11.05.09

ჩვენი გემრიელი პრაქტიკის ხელმძღვანელი

ჰოდა, რა ხდება: ლექციების ფარგლებში მაქვს პრაქტიკა, რომელსაც ვაკეთებ სხვა უნიში. ეს არის ტექნიკური უნი, სადაც პირველად ჩავაბარე და საიდანაც მერე გადმოვედი ამჟამინდელ უნიში. პრაქტიკა არის Nintendo Wii-ს ამბავში და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა ტოტალურ შარში მაქვს თავი გაყოფილი. ჯერ კიდევ C-ს საფუძვლებზე ვართ.

ჰოდა, ალბათ, გაითვალისწინეს რა, ჩვენი წამების ფაქტორი, ხელმძღვანელად დაგვინიშნეს უუუგემრიელესი ტიპი

ძალიან იშვიათია,რომ ასეთი არასახასიათო, მასიურად არსებული ტიპი მომეწონოს, სულ რაღაც 0,25%-ში მოყოლილი უარყოფითი უმცირესობები დარბიან ჩემს ცხოვრებაში :D

მააგრამ გმირულად ვუმკლავდებით საცდურს და მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მიზეზი გვაქვს (4 მდედრი ვართ,მინდა აღვნიშნო), ასეთი სახით ვისხდეთ პრაქტიკაზე , მაინც ვახერხებთ კონცენტრირებას და ვუსმენთ ლექციას. ესე იგი, პროგრესი სახეზეა :D

ყველაზე სასაცილო არის ის ფაქტი, რომ ეს ჩვენი ხელმძღვანელიც ჩუეტ,რო ტამ გდეტო ზასადა , მაგრამ პროფესიონალიზმით განმსჭვალულია და ზესერიოზული სახით გვისმენს ხოლმე, კითხვებს რომ ვსვამთ. ბოლოს მაინც ვერ ძლებს, რაღაცას გაიხუმრებს და იღიმის ეშმაკურად :ყველადეზლიარაღაცდოზით:

აი, ღიმილზე არც კი შევჩერდები, თორემ საერთოდ გავჩერდები და დავსახლდები ამ ბლოგზე :D ჯასთ, სოოოოოუ სვიიით .


კიდევ, ძალიან გვეხმარება, დავალების გაკეთებისას კითხვები თუ გვაქვს. საოცარი მოთმინების უნარი აქვს, რაღაც მეგობრული ტონით ხსნის და 2 საათი რომ გიხსნას, ტონი არ ეცვლება :love:

ჰოდა, ასე არ ჯობია? ისედაც შენი რომ გაგჭირვებია, სად რომელი კლასი დაწერო ვერ გაგიგია და ლექტორიც რო ტრაკში პერო აღმოჩნდება, ტიპა, დრო არ მაქვს, რომ თქვენზე ვხარჯო, რა პროდუქტიულობაზეა საუბარი საერთოდ.

მაგრან ნუ, ახლა, მთავარი მაინც პრაქტიკის ჩათვლაა....

4 Kommentare:

  1. ეეე, მაგარია....:D :D :D


    ხოდა ჩააბარებ, მჯერა.

    AntwortenLöschen
  2. @ Kate,

    შენ წარმოიდგინე, რატომღაც მეც მჯერა, რომ ჩავაბარებ :D

    საერთოდ, სულ ვიზმენდები ხოლმე ჩათვლების გამო, მაგრამ ეს როჟა ძალიან უშუალოა. უფრო იმითაა დაინტერესებული, რომ ვისწავლოთ ის რაღაცა, ვიდრე იმით, რომ მამენტ არ დაგვეხმაროს და მერე ცუდი ნიშანი დაგვიწეროს, ან დავალება არ ჩაგვითვალოს.

    გუშინაც გამოვცანცლეთ რაღაც ფუნქციის კოდი :D

    AntwortenLöschen
  3. ჰმ... ცოტა მეც შემიყვარდა მგონი
    :D :D :D

    AntwortenLöschen
  4. @ კასანდრა,
    ლოლ

    შენ კი არა, ჩემმა სლავმა ჯგუფელმა და მეგობარმა ისეთი მოკლე კაბები დააძრო და ისეთი ძუძუები გადმოალაგა დეკოლტედან, მე ფარ-ხმალი დავკარგე და გადავბარგდი უკანა რიგებში :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates