Posts mit dem Label საზოგადოება werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label საზოგადოება werden angezeigt. Alle Posts anzeigen

29.01.11

Be Loud, Be Proud!

ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგო, რა აზრის ვარ სექსუალური უმცირესობების შესახებ. დამიფორვარდეს კითხვარი, რომელმაც ძალიან, ძალიან გამახალისა. მერე დავფიქრდი და სინამდვილეში, ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა კითხვის საგანი ხდება, რას იფიქრებდი, შენი ახლობელი "განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის" თუ "აღმოჩნდა".

სპეკულაციურ და მკითხველის მომზიდველ სკანდალურ თემებზე არ მიყვარს წერა. უფრო სწორად, არის საკითხები, რომლებიც ჩემი აზრით, არც კი უნდა იდგეს დღის წესრიგში.
.... მოიცა, რა უტოპიას ვეპოტინები ახლა მე?! როცა იმაზე მიწევდა წერა, როგორ გავუცხოვდი უცაბედად ახლობელი ადამიანებისთვის, მარტო იმიტომ, რომ ვამპის სტილის ფოტოები გადამიღო სახალისოდ მეგობარმა, კიდევ მგონია, რომ ერთი სქესის პარტნიორებში არაჩვეულებრივი არაფერია და ამაზე ხალხი არც კი უნდა დაობდეს?
ტყუილად მგონია....

და ვინაიდან, ბლოგზე როგორც წესი "მოღებული მაქვს პირი" ყველაზე და ყველაფერზე, ამ თემაზეც დავწერ და "ანონიმური გამოკითხვის" აუცილებლობაც გაქრება.
მაშ ასე:

- მაინტერესებს თუ არა, ნებისმიერ საქმეზე მისულს, რომ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს აგვარებს თავისივე სქესის პარტნიორი ჰყავს ?!
- არა! მე რა მაინტერესებს, იცით?! იმ საქმეს პროფესიონალურად ასრულებს თუ არა, რისთვისაც ამხელა გზაზე მივედი.

- მაინტერესებს თუ არა, რომ ჩემი ლექტორი საღამოს თავისივე სქესის ადამიანს ხვდება პაემანზე?
- არა! აი, ის კი ნამდვილად მაინტერესებს, როგორ ხსნის ლექციას და ზემოთხსენებული რატომ არ მაინტერესებს, იცით?! იმიტომ,რომ ჯერ არცერთ გამოცდაზე არ მოსულა კითხვა, რომელიც გავლილი საგნის გარდა, ლექტორის პარტნიორის თვალების ფერსაც ითხოვს პასუხად.

- მაინტერესებს თუ არა, გასართობად წასულს, მომსახურე პერსონალის სექსუალური ორიენტაცია?
- არა! ჩემს ინტერესებში ის უფრო შედის, გაიღიმოს, თავზე არ დამამხოს ანგარიში და თავისი საქმე აკეთოს სწორად.

- მაინტერესებს თუ არა, ჩემი შეფი, ან რომელიმე თანამშრომელი პარტნიორად ვის ირჩევს?
- არა! იმიტომ, რომ პროგრამა, რომლითაც ვმუშაობ ამით არ შეიცვლება და მე ფულს სწორედ ამ პროგრამის ცოდნაში მიხდიან! (ჩემს უფროსებსაც)

- მაინტერესებს თუ არა, ჩემი მეგობარი ჰომოსექსუალია, თუ არა?!
- აუცილებლად! იმიტომ, რომ მე, ზოგადად, ჩემი მეგობრები, მათი ამბები, მათი ბედნიერება მაინტერესებს.

იმიტომ, რომ, რის მეგობარი ვიქნები, თუკი ჩემი მეგობარი ჩემთან დამალავს, ვინ უყვარს?

იმიტომ, რომ მაშინ, როცა ჩემი მეგობარი პარტნიორთან იჩხუბებს (განმარტებისთვის: კი, იჩხუბებს, წყვილები ჩხუბობენ ხოლმე, ზოგადად.) და ჩემთან მოვა "მხარზე თავის დასადებად", მე სახლში ვიყო და ვუთხრა, რომ "ყველა ქალი/კაცი ერთნაირია" ( :D ) და რომ მე რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრის მხარეს ვარ. ან, პოზიტიურ ტალღაზე რომ გადავიდეთ, ისევე უდარდელად შეეძლოს ჩემთან საყვარელი ადამიანის რომანტიული ჟესტის თაობაზე სიხარულის გამოხატვა, როგორც ჩემს ყველა მეგობარს.

იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს მეგობარს უყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა (იმ დროის განმავლობაში მაინც, სანამ ჩემს მეგობარს უყვარს. შეიძლება მერეც.)და არაფრით გასხვავდება მეორე მეგობრის, ოღონდ სთრეითის პარტნიორისგან, რომელსაც ასევე უნდა შევეწყო და გავუგო.

- გავწყვეტ თუ არა ადამიანთან ურთიერთობას, იმის გამო, რომ მას თავისივე სქესის ადამიანები აინტერესებს?!
-დარწმუნებული ვარ, ამაზე სულელური კითხვა კიდევ ბევრი არსებობს, მაგრამ ამ პოსტის ჩარჩოებში რომ დავრჩეთ: ამაზე სულელური კითხვა ჯერ არ დაუსვამთ ჩემთვის :D

- მაინტერესებს თუ არა, ბლოგზე შემთხვევით მოხვედრილი ჰომოფობების "გინებიანი კომენტარები"?!
- გინება მერე უნდა ნახოთ, პასუხში. :D მას შემდეგ, რაც კომენტარი "არალოგიკურობის და არაკონსტრუქციული მსჯელობის" გამო წაიშლება! (დიახ, ჩემი ბლოგია და მოდერაციას მინდა გავაკეთებ, მინდა - არა :D ).

რა მინდოდა საერთოდ ამ პოსტით?
- ის, რომ ჰომოფობია არ არის cool !

- ის, რომ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ცოტა ადგილას თუ წააწყდები ტოლერანტულობას, თურმე არ უნდა ჩათვალო, რომ არის საკითხები, რომლებზე არც უნდა დაობდნენ და აუცილებლად, აუცილებლად წერო/ისაუბრო ამაზე.

- ის, რომ ყოველდღე სადღაც ვიღაც თინეიჯერი არ იკლავდეს თავს, იმის გამო, რომ "სხვანაირია" და რომ მობინგმა დაღალა.
- არ სჭირდებოდეთ მერე youtube-ზე "It gets better" მესიჯების დადება შინაარსით: მოითმინეთ ცოტაც, გადაყლაპეთ ეს შეურაცხყოფა და აი, ნახავთ, ყველაფერი დალაგდება.

- ის, რომ შეიძლება ეს პოსტი ბოლომდე არც არავინ წაიკითხოს, მაგრამ თუკი ვინმე წააწყდა, იცოდეს, რომ I care !

სულ ეს იყო, დაიშალეთ ახლა!

:D

06.01.10

წინასაშობაო პოსტი

6 წელია ვუყურებ, როგორ აღნიშნავენ შობას კათოლიკე+ევანგელისტი ქრისტიანები. ვუყურებ, როგორ არის შობა "ყველა საჩუქრის ყიდვა მოვასწრო" მარათონი, როგორ ყიდიან ამ საჩუქრებს მერე იბეიში...

მერე ამ ტრადიციის ტრანსფორმირება მოვახდინე და ახალ წელს ვჩუქნიდი ახლობლებს საჩუქრებს. ნუ, ევროპელ ნაცნობებს, რა თქმა უნდა, შობამდე...

წელს მხოლოდ ერთი საჩუქარი ვიყიდე. მოგეხსენებათ, ცოტა რთული დროა და... :D

ჰო, სახლში გამოვაგზავნე კიდევ საჩუქარი, რომელიც ნახევრად ჩავიდა. იმედია, თითოეული საჩუქარი ზუსტად იმას შეხვდება, ვისთვისაც გამოვაგზავნე... ამის, როგორც წესი, მხოლოდ იმედი უნდა მქონდეს...

საშინლად, საშინლად მწყინს, ჩემს ნაჩუქარ ნივთს რომ გააჩუქებენ ხოლმე, ან სხვას უცვლიან... ვიცი, ზედმეტი ეგოიზმია: ამ საჩუქარს ახლა პატრონი ჰყავს და თავად გადაწყვეტს, რა უნდა უქნას მას... მაგრამ აი, ასე ეგოისტურად ვფიქრდები იმაზე, რამდენი ვიწვალე მე, რომ საერთოდ ამ საჩუქრის ფული მქონოდა და როგორ უფასური ყოფილა, რომ არც კი უხარიათ მისი მიღება... ნუ, ამაზე არ ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, არც ფასის ეტიკეტს ვტოვებ საჩუქრებზე... საქს... ჯასთ, მაინც ვერავინ მიხვდება, რომ მე ამ დროს შეიძლება.... na ja... გავატაროთ.


