ემო პოსტი არაა... feel free to read it :)
აი, ამას არცერთი ჩემი ნაცნობი არ დაიჯერებს, არაფერს ვიტყვი ახლო მეგობრებზე.
ძალიან იშვიათად ვტირი. კიარადა, შეიძლება თითზე ჩამოვთვალო სიტუაციები, როცა მიტირია და ვინმეს ვუნახივარ.
მააგრამ... არის აქ ერთი მაგრამ: საკმარისია, ბემბის დედა მოუკლას მონადირემ, სიმბა გაიქცეს სახლიდან, წიგნის პერსონაჟს აუწყონ, რომ დედა მოუკვდა, ფილმში გმირმა გაიხსენოს ღრმა ბავშვობაში გადამხდარი ამბები და ჩემი თვალებიდან დიიიდი ჩანჩქერი გადმოედინება :D
დუმბაძის კომედიებზეც კი ვღნავი. ვერც ვხსნი, რატომ... აი, ვსენტიმენტალურდები. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ის მომენტი თუ გახსოვთ, ილიკო რომ ეტყვის ილარიონს შუშის თვალზე და მერე როგორ აწყნარებს... აი, მასე მგონი ჩემი არცერთი ნათესავი არ გამომიტირია :D
ემოციური პიკი მქონდა მეორე კურსზე, წინა დღეს რამე მელოდრამას თუ ვუყურებდი, უნიში ვერ მივდიოდი, ტიპა, "ნახ. რად მინდა სწავლა, მაინც ბულშითია ყველაფერი".
რეალურ ცხოვრებაში ტირილს რაც ეხება, ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც... ძალიან ცოტა, მაგრამ ყოფილა. ძირითადად ისინი აღწევენ ამას, ვინც აი, უუუკიდეგანოდ და უსაზღვროდ "პატივში მყავს", კიარადა მყავდა. იმდენად დიდი საშინელება უნდ გამიკეთოს ვინმემ, რომ ვიტირო, რომ მერე საერთოდ ხმის გაცემაზეც კი ზედმეტია საუბარი (სიაში პირველი ჩემი ბროა->კონტაქტის პროცენტული მაჩვენებელი ნულს უახლოვდება).
ეს რას მოვაყოლე: დოლორესმა დამილინკა ეს ვიდეო
(აუცილებლად ნახეთ რაა.. ჩამატების ფუნქცია გათიშული აქვს და ვერ ვამატებ).
თავიდან 1000 საქმეს ვაკეთებდი ერთად და თან ვუსმენდი და რატომღაც ველოდი რაღაც ისეთს, ტიპა, ამბიციურ ბებოს, რომელიც ტელევიზორში ხელს დაუქნევს ხალხს და ბედნიერია და უცებ სიმღერა დაიწყო და გავქვავდი!!! არ ვიცი, რა მჭირდა, გაოგნებული ვუყურებდი ქალს. ჟიურის კომენტარები იყო 100%-ით სწორი... თან მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კასტინგებში ხალხს რომ აპახაბნებენ, გული მისკდება და ვნერვიულობ, რაღაც მომენტში მეც ხომ დარწმუნებული ვიყავი თავიდან, რომ ვერ იმღერებდა კარგად?! მერე რა, რომ წინასწარ მეცოდებოდა, რომ დასცინებდნენ?! ის, რომ არ ველოდი სუზენისგან ასეთ შესრულებას, უკვე დიდი ტრაკული საქციელია ჩემი მხრიდან. :(
... ეს ქალი რომ გამოსულიყო და ჟიზელ ბüნდჰენის ტანი ჰქონოდა, ყველა რაღაც სასწაულს დაელოდებოდა მისგან... საზიზღრები ვართ ხანდახან. :(
ჰოდა, მას შემდეგ დღეში რამდენჯერ ვუყურებ და რამდენჯერ ვღნავი, არ ვიცი :D
და ახლა რატომ ვღნავი: ჯერ იმიტომ, რომ მიხარია, რომ თავი არ გაიხადა სასაცილოდ, გამოვიდა და პირიქით, სახე აახია ყველას. მერე იმიტომ, რომ აი, უუუსაზღვროდ მიხარია and happy for her, რომ ოცნება აიხდინა, რომ ის შანსი, რომელსაც ელოდა ამდენ ხანს, მიეცა და რომ თავისი წილი რაღაც ბედნიერება გადახდა 47 წლის ასაკში, როცა შეიძლება ბევრი უკვე ხელს იქნევდეს, რაღა დროს ჩემი ეგეთებია, ლუზერი ვიყავი და დაველოდები ახლა, როდის მოვკვდებიო... და რომ უყურებ, რა ბედნიერია იმ წამს და არ ვიცი, როგორი თვალები აქვს, არ შეიძლება, არ შეგიყვარდეს :no:
და არადა, რამდენი სუზენია დედამიწაზე, ვინ მოთვლის... და მერე იმაზეც ვღნავი, როგორც წესი, რომ იმ დანარჩენებს ის შანსი ისევე არ მიეცემათ, როგორც აქამდე არ მიეცემოდათ...
just, უყურეთ რაა...
