15.03.09

Be my Somebody

ღრმა წარსულში უაღრესად კომუნიკაბელური და კონტაქტური ვიყავი. მყავდა ბევრი მეგობარი და სულ მეგონა, რომ ეს რიცხი თუ გაიზრდებოდა, თორემ არასოდეს შემცირდებოდა.

შემდეგ სკოლაში სიარულის ბოლო წლებში მოხდა ისე, რომ რამდენიმე მეგობრის "თურმე და ვითომ" მეგობრობაზე მიგვითითეს. მართლები აღმოჩნდნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დავფიქრდი მე და ჩემი სხვა დანარჩენი მეგობრებიც,ალბათ. გარდატეხის ასაკში მსგავს შემთხვევებს უფრო მძაფრად აღიქვამ და საკმაოდ ფრთხილი გავხდი.

შემდეგ უნივერსიტეტში უფრო ძველ და დიდი ხნის მეგობრებს ვანიჭებდი უპირატესობას. შეიძლება ითქვას, რომ არც მინდოდა ვინმეს შემოშვება ჩემს ცხოვრებაში. 2 წლის მანძილზე ყველასთან საშუალო ურთიერთობა მქონდა, რომელიც მეგობრობაში არ გადაზრდილა. მერე კიდეც წამოვედი.

აქაც ბევრს ვიცნობ ასე თუ ისე, მაგრამ საკმაოდ ვიწრო წრესთან ვკონტაქტობ. ეს წრე ამჟამად ისე დავიწროვდა, რომ სულ რაღაც 3 ქართველს და ამდენსავე არაქართველს მოიცავს,რაც ჩემი ნაცნობებისთვის წარმოუდგენელი ფაქტი იქნება.
ისევ ძველ და დიდი ხნის მეგობრებს ვებღაუჭები. ყოველთვის ვცდილობ, პაუზა იმხელა არ აღმოჩნდეს, რომ ერთმანეთამდე გზას ვეღარ მივაგნოთ. თან ამას ისიც ემატება, რომ სრულიად განსხვავებულ რეჟიმში, ტემპში, ქვეყნებში ვცხოვრობთ. ანუ, მინდა თუ არა, იმ ინტენსივობით ვერ ვმეგობრობთ, როგორც ეს გვინდა.
არასოდეს ვანაცვლებ მეგობრებს. ყველას რაღაც თავისი ადგილი აქვს. იმათაც, ვისთან ერთადაც ხეზე დავძვრებოდი და იმათაც, ვინც რავი, მაგალითად საბერძნეთიდან მწერს 14 თებერვალს მისალოც სმს–ს.

წლებია ვაკვირდები, როგორ ვიზრდებით და როგორ არ გვაქვს ძალიან ხშირად ერთმანეთისთვის დრო, ან, უბრალოდ, როგორ ვერ ვიგებთ, რაზე წუწუნებს რომელიმე ჩვენგანი, როცა ჩვენ აბსოლუტურად სხვა საზრუნავი გვაქვს, ან როგორ არ გვინდა ხანდახან რომელიმე, რადგან საკუთარი ცხოვრებით ვართ მთლიანად დატვირთულები...
ხანდახან პანიკური შიში მიპყრობს, რომ როდესაც წავალ საბოლოოდ საქართველოში, იმდენად სხვადასხვა არხებზე ვიქნებით, რომ დიდი სირთულეები შეგვექმნას... მე, გადაჩვეულმა შეუთანხმებელ ტერმინებს და ანაზდად თავსდაცემულ სტუმრებს უბრალოდ ვუთხრა, რომ იცით, ახლა მართლა არ მაქვს ხალისი და ჩემი პირადი სივრცე მჭირდება... და მათ, გადაჩვეულებს, რომ მე თბილისში ვარ, შეკრებისას დაავიწყდეთ, რომ მეც ვარსებობ და არ დამირეკონ, ჯასთ, სმს მომწერონ, ახლა ერთად ვართ და გაგვახსენდიო...

