:)
ჰმ, ბიოლოგიური საათის წიკწიკი ისმის, თუ რაღაც მსგავსი :)
მეათე კლასში მქონდა ბევრი ქოთნის ყვავილი და ჩემს მეგობრებს ვუხსნიდი, რომ დედობრივი ინსტიქტის გამომუშავებისთვის კარგი იყო, რაღაცისთვის მოგეარა :D ლოოოოლ
დაახლოებით 21 წლის ასაკში აღვნიშნე, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად ვიყავი დედობისთვის. თუმცა, ვთვლიდი, რომ ბევრი საქმე მქონდა და გამართლებული არ იყო ბავშვი მაგ ასაკში...
რეალურად, 24 წლის ასაკში ბავშვის დანახვაზე ნერწყვი მომდის :D
ერთხელ კულტუროლოგიის ლექტორმა თქვა, კაცი სრულყოფილებას ეძებს საქმეში, რომელსაც აკეთებს, ხოლო ქალი თავს სრულყოფილად მაშინ გრძნობს, როცა დედა ხდებაო. ჰოდა, არ ვიცი, ალბათ არიან გამონაკლისებიც, მაგრამ "გამრავლების კოდი" რაღაც ასაკში ყველაზე მოქმედებს.
რატომღაც ვეთანხმები ამ აზრს. მგონია, რომ ეს იმხელა მისტერია და მართლა სასწაულია, რომ ქალი ვერასდროს ვერ იქნება მთლიანად ქალი, თუ ის დედა არ იქნა... შეიძლება, მე ვაჭარბებ, ან რაღაც ფსიქოლოგიური დარღვევა მაქვს, ტიპა ღრმა ბავშვობაში რამე შემემთხვა და ჩემს აზროვნებაში დედობის კულტი შეიქმნა...
თან საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი დედა ვიქნები. არ ვიცი, ვერ ავხსნი, რატომ. აი, ხომ არის, რომ დარწმუნებული ხარ შენს ცოდნაში და შესაძლებლობებში რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იცი, რომ ესა და ეს გამოგდის კარგად... ეგრე ვარ ზუსტად. :D
ჰოდა, იმ დღეს ვკითხულობდი სტატიას ინვალიდ ბავშვებზე. იმაზე, თუ რამდენი გზა არსებობს თანამედროვე მედიცინაში ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად; როგორ ურჩევენ ექიმები დედებს, მოიშორონ ბავშვი ან ჩაიტარონ მკურნალობა, რომელიც ნაყოფის განვითარებას შეუწყობს ხელს. სტატიაში მოყვანილი იყო ის შემთხვევები, როცა მედიცინა შეცდა და ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ, ასევე ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობლემა გადაწყვიტეს ინვალიდი შვილის ყოლა. ისინი ერთი წამითაც არ ნანობენ მიღებულ გადაწყვეტილებას.
აქ რა თქმა უნდა, არსებობს დილემა, რომ "თავად ბავშვია ცოდო და დღეს სრულიად ჯანმრთელები ვერ ქაჩავენ, არათუ ინვალიდები " vs. "ნაყოფს აქვს უფლება დაიბადოს, თუნდაც ინვალიდი ".
არ ვიცი, არც ერთს განვიკითხავ, არც მეორეს. ერთი ხელით წამოსასმელი პრობლემაც არაა. მართლა დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია.
დავფიქრდი იმაზე, რომ აი, ერთ დღესაც მითხრეს, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ (:ნუაქურავაშამრავალჟამიერ:), მაგრამ დიდი შანსია, ბავშვი ინვალიდი დაიბადოს, ან საერთოდაც ძალიან მცირე შანსია, რომ იცოცხლოს დაბადების შემდეგ. ხომ არ დაფიქრდებოდით ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე და ასე შემდეგ... ნუ, რასაც ექიმი იტყოდა რა.... (:აქსრულიშოკიალბათ:)
ამ გადასახედიდან, ერთადერთი პასუხი მომდის აზრად: მე საკუთარ შვილს არ მოვკლავ... ვერ მოვკლავ... და თან წარმომიდგენია, დაახლოებით როგორ საშინლად გრძნობენ ის დედები(მამებიც) თავს, რომლების ორსულობის შეწყვეტას ირჩევენ...
ბებრული ფრაზაა, მაგრამ დედამიწაზე არავის, მართლა არცერთ ქალს არ ვუსურვებ ამ არჩევანის წინაშე დადგომას....