18.05.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
hehe,მაგ ქალზე მეც ვიბღავლე და სხვა მსგავს მონაწილეებზეც მაგ შოუში : )საერთოდ რაც დაწერე მეც ეგეთ რაღაცეებზე ვღნავივარ ხოლმე :D ადრე ჩემს დას დავცინოდი ფილმებზე რომ ჩამოსდიოდა ცრემლები და ახლა საკუთარ თავს დავცინი :D
AntwortenLöschenამ ბოლო დროს იმასაც დავაკვირდი რომ ვიღაც რომ ძალიან ნიჭიერია –მაგაზეც ვღნავი ხოლმე :D რა მეშველება :)))
:ესეიგიმარტოარვარ:
AntwortenLöschen:D
არაფერი გვეშველება, მინდა გითხრა. თუმცა, შენ ადრე თუ არ გქონდა ეგრე, შეიძლება, თავს ძალა დაატანო და უკუპროცესი გამოიწვიო. აი, მე "ბიძია თომას ქოხი"-დან მოყოლებული თვალებზე კურცხალი არ შემშრობია...
:D
მეც ვიღნავლე და საკუთარ თავს ვერ ვიტანდი, რომ წინასწარ განვსაჯე ადამიანი, რომელიც პირის გაღების მერე ყველაზე ლამაზად მომეჩვენა დედამიწაზე.
AntwortenLöschenალბათ ყველამ ასე სირცხვილისგან იტირა : დ
ვტირი მელოდრამებზე, ხარისხს არა აქვს მნიშვნელობა, ყველაზე უხარისხო ნაგავზეც შემიძლია.
AntwortenLöschen"ბიძია თომასქოხი" არ გამახსენოთ! კიდე "ქრისტინე" ეგნატე ნინოშვილის, "ღვინია გადაიჩეხა", "მაწანწალა რასმუსი", "ჯეინ ეარი" და ასე შემდეგ! სულ სიცხე მიწევდა და მთელი ბავშვობა უბედური ვიყავი :(
ახლა ახალი უბედურება დამეტაკა. ფოლკლორულ მუსიკაზე ვტირი, სულერთია ქართულია თუ ჩინური.
მოკლედ ვტირი ყველაფერზე, საკუთარი პრობლემების გარდა. აი მაქ ვარ სალი კლდე. ხანდახან მინდა ვიტირო და მომეშვას, მაგრამ გაგიგონია?! არ არსებობს, ერთი ცრემლიც არ მოდის.
:D :D
@ dodka, ჰო, და ზუსტად ეგ არ თქვა იმ მდედრმა ჟიურიმაც? განკითხვაში გვიწერია ხუთიანი :(
AntwortenLöschen@კასანდრა,
ჰეჰ... მე სვანურს რომ ცეკვავენ და ჩაკრულოს რომ მღერიან ფაქტიურად ვიღვრები ცრემლად.
"მოკლედ ვტირი ყველაფერზე, საკუთარი პრობლემების გარდა"- ამაზე გამეცინა. მეც აი, ძაააალიან სასოწარკვეთილი უნდა ვიყო, რომ ვიტირო და ისიც, ბოლის გაშვების ამბავში და მაქს. 20 წაი გაგრძელდეს :D
კიდევ კაი, მიაწერე ემო პოსტი არააო :D
AntwortenLöschenმეც ვტირი წიგნებზე, ფილმებზე, პროსტა დავწვები და ვტირი რაღაცებზე, განსაკუთრებით ძილის წინ ტირილი მიხდება, მომენტში ვიძინებ მერე :|
@ Sophie,
AntwortenLöschenლოლ, ასე გამიტყდა სახელი ბლოგოსფეროში?
:D
au eg dro momenatra, roca vtirodi, ufro scorad maset ragaceebze roca metireboda. es bolo ori celia imdenad uemocio gavxdi, rom andaxan ramdenime uazro dramas an tragedias vukureb rom avtirde, ra tqma unda ushedegod , erti-ori cremli tu gadmovcvivda bednieri var. ase rom mshurs magrad imis visac tirili sheuzlia.
AntwortenLöschenai esec naxe zalian magaria http://www.youtube.com/watch?v=ISfZCQDPptE&feature=PlayList&p=D823412A95CC2EDB&playnext=1&playnext_from=PL&index=13
ნანიკო, ეგ ნანახი მქონდა, მაგრამ მაგ პლეილისტში მომდევნო ვიდეო ნახე? ნატალი რო ქვია ფერადკანიანი ბავშვია... ეგეც რა საყუარელი იყო :love:
AntwortenLöschenდა ერთი მოცეკვავეთა ჯგუფი მომეწონა კიდევ.
შენს ბლოგზე შაჰინის პოსტი რომ დადე, ეგ ხო საერთოდ :)
მაგრამ, მე მაინც სუზენის ფანი ვარ...