20.04.09

გავმონოლოგდი

აუ, ყველა ფრაზა ისე გაუფერულდა,
მრცხვენია დაწყება...
შაბლონური რეალობა მაქვს,
უკვე ყელში ამოსული "მტკივა",
"მტკივა", "მტკივა"-ებით
და მიმართვებით სიცარიელეში.

რაღაც ცუდად დაწერილ მონოლოგში ვცხოვრობ,
სადაც ყველა ფიქრი ასე იწყება:
"იცი?!"
და სადაც არცერთ ამ კითხვას პასუხი არ აქვს...

პატარ-პატარა "სიმარტივეებში ნაპოვნ" ბედნიერებებს
და ყოველდღიურობას
ყოველდღე
ვეძებ...

5 Kommentare:

  1. გამონოლოგება სჯობია იმას რაც მე მჭირს ანუ გამო436ვ387ვ. არ ვიცი რა მეშველება

    AntwortenLöschen
  2. კატტენ, არადა, რომ გენახა, რა აბსოლუტური გამოფიტულობის ჟამს დავდე ეს პოსტი, მეტყოდი, წაშალე, რა ბოდვებიაო :D


    უდაღლილესი ვიყავი და ვითომ რაღაც ვიფილოსოფოსე :D

    :მეუბედური:D :

    AntwortenLöschen
  3. Chaotic არ მინახიხარ როცა ეგ პოსტი დადე :)

    ისე ბოდვები არ მგონია, თუ ადამიანმა დაწერა და გამოაქვეყნა მაშინ ნაკლებადაა ”ბოდვის” კატეგორიიდან.
    ია ტაკ დუმაიუ.

    AntwortenLöschen
  4. aranairi bodva. :)

    mivige dzalian axlos

    AntwortenLöschen
  5. @ female, :blush:



    არადა, რომ არ მეჩქარა და ოდნავ დამეცადა, უფრო სხვანაირი გამოვიდოდა...

    :(

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates