11.09.08

Karzinophobie

ანუ, შიში სიმსივნით დაავადების...

ჩემი Fობიების სიაში ერთ-ერთი პირველი წერია. ბავშვობაში სულ ჩამესმოდა ბებიაჩემის მკერდის კიბოთი სიკვდილის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის დედინაცვალი იყო, მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც "გადმომედებოდა"... ჰოდა, მაქვს ეს შიში და აქამდე მაწყნარებდა ის ფაქტი, რომ გვარში სიგრძე-სიგანეზე არავინ გვყავდა კიბოთი ავად, ასე რომ გენეტიკური სახით გადმოცემული კიბოს გამორიცხვა მაინც შემეძლო...

ჰოდა, დღეს მითრხეს, რომ ბაბუაჩემს სიმსივნე აღმოაჩნდა, კუჭ ნაწლავის... (ნუ, ჩემი ეგოისტურობიდან გამომდინარე, პირველი ის გავიფიქრე, რომ მთელი ცხოვრება კუჭი მტკივა...). რაღაც საკმაოდ დიდი გზა გამოიარა და როდესღაც სიკვდილიც ლოგიკურია მოხუცებში, მაგრამ დამენანა ასეთი წამებისთვის :(

ეგრევე ამოყვინთა Fობიის როჟამ სადღაციდან... ამას ისიც დავუმატოთ, რომ მომავალ ოთხშაბათს ექიმთან მივდივარ, მკერდის არეში გამძაფრებული ტკივილების მიზეზის დასადგენად და ჩემი შიშების ზეიმის და ფართის რეცეპტიც დაიდო :)

ვიშ მი ლაქ, თუ ჰელს, თუ რავი.... რამე

6 Kommentare:

  1. მე მაქვს ცოტათი გენეტიკურად მიდრეკილება...

    :)

    AntwortenLöschen
  2. მმმ ბაბუა შემეცოდა
    სანამ ცოცხალია მოეფერე რა
    მე ვერ მოვასწარი ეგ :(
    და ახლა ყველაზე მეტად მაგას ვნანობ:(
    მე მაქვს ასე თუ ისე გენეტიკური მიდრეკილება, დედაჩემს ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნი მკერდში და ოპერაცია გაიკეთა, ხოდა მეც მქონდა და მაქვს საკმაოდ ხშირად ტკივილები მკერდში, ნუ თავიდან არ ვამბობდი, მაგრამ ეს ტკივილები უფრო და უფრო ინტენსიური და ხანდახან აუტანელი რომ გახდა ვუთხარი დედაჩემს და მეც დავიჯერე, რომ მკერდის კიბო მაქვს და წავედით ექოსკოპიაზე, ექოსკოპიამ თქვა, რომ არაფერი არ მჭირს მკერდში და რომ ამ ასაკში ეს ტკივილები ბუნებრივია, არადა ერთი-ორჯერ ისეთი ტკივილი მქონდა თან ისეთ საზოგადოებაში, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ ძუძუ მტკივა :)))
    და მოვკვდი კინაღამ ჩავიკეცე და სულ ცხელი ოფლი მასხამდა, მაგრამ ექოსკოპიამ თავი დამანებე, სუფთა ხარო, ახლა მგონია რომ თავში მაქვს რაღაც :(
    სულ ერთსა და იმავე ადგილას მტკივა :((

    AntwortenLöschen
  3. @ მარი,
    ხო, ეგ ყველაზე ისეთი შეგრძნებაა...
    :(


    @ utvino,
    მოფერება არ გამოდის, შორს ვარ :)

    AntwortenLöschen
  4. მეც მაქვს შიში, რომ რაღაც მჭირს, სავარაუდოდ მეც სიმსივნე ან რავი, უბრალოდ ხშირად ვერ ვარ ისე, როგორც წესით ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყოს. და ექიმების მეშინის + ეს განცდა, რომ რაღაც საშინელ დიაგნოზს დამისვავენ და ჩემ ტანჯვას რომ თავი გავანებო, მშობლები და მეგობრები როგორ განერვიულდებიან.. ჰოდა რავი, რა.
    კარგად იქნება ყველაფერი :*
    საწყალი ბაბუ : (

    AntwortenLöschen
  5. ნათესაობაში მგონი არავინ მყოლია კიბოთი, მაგრამ რავი, ეს ერთადერთია, რისიც მეშინიასავით, დაჟე შიდსი მკიდია და კიბო - არა.

    AntwortenLöschen
  6. @ kuda,
    არა, ექიმთან მისვლის არ მეშინია. ისედაც ვესინჯები ყოველ 6 თვეში, პროფილაქტიკის პონტში. პირიქით, მირჩევნია, დროზე ვიცოდე, თუ რამე მჭირს ხოლმე და თუ ყველაფერი წესრიგშია ხო საერთოდ, ამოსუნთქვა მაქვს :D




    @ dodka,
    ხო, მაგარი საშიშია. თან ამას ემატება ისიც, რომ ისეთ დაწესებულებაში ვმუშაობ, სადაც ყველა სახის კიბოზე მიმდინარეობს კვლევები და როგორია, შენი რომ გაგჭირვებია

    :D :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates