ჰმმ... ნუ, ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია ამ სტანდარტული ფუნქციების
ჰოდა, ნუ... არასოდეს ვიფიქრებდი, რომ უპარტნიორობა უთანასწორო მდგომარეობაში ჩამაგდებდა და აჰა, მოვიდა დღე იგი საოცარი...
ბანკში ვიყავი, ჩემი დიადი ფინანსური სიდუხჭირის შესამსუბუქებლად კრედიტის აღება მინდოდა და ჰმმმ... ისაო, რიავიციო, ხელფასი იმდენი არ გაქვს, რამდენიც საჭიროაო.. აი, 200 ევროთი მეტი რომ გქონდესო... მეთქი არ მაქვს, მაგრამ იქნებ, სხვა საშუალება მოვიფიქროთ რამეთქო და უცებ მესმის ზეფრაზა: აიო, თქვენი პარტნიორი მოიყვანეთ მაშინო და იმისი ხელფასი თუ მინიმუმ 200 ევროა, გაგიზრდით კრედიტს, სხვა შემთხვევაში ხელები მაქვს შეკრულიო (Ihm waren die Hände gebunden :D).
ჩემი რეაქცია იყო ასეთი: Fuck, აქაც არ მასვენებენ... მაგრამ არ შევიმჩნიე და:
-Er würde ja so gerne kommen, wenn er existieren würde-თქო.
(რომ არსებობდეს, დიდი სიამოვნებით მოვიდოდათქო, ანუ).
ესე იგი, რატომ უნდა ვისჯებოდე მე და რატომ უნდა იყოს ჩემი მარტო ცხოვრება–არცხოვრება კრედიტის გაცემისას გადამწყვეტი? აღშფოთებული ვარ პირდაპირ
თან ისე სრულიად დარწმუნებულმა მითხრა, მეც კი დავფიქრდი წამით, მართლა ხომ არ მყავსთქო? ეგ ფაქტი არც დაუშვა ტიპმა....
გავაპროტესტე გულში საშინლად, მაგრამ რა მექნა, იქ ხომ არ დავიწყებდი, თქვენ მე მჩაგრავთ და უმცირესობაში მიმიჩინეთ ადგილი და ჩემს უფლებებს არღვევთ, რადგან თანასწორად არ მემსახურებით, ვიღაც რომ მოვიდეს თავის ნაშასთან, იმას მისცემთ კრედიტს და მე არ მაძლევთ,მარტო იმიტომ, რომ მე ნაშა არ მყავსთქო???
ფრიად გაოგნებულ მზერას მივიპყრობდი.
ჰოდა, ვიღაცა ამბობდა ხოლმე, კუდამოძუებული წამოვბუნძულდიო,
ჰეჰე : )
AntwortenLöschenარადა სხვანაერადაა საქმე
იმიტომ კი არ მოგცეს კრედიტი რომ ბფ არ გყავდა , უბრალოდ არ მოგცეს იმიტომ რომ შემოსავალი არ გეყო
ჰოდა რომ გყოლოდა მოგცემდნენ იმიტომ რომ იმასაც ექნებოდა შემოსავალი : )
ანუ კი არ დაგჩაგრეს , არამედ პირიქით იქნებ ყავსო და გამოსავალი იპოვეს მაგით : )
ნუ მოკლედ ჩაგრულ პოზიციაში ყოფნას ჯობს გარეთ გახვიდე და ვინმე 200ევროიანშემოსავლიანი ბიჭი იშოვო სასწრაფოდ :D
ჰაჰაჰა, მაგარი საინტერესო პოსტი იყო და ჭკუისსასწავლებელი, სხვები შეძლებენ გაითვალისწინონ, რომ მსგავს შემთხვევებში თურმე ბფ–ის ყოლა საჭიროა :)
AntwortenLöschenხო, და კიდე ისა, სთრეითი რა შუაშია, მე თუ გეი ვარ ბფ ვერ მეყოლება თუ მაინც და მაინც პარტნიორი უნდა დაერქვას? :) მოკლედ, ბფ არის ბფ და მნიშვნელობა არ აქვს, სთრეითი ხარ თუ არა :) (шутка)
მგონი, არ ღირს ამაზე დიდი ფიქრი ;) თუ არ გინდა ბფ, ძალით ხო არ იყოლიებ (ეს "იყოლიე" რა შინაური ცხოველივით გამომივიდა). ადექი და უკეთესი სამსახური იშოვე ან ზედმეტად დაიტვირთე. მე არ მწამს ბფ-ების და მსგავსი დახმარებების, გამიტყდებოდა კიდეც ბფ-სგან რომ მეთხოვა ფული.
AntwortenLöschen@ უბრალოდ,
AntwortenLöschenმასეთ ამბავზე აქ მარტო ქართველი დაგთანხმდება და ყველას თავისი კრედიტი აქვს აღებული უკვე... :D
@ Alexander, ნუ ხარ შარზე :D
მე რომ გოგო მიყვარდეს, ჩემთვის ის GF იქნებოდა :yes:
ანუ, გერმანულში მკაცრად განასხვავებენ მაგას და ინგლისურშიც, ვგონებ.
Freundin- ჩემი გოგო
Freund- ჩემი ბიჭი
შენთვის ყველა ვარიანტში BF იქნება, იმიტომ რომ შენი პარტნიორი ბიჭი იქნება ლოგიკურად.
ასე რომ, აქ ანუ დოიჩლანდში, ჰომოსექსუალების უფლებები რომ არ დაირღვეს, ალბათ, ოფიციალურ დაწესებულებებში პარტნიორს ამბობენ, თუ არ იციან კლიენტის პრიენტაციის შესახებ.
@ Sophie,
არა, აქ რა ხდება, იცი?
სტუდენტებს აქვთ უფლება გარკვეულ ხელფასზე იმუშავონ, გარკვეული საათების რაოდენობა კვირაში, წელიწადში არ უნდა აცდე რაღაც განსაზღვრულ თანხას და ასე შემდეგ. ანუ, არაა იოლი მაღალანაზღარებადი სამსახურის შოვნა.
რაღაც თანხის ზემოთ უკვე გექვითება და სახელწიფოს ჯიბეში მიდის საკმაოდ დიდი პროცენტი შემოსავლის...
ანუ, რთული სტრუქტურაა...
თუმცაღა ვეძებ სამსახურს, მაგრამ სანამ ვიპოვნი, რამით ხომ უნდა გავისტუმრო ვალები :D
Chaotic რატო ასე მკაცრი რეაქცია, განა ცუდი ვთქვი რამე? :):) მმმმ, ცოტა გეებზე აცრილი ხო არ ხარ? გამიგია გერმანიაში ქართველ გოგონებს გეებისადმი ცუდი დამოკიდებულებისგან ჰკურნავენო :):):) (ნუუუ ვხუმრობ, არ გაბრაზდე)
AntwortenLöschen@ Alexander, არა, რა მკაცრი რეაქცია, მეც 100% ხუმრობით დავწერე,მართლა, მაგრამ, ფაქტი მოვაყოლე.
AntwortenLöschenრაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, ფრიად ლოიალურად ვარ განწყობილი,რაღაც განსაკუთრებული მოვლენა არაა ჩემთვის. ყველა ადამიანი თავად წყვეტს, ვისთან ჰქონდეს სექსი. მე სხვა კრიტერიუმებით ვაფასებ ადამიანებს. :)
საქართველოშიც ეგრე ვიყავი, თუმცა იქ არ ვიცნობ გეებს. ეტყობა მე რომ წამოვედი 2003–ში საკითხი უფრო მკაცრად განიხილებოდა.
ჩვენში დარჩეს და ერთ საკითხში საკმაოდ კარგად მესმის გეების: მეც ბიჭები მომწონს ;)
WOW, Chaotic ახლა კი მომეწონა პასუხი, ალბათ იმიტომ რომ კარგად გავიგე. და გეთანხმები იმაში რაშიც შენ გეების გესმის :) მაგარია !!! :):):)
AntwortenLöschen@ Alexander,
AntwortenLöschenკარგია, რომ სწორად გაიგე :)
ანუ, სთრეითის კომენტი ამ ბლოგზე და საერთოდ, ყოველდღიურობაში პრივილეგირებული არაა ჩემთვის, ისევე როგორც გეის კომენტი, ან გეი ყოველდღიურობაში.
თანასწორობა 4ევერ :yes:
:) მაგარი ჩანაწერია! :)
AntwortenLöschen"მერე ჩემთვის იქნება ნათურის გამოცვლა... დიახ და კიდევ ლურსმნის ჭედება... და ეგეთები." მე ჩემ ქმარს ვუჭედებ ლურსმებს და ნათურები და ეგეთი ტექნიკურ-კომპიციური რამეები ხო საერთოდ არ ეხერხება :)
ჩემი ახალი აღმოჩენაა, რომ მსოფლიოში ყველგან ყველაფერი ნაცნობობით ხდება და რაც მეტი :) ყველაფერი მით უკეთესი. აქ ვორკშოფებსაც გვიტარებენ თემაზე: network building ნეთვორკი მაგიური სიტყვა ყველა პრობლემების მოსაგვარებლად :)
ისტორია სავსეა ასეთი და უფრო ტრაგიკული მაგალითებით. ამიტომ ქმართან გაშორება გამოვრიცხე, ერთი-ორის დამატება დაშვებულია ;) :D
@ Khatia,
AntwortenLöschenნეთვორქებზე გეთანხმები, საჭირო რამეა.
მარა, ნუ ახლა, ყველაფერში ხელი კი არ უნდა შემიშალოს უპარტნიორობამ :D
რაღაც ისეთი პონტია, ისედაც ყველა მხრიდან მესმის, რომ მე ნებისმიერს გავაქცევ 4–5 დღეში, ჰა–ჰა 1 კვირა გაქაჩო, შენ ვინ გაგიძლებსო და ახლა ბანკებშიც რომ ფაქტის წინაშე მაყენებენ ...
:D
Lol კარგი პოსტი იყო, ვიკაიფე :დ
AntwortenLöschen@ dodka,
AntwortenLöschensxva banks mainc mivageni :D