ისიც გავატაროთ, რომ ახალი წელი 4-5 სმს-ით მომილოცეს. ნაწილმა ჩემს მილოცვას უპასუხა ზრდილობიანად, ნაწილმა საერთოდ პასუხი არ მომწერა სმს-ზე... WHAT A FUCK, MAN? ისიც გავატაროთ, რომ ამ ამბავს საშინელი გულგრილობით შევხვდი. ალბათ, ყველაზე მეტად ეს უნდა მენერვიულებოდეს.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მარტო ყოფნის მეშინოდა. ოთახში არ ვჩერდებოდი მარტო... ახლა, უდიდესი სიმშვიდის რიტუალები მაქვს საკუთარ თავთან... მარტო სახლში (ნუ, 3 ცხოველი კიდევ :D )... ხანდახან ვპანიკდები და ვშიშობ, ისე არ შევეჩვიო, რომ მერე ვერ გადავეჩვიო-მეთქი... მაგრამ WHO CARES??? ესეც გავატაროთ.

ისიც გავატაროთ, რომ პირველში დუშიდან გამოსულს სმს დამხვდა, რომელზე პასუხის გაცემაც ოდესღაც ყველაზე მეტად გამიხარდებოდა... გამიხარდებოდა კი არა, უეჭველი ხმამაღლა ავკივლდებოდი სიხარულისგან და ახლა?! ახლა, ჯასთ, ნერვიულად და დისტანციურად გავეცი პასუხი იმაზე წინასწარ აფორიაქებით, რომ იგივეს ციკლში გამეორების დიიიიდ საშიშროებას ვუღებდი კარს. არ ვიცი ის 3 ცივი წინადადება თუ მივიდა ადრესატამდე, მაგრამ მგონი განმეორების საშიშროება აღარ მემუქრება. :)


რა გავაკეთე წინა წელს? რას გავაკეთებ წელს? ხზ... წინა წელს გამოცდებს თუ არ ჩავთვლით, არც არაფერი გამიკეთებია... წელს არა მგონია, ბევრი რამ შევმატო ჩემს მიღწევებს. იმას ვაკეთებ, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან: დინებას მივყვები... არადა, როდის იყო ისეთი დრო, მე რომ დინებას მივყვებოდი და არა პირიქით??? გულწრფელად ვამბობ, რომ არ მახსოვს... :D

მე მგონი, იმისთვის დავიბადე, რომ მუდმივად რაღაც ვაპროტესტო. მერე ზემოდან ხელი შემიწყვეს დიქტატორულ/ტირანული ნიშნების მქონდე ძმით, საზოგადოებით, რომელშიც "ქალი ხარ და არ ხამს, ზატო აგერ ამ კაცისთვის ყველაფერი ხამს, იმიტომ რომ კაცია...",ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ მაშინ აეწყობა კარგად, თუკი ყველა წინასწარ დადგმულ როლს კარგად ითამაშებ. ვერაფერს ვიტყვი, მშვენივრად მომამარაგეს... ჰოდა, მეც სხვა რა საქმე მაქვს?! :D


თუმცა, ეს ისეთი ღამეა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ უნდა ეცადო, არ აპროტესტო... ჯასთ, გიხაროდეს... შობას საჩუქრები რად მინდა?! შობა საჩუქარი არაა?! :)


გილოცავთ ყველას, ვინც აღნიშნავს... მათ, ვინც არ აღნიშნავს, თავს შევადარებ საკუთარ თავს 25 დეკემბერს, როდესაც ღიმილით ვულოცავ ყველას "მათ შობას", იმიტომ, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი დღეა... ჰოდა, ასე ღიმილით მომილოცეთ... :)


დასასრულისთვის ერთი ანეკდოტი: ჩემს დას ერთ-ერთ სოც. ქსელზე ჩემმა ერთმა ზეგანათლებულმა მეზობელმა დაუკომენტა: ჯეოსტარს(თუ რაღაც ეგეთს) უყურეო? კახელის ნამღერი სად გაგონილაო?!... (ჩემი სიძეა კახელი და ის მეზობელი მეგრელი... ამ ორი კუთხის მარაზმში გადასული ერთმანეთის სახის აძრობა კი მოგეხსენებათ, განთქმულია... + მე და მაშასადამე, ჩემს დასაც დედა მეგრელი გვყავს. :D)... ხოდა, ჩემი და ისეთი ტიპია, ყველაფერზე უნდა ინერვიულოს და უეჭველი ვიცი, რომ ინერვიულებდა... არადა, ამ ტოტალურ DON'T KNOW HOW-ზე გულწრფელად უნდა გაგეღიმოს, თუ გულწრფელად უნდა აღშფოთდე, ჯერ არც მე ვიცი... კახელმა სიმღერა არ იცისო... ანეკდოტი არაა ახლა ეს? ...

დავულინკოთ ჩემს მეზობელს ეს ვიდეო, მის გა"ნათლებ"-აში ოდნავი "დღის შუქის" შეტანის მიზნით...




ესეც დავულინკოთ:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates