არ მჯერა, რომ ამ თემაზე რამეს ვწერ საკუთარ ნალოლიავებ ბლოგზე, მაგრამ fb-ზე უზარმაზარ სტატუსებს მარტო განრისხებულ მდგომარეობაში თუ გამომძალავს რამე.
ჰოდა, მოგეხსენებათ, გერმანიაში ვიმყოფები და ერთხელაც სამსახურში შინაურ ცხოველებზე ჩამოვარდა საუბარი. მე ჩემი ზღვის გოჭის ამბავი ვთქვი, ვიღაცამ- თავისი კატის და ერთმა ბოლოს ეს ისტორია გაიხსენა:
მიუნხენში ერთ გოგოს ჰყავდა გველი. ნუ, შინაურ ცხოველად. ჯერ აკვარიუმში ჰყავდა, მერე ნელ-ნელა ოთახშიც უშვებდა და ბოლოს ღამე ლოგინშიც იწვა თურმე ეს შენი გველი (don't ask). ერთხელაც ამ გოგომ უცებ შეამჩნია, რომ გველი საეჭვოდ სწრაფად იზრდება და წაიყვანა ვეტერინართან.
... და ახლა ფეთქდება ბომბი: ეს ვეტერინარი ეუბნება, "კი არ იზრდება სწრაფად, იწელება, რომ შენი სიგრძის გახდეს და თავს დაგესხასო "... და ზუსტად რომ სცოდნოდა, რომ კარგად ჩაიტევდა/მოერეოდა.....
ნუ, იმაზე აღარ შევჩერდები, ის გველი მას მერე გალიიდან ცხვირს რომ ვერ ყოფს გარეთ, მაგრამ ეს ისტორია იმდენად შემზარავია, ყოველ გახსენებაზე ცუდად მხდის.
არაფერი ქვე-ისტორია და ამბავი არ აქვს ამ პოსტს, უბრალოდ, ფაქტზე შეშფოთდით ჩემთან ერთად. :D
Posts mit dem Label შინაური ცხოველი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label შინაური ცხოველი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
08.10.13
Abonnieren
Posts (Atom)
