გადავედით მთავარზე. გერმანულ კომედიანტს ვუყურე ახლა და გავიხიე სიცილით, მაგრამ ეს არაა მთავარი... რაღაც სკეჩი ჰქონდა ქალებზე, რომლებიც მცენარეებს ეფერებიან და სასტუმრო ოთახში პალმებზე და გამახსენდა მამაჩემი
ნუ, მამენტ, მამაჩემს მთელი ბლოგი რომ მივუძღვნა, მაინც ვერ მოვრჩები სათქმელს. უბრალოდ, ახლა მარტო იმას დავწერ, რატომ გამახსენდა
ჩემი მამიდაშვილი გათხოვდა და ნუ, როგორც არის ხოლმე რააა.... წავიდნენ სადღაც დასასვენებლად და რადგან არეულ უბანში ცხოვრობენ, მამაჩემს სთხოვეს, ჩვენს სახლში დარჩიო... ტიპა უდარაჯეო რა ..... და არ ვიცი, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად, ცოლს თუ ქმარს, მაგრამ რომელიღაცამ სთხოვა, ყვავილებს წყალი დაუსხიო...
ნუ, მამაჩემი მაგარი ისეთი ტიპია რა... ბებომ გაზარდა და ამიტომ ყველა ეცოდება, ვისაც მშობლები არ ჰყავს... ჰოოოდა, მთელი რუდუნებით მოეკიდა ამ საქმეს, მამის როლი შეასრულა ჩემი მამიდაშვილისთვის და მაგარი ამაყად დახვდა ჩამოსულებს.....
ნუ, უცებ ისმის ჩემი მამიდაშვილის განწირული ხმა აივნიდან, რომ ყველა ყვავილი დამჭკნარია.....
არადა, მამაჩემმა ვრწყავდიო....
აღმოჩნდა, რომ მამაჩემი სასტუმრო ოთახში მდგარ ორ ხელოვნურ პალმას უსხამდა წყალს 2 კვირის განნმავლობაში და მაგარი უხაროდა, რომ ორივეს ფოთლები მუდმივად ხასხასებდნენ .....
აი, ვგიიიიჟდები მამაჩემზე რააა.... და ესეც მარტო მაგას შეიძლებოდა დამართნოდა ....
მამენტ, მამიდაშვილის ბრალია, რო გაზიდა აივანზე, მეორე სართულზე ყვავილები, რა იცოდა მამაჩემმა ......
ნუ ერთი ის, რომ დილის 10–ზე სამსახურში ვარ და ასე რომ აქ მაინც ვერ შემოვდივარ, მაგრამ საღამოს, თუ შენ გაქვს რამე დაპოსტილი, შანსი არაა, რომ არ შემოვიდე და წავიკითხო.
AntwortenLöschenმეორე კი ის, რომ ჩვენთანაც ვინმე რომ დარჩეს, დედაჩემი აუცილებლად დაუბარებს, რომ 3 თუ 4 თუ 500 ყვავილს (რომელთა ატანა არ მაქვს) მიხედოს და წყალი დაუსხას. ასე რომ, არ მიკვირს...
aaaa ააა ა ა ა ა ცუდად ვარ :)))
AntwortenLöschenმაგარია
:)))
მეც განსაკუთრებულად სხვანაირად მიყვარს მამა (ბლუსჰ)
აუუუ,რა მაგარია :))
AntwortenLöschen@ kate ,
AntwortenLöschen:user:
@ utvino, kuda...
ეს რა არის, თქვენ უბრალოდ მაგის ისტორიებს უნდა მოუსმინოთ .....
:D