ნელ–ნელა არ მყოფნის ის დოზა, რა დოზითაც ვკონტაქტობთ... არ მყოფნის, რომ ნატალიკოს ბავშვის მხოლოდ ფოტოები მაქვს ნანახი, რომ ხატიას ჩვენებას ვერ ვესწრები, რომ ვერ ვუყურებ ანი როგორ იბერება, რომ არ ვიცნობ ჩემი რამდენიმე მეგობრის მომავალ მეუღლეს, ან უკვე მეუღლეს, რომ არ ვეჭორავები ქეთის ისე, რომ მერე ჯიშმა თქვას, სიტყვა ვერ ჩავაგდე მაგათ საუბარშიო , რომ ვერ მივდივარ თამთასთან ღამე ისე, რომ ერთხელ მაინც მივაგნო თავად გზას და მთელი ოჯახი გარეთ არ დამხვდეს, რომ ვერ ვურეკავ ჩემს კრასავჩეგ ბრო–ს და ვერ ვეუბნები, რომ ამოვიდეს ახალი სახლიდან უბანში, იმიტომ რომ, მე იქ ვარ, რომ ვერ ვზივართ ნინოს სამზარეულოში და ვერ ვუხსნით ავთოს, რატომ უნდა წააიკითხოს ტაბიძე და დუმბაძე ქართულად, ვერ ვიკრიბებით მე, თამუნა ნათლია, თამუნა,თიკო, ხათო და ნანა, რომ გავიხსენოთ რაღაც ერთად ჩადენილი სიგიჟეები და რავი, ყველას ხომ არ ჩამოვთვლი...

Each of them is my somebody


რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ მთლად არ გავსოციოფატებულვარ და ის, რომ აქ ხალხთან კონტაქტი არ მინდა, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი საერთოდ არ მჭირდება, უბრალოდ, მივხვდი და ვიცი, თან ზუსტად ვიცი, ვინც მჭირდება... და რომ, I don't really have anybody right here, so I just have to be my own somebody (ინგლისური საბოლოოდ დამავიწყდა )

So,would you be my somebody for this very day?

10 Kommentare:

  1. რომ იცოდე როგორ მიყვარს ეს ჩანაწერი! :) თან ძაან ნაცნობი თემაა. ძაან კარგად ვხვდები რას ნიშნავს, როცა ხარ ხალხში და არაფერი და არავინ გაინტერესებს და მაინც თავს მარტო გრძნობ.

    არ ვიცი შენ რომელ ქალაქში ხარ და რა სიტუაციაში, მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ ეს ცოტა ზოგადად უცხოეთის, მაგრამ ძირითადად გერმანიის პრობლემაა, ჩვენი არა. რაღაც უაზრო ცხოვრებაა და სულ არ მაინტერესებს კიდე ხალხს გვხდიდა ცხოვრება ისეთებს როგორიც ვიყავით თუ ჩვენ გარემოს. ჩემთვის მთავარია ვიცოდე, რომ ძაან გულგამგმირავი სიტუაციაა :)

    სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, თავს ყველგან სხვაგან თავს ბედნიერად ვგრძნობდი. საქართველო 6წლის მერე ცოტა უცხო იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხანდახან არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რამე არ მოგწონს. მთავარია, რამდენ ბედნიერებას გჩუქნის დღე და ... და მე აშკარად გერმანიის მერე ყოველი დღე ფანტასტიკას, მაგარია, გადავირიე და გაასწორას მჩუქნიდა :) ბევრ რამეზე დედაჩემის წუწუნსაც ჟუჟუნა წვიმად ვუსმენდი ;) იმიტომ რომ რაღაცეებს არ/აღარ ქონდა მნიშვნელობა. მოკლედ საქართველო კარგია. ყველას ვერ გაუგებ, ძაან გადაგრევენ, მაგრამ გარშემო ბევრი გეყოლება, რომლებსაც შენი გადარეული მომენტები შეგიძლია გაუზიარო :)

    კანადა კარგია. მარტო თავი აქ არ მიგვრძვნია. რაღაცნაირად, გერმანიისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი გიმეგობრდება (ასმათობას არავის ვთხოვ ;) ხო ესე ქვია შოთა რუსთაველის ერთ-ერთ გმირს? იმედია არ დამავიწყდა და არ მერევა) და ვხვდები გერმანიაში რამდენი დავკარგე. კიდევ კაი ჩემმა ქმარმა მიპოვა მაინც :)))

    AntwortenLöschen
  2. @ Khatia,
    როგორ გითხრა, რაღაც კოშმარში ვცხოვრობთქო, ვერ ვიტყვი, არაა ეგრე.

    თუმცა, სხვა ქვეყნებში არ მიცხოვრია და ვერ შევადარებ.
    ალბათ, მნიშვნელობა არც ექნებოდა, რომელ ქვეყანაში ვიქნებოდი. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ვერავინ და ვერაფერი ჩაგინაცვლებს :)

    AntwortenLöschen
  3. ამაში რა თქმა უნდა ასი პროცენტით გეთანხმები, მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა, რომ ზოგან შეიძლება ასე თუ ისე შეგიმსუბუქოს საზოგადოებამ თუ გარემომ განშორების ტკივილები და არ გაღვრევინონ წყლისა პირსა ცრემლები :) სულ ესაა. ისე ნესტან-დარეჯანს ქაჯეთის ციხიდან არავინ დაგიხსნის, ეგ მართალია ;)

    AntwortenLöschen
  4. რა კარგი პოსტი იყო. რაღაცნაირად სევდიანი, ალბათ იმიტომ, რომ გამომიცდია ეს მონატრება... მეც მიცხოვრია უცხოეთში და ახლა ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემგან შორს ცხოვრობენ. მართლაც ყველას თავისი ადგილი აქვს, აბსოლუტურად ყველა მეგობარს. ჩემს მაგალითს გეტყვი, საბერძნეთში ვცხოვრობდი რამდენიმე წელი და იქ მხოლოდ რუსი და უკრაინელი მეგობრები მყავდა, ალბათ იმიტომ, რომ მაინც ერთნაირი sovietic აღზრდა თუ მენტალიტეტი გქვონდა, ახლა რაღაც მოძველებულად ჟღერს, მაგრამ ასეა. მერე საქართველოში რომ ჩამოვედი, მეც ასე ვიყავი, მიჭირდა ბევრი რამე და უცებ თავსდატეხილ სტუმრებს ვერ ვუძლებდი, მერე უკვე კანონად ვაქციე, რომ დარეკვის გარეშე არავინ მესტუმროს და აქაურმა მეგობრებმა გამიგეს. ეგ ის შიშია რა, ილია ჭავჭავაძეს რომ აწუხებდა, როგორ შევეყრები ჩემს სამშობლოსო... ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნე და კიდევ - ძალიან საყვარელი და თბილი სამშობლო გვაქვს, ღმერთმა ქნას, ყველა დაბრუნდეს თავის ნამდვილ სახლში და ნამდვილ თავისიანებთან :)
    დიდი მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის!

    AntwortenLöschen
  5. @ Sophie,
    :)

    და რა მიმანიშნებელია, არა, რომ იმათ დააკომენტეს, ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა .

    სხვანაირად ვერც გაიგებ... :)

    ჰოდა ისა, ევხარისტო კორიციმუ, რომ კითხულობ ბლოგს (ჩემი 20დღიანი ვიზიტიდან ძალიან ცოტა სიტყვაღა შემომრჩა მეხსიერებაში, მაგრამ ვგიიიჟდები ამ ენაზე :2kiss:)

    AntwortenLöschen
  6. ეხლა ავღნავლდები :mo:

    AntwortenLöschen
  7. @ tamtam

    ჩუ, ნუ სტირიიიი


    :rofl:


    :*

    AntwortenLöschen
  8. au IMHO-s imena-s mnishvnelobit hmarob ? :D

    AntwortenLöschen
  9. @ paradise_seeker,


    ორიგინალში: In My Humble/Honest Opinion

    ადაბტირებული:
    IMHO= იმენნა ჰო
    IMHO= истина моя, хрен оспориш :D


    ეს მეორე უფრო მომწონს :evil:

    AntwortenLöschen
  10. მემგონი მეც გავდივარ ამ ეტაპებს :|

    კიარადა :უსერ:

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates