ესე იგი, რა ხდება:
აბსოლუტურად ლოიალური ადამიანი, ვგონებ, არ დადის დედამიწის ზურგზე, მაგრამ მე ვთვლი, რომ ლოიალურობა უმცირესობების და უმრავლესობების მიმართ ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა.
ანუ, აბსოლუტურად ლოიალური ვარ ყველა ერის მიმართ, ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმართ (და ათეისტების მიმართაც), ყველა ჯანსაღი სექსუალური მიმდინარეობის მიმართ(არაჯანსაღში ვგულისხმობ მანიაკალურ და პერვერსულ დარღვევებს),ყველა რასის მიმართ, ყველა ეთნიკური უმცირესობის მიმართაც.
და ვთვლი, რომ უმცირესობაც უნდა იყოს ლოიალური უმრავლესობის მიმართ :D
ლოიალურობა რაში გამოიხატება: პატივს ვცემ მათ არჩევანს, მრწამსს, წარმომავლობას, კანის ფერს, ენას და ა.შ.
ანუ, შეიძლება არ ვიზიარებდე მათ აზრს ან არჩევანს, მე სხვანაირი ხედვა მქონდეს, ჩემი ხედვით კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი რამეთი ნაკლებია ჩემსაზე.
ანუ, ჩემეული ლოიალურობის ფორმულა: აუცილებელი და საკმარისი პირობა- პატივისცემა, არააუცილებელი პირობა- იგივე შეხედულებების გაზიარება.
მაგრამ როგორც კი შევამჩნევ რომ ამა თუ იმ უმცირესობის წარმომადგენელი ან სპეკულირებს მისი მდგომარეობით, ან ცდილობს უმრავლესობის წარმომადგენელი ხედვის, მრწამსის,ორიენტაციის გამო დაამციროს, ეგრევე ქრება ყველანაირი ლოიალურობა და ვსასტიკდები :D
მაგალითად:
ვერ ვიტან როცა მორწმუნე ათეისტს ლანძღავს, შე უღმერთოო, მაგრამ ვერც იმას ვიტან, ათეისტი მორწმუნეს რომ ეუბნება, შე ბნელოო. (კამათის კონსტრუქციები არის ხოლმე გამაოგნებელი და ბოლოს აქამდე მიდიან :D)
ვერ ვიტან თეთრები ფერადკანიანებზე ზიზღით რომ საუბრობენ, მაგრამ არანაირად არ ავიტან ფერადკანიანს, რომელიც ითხოვს პატივისცემას მხოლოდ მისი კანის ფერის გამო. ტიპა, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას უნდა, იმიტომ რომ მის რასას საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდნენ. WTF? :spy:?
ვერ ვიტან სთრეითებს, რომლებიც ჰომოსექსუალებს უმხედრდებიან, ან თავად წყვეტენ, ვინ, ვისთან და რატომ უნდა იყოს, მაგრამ ყველანაირ პატივისცემას დავკარგავ ისეთი ჰომოსექსუალის მიმართ, რომელიც მოითხოვს, მარტო იმიტომ აარჩიო მასთან საუბარში ყველა სიტყვა, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. :no:
თან რაოდენ არალოგიკურია, იბრძოდე თანასწორობისთვის და ამავე დროს მოითხოვდე, რომ განსაკუთრებულად მოგეპყრან. ნახ. ეგეთი თანასწორობა რომელ უმცირესობას უნდა? :spy:
ჰოოდა, კვანძის შეკვრის თუ რაღაც ეგეთის პონტში რომ გამომივიდეს, ვიტყვი, რომ ხანდახან მიყვარს ჩემი თავი იმის გამო, რომ ადამიანებს უმცირესობებად და უმრავლესობებად არ ვყოფ და რომ ერთნაირად შემიძლია ავირჩიო მეგობრად და დავაფასო
- მუსლიმი,მართლმადიდებელი,ბუდისტი და ათეისტი
- ყველა ფერის კანიანი ადამიანი
- ჰეტერო და ჰომო
- გერმანელი და ებრაელი და პალესტინელი ( :D ერთმანეთის ჩაგვრის ამბავში მოვიყვანე ეს სამი. იმედია, ციკლში არ დატრიალდება :s) (p.s. თუმცა აქ ცოტა სხვანაირი ხედვა მაქვს, მგონი. ანუ, როგორც გერმანელებს არ ეპატიებათ ებრაელების ჟლეტა, ასევე ებრაელებს არ ეპატიებათ პალესტინა და ასევე პალესტინელებს- ისრაელი და არავინ მითხრას, რომ რამე გამართლება ჰქონდა წარსულში ებრაელი ბავშვების სიკვდილს, ისევე როგორც, არანაირი გამართლება არ აქვს ახლა პალესტინელი ბავშვების სიკვდილს და ისევე, როგორც არანაირი გამართლება არ აქვს ახლა ისრაელში ბავშვების სიკვდილს და საერთოდ, დედამიწაზე არცერთი ბავშვის სიკვდილს. The war is not the answer).
ჰოდა, Fuck it! screw it!
ნახ. ეს პოლიტიკურად სწორი ფორმულირებები და მაინორითი/მაჟორითი კლასიფიკაცია! აღზევება და დღე გრძელი ადამიანს! ვოტ!
p.s. წავედი, კარავი დავდგა რაიხსთაგთან :D
02.05.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
umagresi chanaceria!!!
AntwortenLöschensagol!!!
mevc magizianebs msagvis ragaceebi
da arafrit arafrit ar mesmis nebismieri am maxasiateblis gamo ratom unda gezizgebodes adamiani??
ამინ! ამინ! ამინ!
AntwortenLöschenჭეშმარიტებას ღაღადებთ !
:yeah:
AntwortenLöschen:)
ყველაფერი თქვი, რისი თქმაც მინდოდა! Love this post!
AntwortenLöschen