პ.ს. ნუ სხვა საქმეა "ამდენ ბავშვს ვერ ვარჩენთ, საშუალება არ გვაქვს", "ბევრი შვილი გვყავს უკვე", "გათხოვილი არ ვარ, ამყვა" და ეგეთი სრული მარაზმები. 1 წამითაც არ დავფიქრდები ტოლერანტულად განვეწყო ამ დროს...
26.09.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
აუ მე რატომ არ მაქვს ეგეთჳ დედობრივი გრძნობები :(
AntwortenLöschen21 წლის და სრულიად მოუზმადებელი დედობისთვის :(
რამე პათოლოგია ხო არ მჭირს? თან კოტეს ისე უნდა ბავშვი კვდება... :(
რამე მეშველება?
p.s. მაგრამ აბორტს მაინც არ გავიკეთებ თუ დავფეხმძიმდი. :(
თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ეს რა ბედნიერებაა - იყო დედა!
AntwortenLöschenგქონდეს უნარი საკუთარი შვილის გაჩენის!
მე ძალიან კარგად მესმის პოსტის ავტორის, რადგან ზუსტად იგივეს ვგრძნობდი.
ეხლა კი ბედნიერი ვარ რომ სულლ რამდენიმე დღეში საკუთარ შვილს დავიჭერ ხელში :)
ბედნიერია ქალი რომელიც ბოლომდე შეიგრძნობს ქალის არსობას!
omg
AntwortenLöschenra nacnobia
chems blogze daje midecs cerili romelic me mivcere shvils (rogorc ukve dedam ra) oda egre....
uh....mzad var ase mgonia ukve uh arc ici didi xania, magram zalian sagi azri mrcheba rom bavshvis gacirva iqneba am peridoshi shvilis gachena...
მე 21 წლის ვარ და ძალიან ხშირად მინდება ხოლმე ბავშვი... აღზრდა, გაზრდა, მოვლა, თამაში... ყველაფერი, რაც მასთან იქნება დაკავშირებული...საოცრად მიყვარს ბავშვები...
AntwortenLöschenავადმყოფ ნაყოფს რაც შეეხება, არვიცი...
მართლა ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა...
ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი...
მაგრამ აბორტი გამორიცხულია რა...
აბორტი ვაფშე ყველა პონტში გამორიცხულია...
ნუ თუმცა, გააჩნია...
თუ მითხრეს, თუ გააჩენ, მოკვდებიო, გავიკეთებ.
არადა არ მიყვარს ზოგადად ბავშვები, მაღიზიანებს თუნდაც ის ,რომ შეიძლება ყოვლად უადგილო ადგილას მორთან ჩხავილი, და ამ დროს სურვილი მიჩნდება ან დედამისი გავლანძღო ჩვილის უადგილო ადგილას მოყვანისთვის, ან პროპკა დავუცო რომ არ იჩხავლოს.
AntwortenLöschenკონკრეტული ბავშვები მიყვარს, წიპა ნათესავის, ან საყვარელი ან კარგი....
არ გამოვა ჩემგან მაკარენკო : )))
@ მარი, ნუ მე ახლა დიდი სკოლაც გავიარე. პრაქტიკული ცოდნა მაქვს და მაგ პონტში ვარ მზად.
AntwortenLöschenდა ისე, მენტალურად,თავს ვერ მოამზადებ, ან გინდა და ან არა...
@ miramax,
ველი მთელი ამბით მეც შენი ბაიას დაბადებას.
@ ჩორვენი and kate,
ტოტალური შემოტევაა,ხო? :)
@ პერწკლი,
აი, როგორ გითხრა, ბავშვს რომ დაგიტოვებენ მისახედად და გააწამებს. აი, დაგღლის და ბოლო რაღაცას გააკეთებს ეშმაკურს, ან რავი, და უცებ რო გაგიქრება დაღლილობის გრძნობა... მმმმმმ.... ბევრი ბავშვის აღზრდაში მაქვს მიღებული მონაწილეობა და რეალურად, ამ გადასახედიდან მარტო კარგი მოგონებები მაქვს.. :)
ხო, გამოტოვებული ასეობი არ შეიმჩნიოთ. მაქვს სისუსტე გრძელი ფრჩხილების მიმართ და ..... მიშლის ხელს მერე წერაში
AntwortenLöschen:D
აუ სჯობს ამ თემაზე წერა არ დავიწყო ))
AntwortenLöschenნაყოფს რაც შეეხება - არაპოპულარული პასუხია, მაგრამ მოვიშორებდი. I can't do it. არ ავრ საკმარისად ძლიერი, რომ შვილის ინვალიდობას გავუძლო.
dodka hat gesagt...
AntwortenLöschenაუ სჯობს ამ თემაზე წერა არ დავიწყო ))
არადა, რა საინტერესო იქნებოდა კომენტარი :)