ესე იგი, ვინაიდან ჩემს დაბადების დღეზე დატრიალებული კოქტეილების ზეგავლენის გამო, 2 დღე შეურაცხადი ვიყავი, მოკლე მონახაზს გავაკეთებ მხოლოდ.
არასოდეს, არასოდეს არ აურიოთ ბევრი ალკოჰოლი! მე დავლიე ყველაფერი, რისი დალევაც შეიძლებოდა: ჩემი 2 კოქტეილი, რომელთაგან ერთი ბარმა "მაჩუქა", ანუ მე თავად გამაკეთებინეს :cool:, კიდევ ყველას შეკვეთილი კოქტეილიდან მოვწრუპე ცოტ-ცოტა და ბოლოს 3 shots, რომელთაგან ერთე-რთში 3 სახეობის ვისკი და კიდევ რაღაც გაურკვეველი წარმოშობის არაყი ესხა... აი, როგორც ქართული ფოლკლორი შთაგვაგონებს: ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია :D :D
მაგრამ კარგი იყო... მმმმ... ძალიან კარგი... მერე რა, რომ მეორე დღესაც კი მთვრალი ვიყავი და ლამაზ ლექტორთან დავალება ვერ დავამთავრე და დღეს წინა დავალებები გაარჩია ჩვენთან ერთად და მერე შემპარავი ღიმილით გვითხრა, ბოლო დავალება რაღაც თითქმის არ გაგიკეთებიათო... ეტყობა, ისეთი საწყალი თვალებით შევხედეთ, რომ მსწრაფლვე გადააკეთა, ნუ, ცოოოტა რაღაც იყო გაკეთებულიო...
მერე რა, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან მრცხვენია ხოლმე...
მერე რა, რომ ვალერიამ სხარტად უპასუხა, ორშაბათს დავიწყეთ კეთებაო, სამშაბათს დაბდღე ჰქონდა ქრისტის და არ მოვედით უნიშიო loool (ამაზე ისე საყვარლად გაიღიმა და ნუ, თუ დაბდღე გქონდა მაშინ გილოცავ მოგვიანებითო)...
მერე რა, რომ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში რაღაც დამნაშავე უმცროსი დის ღიმილი მქონდა აფარებული სახეზე, აი, უფროს ძმებს რომ ყველაფერს გააკეთებინებ, ისეთი :user: ღიმილი...
მერე რა,რომ აბსოლუტურად მიუწვდომელ ტიპებზე მაქვს ხოლმე Chrush...
მერე რა, რომ ლეტო არ მიმიღია საჩუქრად, სამაგიეროდ
J. Kerouac-ის On the road, :love: :love:
Pink Floyd-ის Ummagumma (live and studio Albums), :love: :love:
თმის უთო
და
2 ბილეთი კინოში წასასვლელად
+ უმაგრესი საღამო უმაგრეს ხალხთან, ვგონებ არც თუ ისე ცუდი ჩანაცვლებაა ზემოთხსენებულის :D
p.s. ნანიკომ ბლოგი რომ ნახა, გეთქვა, რომ ეგ კაცი გინდოდა, რომ მარბენინე ამ წიგნებზე და CD-ბზეო, ისე ბუნებრივად შეიცხადა, თითქოს მართლა მოახერხებდა შეფუთული ჯერედის ჩუქებას :D :sweet:
thank U, guys...
:2kiss:
ნუ ჯერედს რაც შეეხება მემგონი შეუფუთავზეც არ იტყოდი უარს...
AntwortenLöschenარა, მართლა მაგარი საღამო იყო... დიდი ხანია ასე კარგად დრო არ მიტარებია.კიდევ კარგი დეტალებში რომ არ დაწერე იმ კოკტეილების შედეგი !!!!!
:D
AntwortenLöschenუი, უცებ ვერ გიცანი :D
lol
არა კონკრეტული აღწერისგან მაინც შევიკავე თავი. ათასი არასრულწლოვანი შემოდის მაინც ;) :D
ეჰ, ჯერედს შეუფუთავს უფრო ექნებოდა, მამენტ, მუღამი :P :D