არც ნოკს და იმიტომ არ ვწერ აქ, რომ შეიძლება რომელიმე წააწყდეს ამ ნაწერს.

და არც kissie არის ჩემი დაქალი, ბლოგს გარეთ მამენტ არანაირი შეხება არ მქონია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ახლა, ფლეიმის მოდერი ეგ იქნება თუ ვინმე სხვა, მაგრამ წმინდა სუბიექტურად მერევა გული, რომ რაღაც სლეობები მოუგონეს და იმ დანარჩენებზე, ვისაც ეს ჰკიდია, უფრო მერევა გული.

და არ ვატრაკებ იმისთვის, რომ არიქა, თუ მაინცდამაინც კისსიე არ იქნა მოდერი, მე ფორუმზე არ შემოვალთქო. მე ვატრაკებ იმიტომ, რომ ასეთ ფორუმზე არ მინდა შესვლა. ფორუმზე, სადაც უნდა კანკალებდე, რომ უი, რამე ისეთი არ დავწერო და ტიმს არ დაურეკონ და მე შუსუსუ არ დამადგეს (აუ, მამენტ რა გაასწორებს, მიუნხენში რო დამადგეს შუსუსუ, ან იქით წელს რო ჩამოვალ ტრაპზე რო დამხვდნენ :D)


და ეს ცენზურის შეგძნება მირევდა გულს მთელი ცხოვრება და მაგაზე გატრაკებაში ამომხდა სული სკოლაშიც და ბევრგან კიდევ. და რაღაც დაჩმორებული მგონია თავი, მანდ რო შევდივარ. სერიოზულად ვფიქრობ, გავაუქმებინო ექაუნთი თუ არა? მაგრამ მერე იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ზუსტად ეგ უნდათ.... ჰა????





პ.ს. ხოდა გუშინ კიდევ კითხვა რომ დამისვეს, ვიცნობ თუ არა კიბორგას, იმენა დახურა რა
:D :D :D :D

ესე იგი რეპრესიები წავა ახლა და პეტრეს უარყოფის პონტში, სამჯერ უნდა უარჰყოთ, რომ იცნობთ :D


ნუ, მე ისეთი დებილი ვარ, რომ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და რავი, რა ქვიათქო :user:
მერე დავსერჩე ბლოგი და გამახსენდა რაც ჰქვია :D
ხოდა, კიბორგ, არ გაგიტყდეს რააა, რო ვიტყვი, რომ არ გიცნობ და უბრალოდ ფორუმელი ხარ და იქიდან ვიცი და კიდე კისსიესგან.... და მერე რა, რომ ეს მართლა ასეა, პროსტა შუსუსუს უნდა რო გიცნობდე :D




updated on 14.09.08.

უი, უი, უი, ღმერთო, ჩამცხე ურო !!!!


ესე იგი, აღმოჩნდა, რომ დეზინფორმატორი ვარ :D და მაცნობეს, რომ ზემოთაღნიშნულ პიროვნებას ვიცნობ :D

აიაიაიაი, არ მჯერა :D

1 Kommentar:

  1. მართალი ხარ!!!

    ფორუმი მაგარი გაბანძებულია ამ მოვლენების მერე. თან თემა რომ არის ფლეიმში ჩეკისტზე, იცი???

    გადაიკითხე მერე....

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates