02.04.09

რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია ?!

წინა კვირიდან ვაკვირდები ღიმილით რა ხერხები არსებობს, რომ არ შეხვიდე ვინმესთან კონტაქტში და პლიუს ამას თავაზიანადაც გამოძვრე სიტუაციიდან. ჰოდა, რაღა დაგიმალოთ და ფრიად ვხალისობ :D

არა ნუ, "დამეკონტაქტეთ, უბედნიერესი ვიქნები" არც მე მაწერია შუბლზე, მაგრამ თავდაცვის მექანიზმი, ტიპა "ასი წელი რა, კი არ გითხოვია, მაგრამ რა იცი, რა ხდება და მოდი, წინასწარ განახებ, რომ სულაც არ მინდა ეს კონტაქტი" აღმაფრთოვანებს ხოლმე. არადა, ისეთი ტიპიც არ ვარ, აი "ილოცეთ რააა, რო გაგიღიმოთ" და ბულშით :D
თან არ ვფიქრობ, რომ ყველა საქმიანი ურთიერთობა "ბავშვს მოგინათლავ"-ში უნდა გადავიდეს ან უნდა გადავიყვანო. ვემხრობი დისტანციურ თავაზიანობას. ნუ, ვემხრობი რა, მივეჩვიე რაღაცნაირად. იქ, სადაც მე ვარ, ასეთი ფორმის კონტაქტი ყოველდღიურობაა. თავიდან მეც მაოცებდა და ვერ ვეგუებოდი, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჯობს, მართლა ჯობს დისტანციურობა "ის ჩემი მამიდაშვილის დედის კლასელის დაა, ქორწილში გავიცანი და სირცხვილია, უარი როგორ ვუთხრა?"-ს. ძალიან ბევრ საქმეში წაგვადგებოდა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ნამეტანი არაფერი ვარგა და ჩვენს ბუნებას არც შეესაბამება, უბრალოდ, რაღაც შუალედური დოზით რომ გვქონდეს მსგავსი მიდგომა... ეჰ...

ამ ყველა მიზეზის გამო ფრიად აუღელვებლად და ღიმილით შევხვდი გასაცველად დარჩენილ საკონტაქტო ინფოებს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად აირჩიოს, ვის ეკონტაქტოს, ჰოდა, "რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს"-ო თუ როგორც არის, ვაგრძელებ მშვიდად გზას. მხოლოდ, სამწუხაროა, რომ აბსოლუტურად საქმიანი და საკეთილდღეო მიზნები, რამდენადაც ვფიქრობ, პირადში ჩამითვალეს... :(




ეს ისე, შესავალი იყო. იმასთან, რაზეც მინდოდა დამეწერა, შეიძლება ითქვას, რომ არაა კავშირში.
აი, დედამიწა რომ პატარაა, ყველამ იცის და სულ ვამბობ, თითო ქართველს ყველგან შეხვდები და თითო ისეთსაც, საერთო ნაცნობს რომ გამონახავთთქო და აკი, გამოვნახეთ :D lol
ერთ ახალ ნაცნობს ვესაუბრებოდი და აღმოჩნდა, რომ ჩემი დაქალის ჯგუფელია და რომ მეორე ახალი ნაცნობიც მათი ჯგუფელი იყო. კიდევ მესამე ახალი ნაცნობი არის იმ ქალაქიდან, საიდანაც ჩემი X კლასის ყურადღების და თაყვანისცემის და ლექსებად და ქადაგად დავარდნის ობიექტია და შიშით არც ვაპირებ ვიკითხო, იცნობს თუ არა. ტიპა, მაგისი ყოფილი ან ახლანდელი არ აღმოჩნდეს :D


გუშინ ჩემს "თითო ქართველს ყველგან ნახავ" გამოთქმას დაემატა შემდეგი: თითო ფორუმელს ყველგან ნახავ :D ფორუმზე გერმანიაში მყოფების თემაში დაპოსტა ჯამაიკელმა კესუნამ, მიუნხენში ვარ და ვინ გნახოთო და ამ გაკითხვა-გამოკითხვაში ჩემი აქაური ნაცნობის და აღმოჩნდა :D lol

რაღაცნაირად გამიხარდა. აქ ომი მაქვს ხოლმე იმის გამო, რომ ფორუმელი ვარ და ვიგერიებ შემოტევებს, ტიპა:"ფუუუ, ფორუმი" და ასე შემდეგ, რაც ადრე მაღიზიანებდა, ახლა მახალისებს :D
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ გამიხარდა კესუნას რომ გავიცნობ,რამდენიმე თემაში გადავყრივართ ერთმანეთს და ჯასთ, კარგია... გავერთობით :D


ხო, რადგან ამ თემაში კომუნიკაციებზე და კონტაქტებზე ვპოსტავ, აღვნიშნავ ბარემ, რომ little sunny boy დეპრესიული აღმოჩნდა :S
მე ანტიდეპრესანტი ვარ, იმჰო :D მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამჟამად უკეთეს დღეში არც მე ვარ, ვერ მოვკიდე საფუძვლიანად ჩემს მოწოდებას, ანუ ანტიდეპრესანტობას ხელი და პლიუს ჩემი ფრიად საარაკო PMS-განწყობა და პლიუს ის, რომ ზოგადად, საშინლად ვერ ვიტან ჭკუას რომ მარიგებენ, ერთად და კონცენტრირებულად შემომაწვა და რაღაც Fuck Off-ები დავიმართე და გაბრაზდა თუ გაუტყდა, თუ გაიბუტა და :mo: არადა, კაი ბავშვი იყო...



ჰოდა, დედამიწა მრგვალია და რა ჩვენი ბრალია-თქო, მინდოდა მეკითხა და ამხელა ბოდვა კი გამოვიდა ბოლოს ...


განვედი :D

2 Kommentare:

  1. რას ამბობ, ზოგჯერ ისეთ განწყობაზე ვარ, მინდა ვინმე ნაცნობი დამენახოს და ვეტაკო, ცოტა გული გადავაყოლო, ხან - კიდევ მუნჯობას ვიბრალებ. განწყობაზეა ყველაფერი დამოკიდებული, პმს-ზეც აუცილებლად :))

    AntwortenLöschen
  2. @ Sophie,

    ოო, პმს-ზე არც უნდა ავლაპარაკდეთ :D

    რაღაც ძალიან ნიჩესნია რა ქალთა მოდგმის მიმართ ბუნება :S

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates