06.11.08

სტერეოტიპები და მსხვერპლები

დიდი ხანია მინდა დავწერო ამაზე....

რეალურ ფაქტებს დავწერ, ასე უფრო იოლი იქნება იმის გაგება, რა მინდა :D

ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა ვიმაიმუნეთ: მე თვალები ჩავიხატე შავად და ე-გიტარით ხელში გადავიღეთ რაღაც სურათები... ნუ, მიმიკაც შესაფერისი და მაგრად ვიხალისეთ...

რამდენიმე მეგობრის კომენტარი იყო: ფუი ეშმაკს , სატანისტურია ეგ
ჰმმმ.... ნუ კაი, გავატარეთ...

იგივე სურათი, დავდე ერთ-ერთ სოც. ქსელზე და შემოვიდა ჩემი საკუთარი დაქალი და დამიწერა დაბალი ქულა ... ტიპა, იმიტომ რომ ბოჯგუას დაქალია და როკებს და ჩქარებს არ უსმენს რაააა....
ნუ, მე ვიხალისე ფრიად, წრეგადასულად, როგორც ერთმა ფორუმელმა თქვა და თვითონ 3 დღე მიპრივატებდა, ჩემზე ნაწყენი ხომ არ ხარო..... რიავიც, რას არ გაიგებ......


ბოლო დამაგვირგვინებელი: ნუ, მეთქი მაინც დოიჩლანდია და ყველას კიდია, რა და როგორ გაცვია და ამბავი.... მომინდა შავი ლაქის ყიდვა... ნუ, მომინდა-> წავედი-> ვიყიდე....

მეორე თუ მესამე დღეს წავედი სამსახურში და გზაში ერთი მოხუცი ისეთი თვალებით მიყურებდა, მეთქი.... კაი, ბაბუ, შენ დაწყნარდი და სულ გადავაგდებ იმ ფლაკონს სახლში რომ მივალ და ეგზორციზმზეც დავთანხმდები.... მითუმეტეს, ღვთისმშობლის მედალიონს მოჰკრა თვალი .... გამომწვევად ჩამომხედა ფეხსაცმელზეც, ეს ვერ მივხვდი, რატომ... არადა, საკმაოდ მხიარულ ფერებში მეცვა....
პროსტა, მინდოდა შავი ლაქის წასმა მლიაჰ... არ შეიძლება????
რაის სატანისტი აუტყდათ .... ბრრრრრრ.....
არ ვანიჭებ ჩაცმულობას დიდ იდეოლოგიურ დატვირთვას. რაც მინდა, ის მაცვია... ნუ, ხვალ ინდური სარი რომ მომეწონოს, ჩაცმაზე უარს არ ვიტყვი... ან რა პონტში უნდა ვთვქა უარი??? ხზ....



აი, ისედაც ლოიალური ვარ უმცირესობების მიმართ და იმ წამს ისე ამეშალა ნერვი, ყველა იმ პანკის და როკერის და რავი მეტალისტის ნაცვლად, ვინც იძულებულია ყოველდღე იტანოს ეგეთი მზერა, რომ ძააალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.... აი, ძალიან გავბრაზდი და უკვე პრინციპულად წავისვი ის შავი ლაქი მეორე თუ მესამე დღეს...

ნუ, მაგით რა... რას მიაღწევ, მამენთ ვერაფერს, მაგრამ რეალურად მოვითხოვ ადამიანისგან, რომ შავი ლაქი მისვია, თუ ვარდისფერი, პატივისცემა გამოიჩინოს... სპეციალურად შევედი აფთიაქში, მაღაზიაში და სხვა საზ. თავშეყრის ადგილებში, რომ რეაქცია მენახა... და შემედარებინა, როცა ჩვეულებრივად გამოვიყურები, რამე პრივილეგიებით თუ ვსარგებლობ.... ოოოდა, იმ ადგილებში, სადაც მიცნობდნენ იგივე თავაზიანობით მომემსახურნენ, მაგრამ ცოტა სახე ჰქონდათ, ტიპა "აი, ამანაც გარეკა "
რამდენიმეგან სიცივე სადაც შევამჩნიე, იქ უფრო დიდხანს დავრჩი და დახმარებაც ვითხოვე და რავი, საკმაოდ ჩვეულებრივი ტონით, ისეთით, როგორიც აქაა მიღებული.... და კეთილგანწყობილება გამოვძალე

მაგრამ, საერთო ჯამში.... არის რა, მართლა არის ის, რომ შენი შავი ლაქის გამო ვიღაცას მეტ ყურადღებას მიაქცევენ, იმიტომ რომ, ის ფინქი ზმანია და ჯააან იშეთი ხმა აქვს რა, აი ... ნაზი, ბავშვური, დახმარების სურვილს რომ აღგიძრავს....
მაგიტომ მეზიზღება დაყენებული ხმა .......



საერთოდ, ხელოვნურობა მძაგს.... მაღალფარდოვნად საუბარი, იმიტომ რომ გაღიარონ, მაააგრად მძაგს.... თავის დასერიოზულება და თამაში, რომ მე ჯაან მაგარი სერიოზული როჟა ვარ მძაგს... ტfუი, მლიაჰ......



სულ ეს იყო ამ ეტაპზე.... დანარჩენი მერე

7 Kommentare:

  1. ვა...
    რას არ გაიგებს კაცი...

    AntwortenLöschen
  2. მანდაც უკვირთ ეგეთები?
    :0

    ხო მართლა
    ფორუმზე რაღაც მოგწერე :უსერ:

    AntwortenLöschen
  3. @ ჩორვენი,
    ეგ როგორ გავიგო???

    :D :D



    @ utvino, მაგ ნიკს აღარ ვიყენებ....
    იიიიიშვიათად შემოვიხედავ ხოლმე...

    AntwortenLöschen
  4. მეც ვერ ვიტან ხელოვნურობას, ატანა არ მაქვს. დაყენებული საუბრები და ტუჩების პრუწვები ხომ საერთოდ...

    ხოდა, ისა, მანდაც უკვირთ ეგეთები ???

    AntwortenLöschen
  5. შემოვიდა ჩემი საკუთარი დაქალი და დამიწერა დაბალი ქულა ... ტიპა, იმიტომ რომ ბოჯგუას დაქალია და როკებს და ჩქარებს არ უსმენს რაააა....

    აი, შენ თუ პატიოსანი ქალი ხარ ბოჯგუას დაქალებს რას ედაქალები :D

    უნდა ჩამოვიდე მანდ და გამოვხშირო ეგ შენი სანაცნობო-სადაქალო რაა :boli:

    AntwortenLöschen
  6. ისა.. ანი ვარ, რატომღაც ჩემი ნიკით ვერ ვშვები...

    AntwortenLöschen
  7. @ ani,
    ბავშვობის დაქალია და თბილისშია, სხვათა შორის

    :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates