Posts mit dem Label single werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label single werden angezeigt. Alle Posts anzeigen

30.07.12

Y U No in a relationship?!

ადამიანები რომ მხოლოდ იმისთვის გეკონტაქტებიან, რომ გადაამოწმონ შენი "ურთიერთობის სტატუსი" (უხეში თარგმანია და იმედია, ასე ჰქვია fb-ზეც ) შეიცვალა, თუ არა და მერე ისევ რომ ტყდებიან....
არ ვიცი, ფროიდი რას იტყოდა და მამენტ, მკიდია, ჩემთვის ბევრს ამბობს ეს ფაქტი იმაზე, რამდენად "სრულფასოვნად" აღიქვამს ადამიანი თავს ურთიერთობის გარეთ.

თუკი ვინმეს მხლოდ ის აინტერესებს, თითზე ბეჭედს როდის წამოიცვამთ, გააჯმევინეთ თქვენი ცხოვრებიდან. :D

p.s. დაახლოებით, Open thread პოსტია. დატოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში თამამად და თავისუფლად. :)

14.05.11

Going rad these days!

მაშინ, როცა ყველა ევროვიზიის საყურებლად არის გახვეტილი, მე პირველად ვითამაშე ლოტო და ვერცერთი ციფრი ვერ გავარტყი, ამინდი არეულია და გულისტკივილით ვამჩნევ, რომ დღეს ნაყიდ ბალერინებს ჩემი მაისურები არ უხდება, დაქალი მირეკავს და მთხოვს, ვუყურო შვედეთის კანდიდატს ზემორე შოუში, რამეთუ გულისმომკვლელად სიმპატიური ყოფილა, როგორც ყველა შვედი, ერთადერთი ადგილი, რომელიც შეიძლება გამახსენდეს, ბლოგია. :D

მოგესალმებით ყველანაირი commited relationship-ისგან დაშინებული ქეოტიკი :D
no kidding.

ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ, დეპრესიაში მაგდებო, შენ მყავდი მეგობრებში ერთადერთი, ვისაც შვილების ყოლა და ოჯახი უნდოდა და ასე რადიკალურად რომ შეიცვალე აზრი, ესე იგი, რაღაც არაა მთლად კარგადო.

მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი ძალიანაც კარგადაა, მხოლოდ სხვებისთვის.
მე, უბრალოდ, არ ვარ მზად იოტისოდენა რამეც კი დავთმო, ვინმესთან გავიყო აბაზანა, კარადები და ზოგადად, საცხოვრებელი სივრცე, ვუყურო/ვუსმინო "არა ჩემს", მხოლოდ ხათრით და სიყვარულით... ღამეში 4-ჯერ გავიღვიძო და ბავშვს ვაჭამო და აბსოლუტურად ფეხებზე მეკიდოს ყველაფერი, როცა გვერდით ოთახში ბავშვი დაიწყებს ტირილს.

ყველას აქვს თავისი დრო და მიხარია, თუკი ჩემი მეგობრების უმეტესობას დაუდგათ დრო, როცა "საკუთარი ოჯახი" უნდათ და წარმატებით ჰყავთ კიდევაც.

მე კიდევ ახლა უფრო ნათლად ვხედავ, რამდენი რამე მაქვს კიდევ სასწავლი, სანახავი, შესაგრძნობი, რასაც საერთოდ სხვანაირად აღიქვამ, როდესაც ხარ single და დამოუკიდებელი...

time will come for me too (or maybe not :D).

ბრიდჯეტ ჯონსის დღიურს ვკითხულობდი და იქ შემხვდა ერთი ძალიან გონებამახვილური რამ: ბრიდჯეტი არის გაბრაზებული ჟურნალისტ ქალზე, რომელმაც დაწერა სტატია წარმატებულ, დამოუკიდებელ, 30-ს გადაცილებულ, საცოდავ single-ებზე და მათ საშინელ მარტოსულ ცხოვრებაზე. ჯონსის 3-ვე მეგობარი მასავით single-ია და კონტრ-არგუმენტებს აფრქვევენ დიასახლისებზე, მაგრამ ყველაზე გემრიელი მაინც ჯონსის ეს აზრი იყო:

"-საიდან იცის ეს ამ თვითდაჯერებულმა ძროხამ, რომელსაც თავი რაღაც ჰგონია, რადგან 22 წლისა უკვე გათხოვილი იყო, დიდი მადლობა?"

გემრიელად ვიცინე და მართალია, ჯერ 30-ს არ გადავცილებულვარ, მაინც მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ იმჰო, არ იციან :D

03.09.09

No-GO!

დიდი მადლობა ქრის მოწვევისთვის!
sorry, ამდენი ხანი რომ ვერ მოვაბი თავი. იცი რატომაც და მადლობა რომ გესმის ჩემი.

ნუ აქ ახლა მეგობრობაზე არ ვილაპარაკებ, საკმარისად დაპოსტე მეგობრობაზე, მეგობრებზე და ჩვენს საერთო "საუკეთესო მეგობარზეც".

ესეც არაა ახალი თემა!

მაგრამ ...

რადგან კომენტარების დადებასაც ვერ მოვაბი თავი, ყველაფერს ერთად დავწერ.

ანუ დიდი კომენტარი ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე

ნუ ქალი რომ არ ყოფილიყო მოწყენილი ადამი ახლაც სამოთხეში იჯდებოდა...
კაცებო, დღეს არავინ შეგიქმნის ქალს!...

და ქალი რომ არ ყოფილიყო და ქალი რომ არ ვიყო, ახლა ამ პოსტსაც ვერ დავწერდი.



ამას წინათ რომელიღაც ბლოგზე წავიკითხე რჩევები მამაკაცებისთვის, "როგორ შევაბათ ქალი"!
ბევრი ვიცინე, იმ რჩევების მიხედვით ვერც ერთი კაცი ვერ შემაბამდა!
ნუ ქვის ნამდვილად არ ვარ და ნამდვილად მამაკაცები მომწონს! მაგრამ ყველა ქალი ინდივიდუალურია (მიუხედავად იმისა რომ კაცები ამას ვერ ხედავენ ან არ ხედავენ!) და დაზეპირებული კომპლიმენტებით მამაკაცებს რამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, არიან მამაკაცები რომლებიც ფლირტის ხელოვნებას ფლობენ, მაგრამ ისინი განსხვავებით დაზეპირებული კომპლიმენტებისგან, ჯერ აკვირდებიან ქალს როგორია, ცდილობენ მისი ხასიათი გაიგონ და იმის შესაბამისად იწყებენ ფლირტს (ნუ არსებობენ ჭკვიანი მამაკაცებიც!)


ქალი...

ქალების უმრავლესობა იმითაა დაკომპლექსებული , არის თუ არა ის საკმარისად ლამაზი!
არ მოგწონს საკუთარი კეხიანი ცხვირი, გაქვს არც თუ ისე თეთრი კბილები , მონგრეული ფეხები, დიდი უკანალი, თხელი თმა, არ ხარ ქერა და ათასი სისულელე და წვრილმანი რომელიც თავში გიტრიალებს და საკუთარი თავის გამოჩენის საშუალებას არ გაძლევს. ამ დროს კი ქუჩაში შეგხვდება შენზე ბევრად უფრო მსუქანი და უშნო ქალი, რომელსაც გვერდით ძალიან მაგარი ტიპი უდგას და ფიქრობ "მე რატომ არავინ არ მყავს!" და ნერვებმოშლილი დაწყებულს დიეტასაც არღვევ...

კაცი...


"რა უნდათ ქალბეს თვითონაც არ იციან!" მამაკაცებისთვის თავის დასამშვიდებელი,საყვარელი გამოთქმა და არც ერთი მათგანი არც ცდილობს გაიგოს რა უნდა ქალს. არადა ქალს სწორედ ეს უნდა, მამაკაცს მისი ესმოდეს



ცხოვრების გასაადვილებლად, არსებოს კატეგორიები, რომლის მიხედვით ამა თუ იმ ქალს თუ მამაკაცს დიდ თუ პატარა ქვაბში დაახარისხებ და იტყვი ეს ჩემი ტიპი არაა!... მაგრამ იმის გასაგებად,შენ დიდი თუ პატარა ქვაბის თავსახური ხარ ვერანაირი ტესტი და კატეგორია ვერ დაგეხმარება, გარდა საკუთარი თავისა.

ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავისი ქმარი ინტერნეტით გაიცნო, და იმ კაცებიდან აირჩია, რომელიც "ფილტრის" შესაბამისად ყველაზე ნაკლენად ესადაგებოდა და მათი ურთიერთობა წარმოუდგენელი იქნებოდა!არადა ,არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს და დღესაც ძალიან ბედნიერები არიან.

არ არსებობს არანაირი ტესტი და კატეგორია, რომელიც შენთვის სასურველ ქალს და მამაკას გაპოვნინებს. ყველაზე კარგი ტესტი საკუთარი თავი და გამოცდილებაა.


და მთავარი No-Go!
შეცდომები რომლებიც ყველაფერს აფუჭებს!


ნუ მე რა შეცდომები დავუშვი არ ვიცი, ნუ რომც ვიცოდე აქ ნამდვილად არ დავწერ...

საკუთარი გამოცდილებიდან
No-Go სია ანუ შეცდომების, რომლებიც კაცებმა ჩემთან დაუშვეს:

No-Go! თუ ცოლი გყავს! და თან ორი შვილით!
No-Go! როდესაც ახალ შეყვარებულს უყვები შენს ყოფილზე.
No-Go! როდესაც დათვივით თმიანი ხარ. ცხოვრება განვითარდა და ჯუნგლებში აღარ ვცხოვრობთ.
No-Go! როდესაც 7 სხვადასხვა ბოზთან დადიხარ და ამას თან სიამაყით მეუბნები.
No-Go! როდესაც მაინც იგივეს მეკითხები,როცა უკვე გიპასუხე და თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ ნერვები მეშლება როცა ერთი და იგივე კითხვას რამდენჯერმე მიმეორებენ.
No-Go! დაზეპირებული კომპლიმენტები.
No-Go! როდესაც არ მისმენ რას გეუბნები და შენ თვითონ ფანტაზიორობ რა შეიძლება მეფიქრა.
No-Go! როცა არ შეგიძლია მოითმინო როცა ცუდ ხასიათზე ვარ და უარესად მიშლი ნერვებს.
No-Go! ყურადღებას არ აქცევ როცა რამეზე არას გეუბნები, გგონია რომ კის ვგულისხმობ.
No-Go! არ მომატყუო, შეცდომას უფრო ადვილად ვპატიობ ვიდრე ტყუილს.

და რა ვიცი კიდევ რამდენი No-Go, ყველაზე კოშმარი ისაა რომ თავიდანვე გეუბნები, თუ გინდა რომ ჩემთან ურთიერთონდა გამოგივიდეს რა არ მიყვარს და რა მიყვარს.ჩინურად ნამდვილად არ ვამბობ ამ ყველაფერს და ძნელია რომ გაიგო?



ვიცი რომ შენც უამრავი No-Go გაქვს და თუ არ მითხარი, არ გაგიკვირდეს, რომ მეც გავაკეთო ის რაც ნერვებს ძალიან გიშლის. შენგან განსხვავებით მოსმენა ვიცი და თან ყურადღებით.

მოკლედ ეს იყო ჩემი No-Go კაცების მიმართ.

იდეალური არავინაა,
აქ ფილოსოფოსების გამონათვაბების წერას არ დავიწყებ
რომ შენი თავი რომ უნდა შეიცნო და ასე შემდეგ...

რომ ყველა ქალი ლამაზია და რომ მასში ეს სილამაზე უნდა დაინახო და თუ ვერ ხედავ შენ ხარ ბრმა.
არ დაელოდო სანამ შენთან თვალის ექიმი მოვა და გეტყვის: "აი შენს მარჯვნივ რომ ქალი დგას ძალიან ლამაზია და ერთმანეთს ძალიან უხდებით" ან ისეთ სათვალეს მოგცემს რომლითაც მარტო "იმ ერთადერთს" დაინახავ...

შენ თვითონ შეხედე სად იყურები , ვის უყურებ და რას გეუბნება...

და მითხარი შენი No-Go!





მოკლედ სულ ამის თქმა მინდოდა
The Woman in Red

02.09.09

Love in 90 days (?)

preskriptum: ვიმეცადინე დღეს ბევრი. განვიტვირთები, სანამ PF-ის დისკოგრაფია იქაჩება.
prepreskriptum: :*:*:*:*:* ეს მიხვდება, ვისაც ;)


ჰოდა, საქმე არ მაქვს რა :D
ან, როგორც მამაჩემი იტყოდა: "ამის იმედი გვაქს ჩვენ? :(" :D


კიარადა, ვგიჟდები ექსპერიმენტებზე. ერთ მშვენიერ დღეს, სოფის ამ პოსტის შემდეგ youtube-ზე წავაწყდი Diana Kirschner-ს ვლოგს, მერე იქიდან მოვხვდი ბლოგზე და თავად საიტზე.

ეს ქალბატონი გახლავთ ფსიქოლოგი. უამრავი წელია იკვლევს წყვილებს. ახლახანს გამოსცა წიგნი: Love in 90 Days: The Essential Guide to Finding Your Own True Love, სადაც იგი იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა ვიპოვნოთ სასურველი და რაც მთავარია, ნამდვილი სიყვარული. მეც ნუ, არ დავკონკრეტდები ახლა, რამდენი ხანია single ვარ და ვიფიქრე, wtf, let's try it :D
თუმცა, რადგან წიგნში ფულის გადაყრა მენანება, თან ამჟამად პირველი პრიორიტეტი გამოცდებია, შემოვიფარგლები საიტზე განთავსებული ტუტორიალებით (სადამდე დავედი :D)...

გამოცდები რომ მორჩება, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ დავბლოგავ მიღწევებზე. ანუ, 29 ოქტომბერს მაქვს ბოლო გამოცდა ხომ? ჰოდა, იანვრის ბოლოს dating-რეჟიმში უნდა ვიყო გადასული lol
თუმცა, იმედს ნუ დაკარგავთ: საიტზე ნაპოვნ ზოგიერთ რესურსს უკვე გავკარი კბილი და მათზეც მოგახსენებთ შიაგდაშიგ.

ეს პოსტი ერთგვარი ანონსია. აი, ისეთი სერიალს რომ აანონსებენ :D

დღევანდელი ბონუსია ტესტი: He’s Just Not That Into You
. . . or Is He? - 16 Key Questions to Ask


დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვები და შეაჯამეთ პასუხები. პასუხი თავად ისაუბრებს საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ეს ტესტი არაა 100% გარანტია იმის, რომ "ის ერთი და ერთადერთი" იპოვნეთ ;)

მე დავდებ ამ კითხვებს და მივუწერ გვერდზე ჩემს პასუხებს და :mo: განვსაჯოთ.
თქვენი პასუხები შეგიძლიათ ზემოთგალინკული საიტიდან შეიტყოთ :)


1. Eager to see you - nope
2. Reluctant to leave you - nope
3. Wants regular consistent contact, asks for dates - nope
4. Interested in you and your life - nope
5. Wants to be helpful - nope
6. Is verbally and physically affectionate -nope
7. Wants to be romantic and sexual with you - nooope
8. Texts, emails or calls regularly - nope
9. Acts like you are very special; doesn’t really want to date others -nope
10. If you are dating other men--willing to hang in there - hmmm... nope
11. Becoming more attentive and loving over time - რა over time, ბიძაჩემო :D ანუ,No
12. Becoming more open to sharing his feelings and thoughts - nope :(
13. Becoming more open to sharing his living space - nope...
14. Becoming more open to sharing his social life with friends and family members. ნწუ
15. Saying he loves you - nope
16. Saying he wants a future with you -nope



Results: 16 nopes= He doesn't give a shit :D

ჰოდა, გადავბარგდით სხვაგან :D

ბოლოს კი, ერთი ციტატა Diana-სგან :
"Bottom line: love is no simple walk in the park. Often it is hard to trust our instincts and judgment."

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates