Posts mit dem Label ART-ი როგორც ასეთი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ART-ი როგორც ასეთი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

08.12.08

My Life Is Like A Contemporary Dance

სუნთქვა მაქვს შეკრული და ასეთი რამე არ მინახავს კარგა ხანია....
აააა....
და მგონია, რომ ბევრი იპოვის თავის თავს ამ ცეკვაში...
მმმმ.... Contemporary-ს უდიდესი მოყვარული გავხდი.
ჩემთვის, 21ე საუკუნის რეალობას ასე ზუსტად სხვა ვერც ერთი მიმართულება ვერ ასახავს.
ნუ, მამენტ, მაგიტომაც ჰქვია Contemporary :D


აი, ამ ვიდეოს რომ ნახავ, არის შანსი, რომ შენი ცხოვრებიდან ერთ აწეწილ ურთიერთობას მაინც არ მიამსგავსო? თავისი წივილ-კივილით, გაგდება-უკან ძალით მოსვლებით.... just, ვისიამოვნე...










და ეს.... რაღაც ისეთი მისტიური იყო, ზუსტად წინა კვირას 3 ღამე ზედიზედ ვნახულობდი სიზმარს, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად მინდა იყოს რეალობა... და უცებ, მომდევნო დღეებში წავაწყდი ამ ვიდეოს.... მოულოდნელობისგან გაშეშება ცოტა დაკნინებული შეფასება იქნება ჩემი რეაქციის. იმდენად რეალური იყო, რომ ვინმეს რომ ეთქვა, მიამ შენი სიზმრის მიხედვით დადგაო და ეს სიმღერაც შენი ემოციების გამო დაიწერაო, დავიჯერებდი IMHO..... :D
:მეარაფერიმეშველება:




When you're dreaming with a broken heart
The waking up is the hardest part...





When you're dreaming with a broken heart
The giving up is the hardest part...




Sorry for giving YOU up.... giving US up.... :(

22.09.08

მე learningtoloveyoumore.com-ზე

გავაგზავნე ჩემი მზის ფოტო, რომელიც აქაც დავდე უკვე ერთხელ.
დღეს შევამოწმე და დაუდიათ საიტზე...
My Industrial Sun

just, დავწერე, რომ from Georgia და etc.... მაგრამ რადგან მოითხოვდენენ, დაგვეწერა, სად გადავიღეთ სურათი, გამოვიდა რომ chaotic from Munich ვარ....


ჰმმმ.... ტეხს, მაგრამ შემდეგ რაღაცეებში სხვანაირად მივუთითებ :D

14.02.08

ფეხსაცმელები არდადეგებზე




თქვენ აუცილებლად გექნებათ რამდენმე წყვილი ზაფხულის ფეხსაცმელი... ყუთში საგულდაგულოდ ჩადებული და ასევე საგულდაგულოდ ზაფხულისთვის გადანახული. თუ თქვენს ფეხსაცმელს ზონარები აქვს, ჩათვალეთ,რომ სულ რაღაც 2 ნაბიჯი დაგრჩათ მუზეუმის დამთვალიერებლით ავსებამდე-თქვენსავე გამოფენაზე... ამისთვის კი, მხოლოდ და მხოლოდ, ეს ზემოთმოხსენიებული ზონარები უნდა გადააბათ ერთმანეთს და ჭერზე ჩამოჰკიდოთ...


სულ ესაა...ART- როგორც ასეთი... :D თანამედროვე ხელოვნება... ყოველდღიური რუტინის, ცხოვრების ციკლის, წელიწადის დროთა მონაცვლეობის გა-ხელოვნება...

My Summer Shoes Rest in Winter- ასე ჰქვია სლოვაკელი ხელოვანის, რომან ონდაკის გამოფენას მიუნხენის თანამედროვე არტის მუზეუმში. აქ, არც მეტი არც ნაკლები, გადაბმული ზონარებისგან შემდგარი თოკია შუა ოთახში სივრცის გამყოფად გამოყენებული.
აქვეა იაპონელი ქარხნის მუშების მიერ შესვენებაზე შექმნილი ფოლგის "შედევრები".
"აქცენტი კეთდება თითოეული ადამიანის შემოქმედებით ნიჭზე. ხელოვანი მხოლოდ მოქმედების კომუნიკატორისა და კატალიზატორის როლში გვევლინება".
დამთვარიელებლებიც ქმნიან, გამოფენის თანაშემოქმედები ხდებიან: მუზეუმის თანამშრომელი კედელზე შავი კალმით აღნიშნავს მათ სიმაღლეს(სახელისა და თარიღის მითითებით). დროთა განმავლობაში ასე კომპოზიცია იქმნება და ეს ყველაფერი ჩვენსავე თვალწინ, ჩვენივე მონაწილეობით. ამ თეთრ ოთახში ონდაკი არ არის ერთადერთი "შემოქმედი"... ამ თეთრ ოთახში 1 ევროს საფასურად ნებისმიერი ART-ავს საკუთარ ზონარებს სივრცის გასაყოფად.

მიზანი გასაგებია... საშუალებაც თითქოს გამართლებული(?)... შედეგი? არ აცხადებს პრეტენზიას უკვდავებაზე, მთავარია-"დღეს და აქ" ...



თქვენ უთუოდ გექნებათ რამდენიმე კაშნე, რომელთაც აქამდე სათუთად შეინახავდით ზაფხულის განმავლობაში,მომავალი ცივი ზამთრის დღეებში კარადიდან გამოსაღებად...

იქნებ გაგეშვათ თქვენი კაშნეები არდადეგებზე????

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates