27.04.09

სინქრონი, ბატონებო, სინქრონი

juhuuuuuuuuuu...


რამდენიმე პოსტის წინ დავწერე, რომ ქართულ ცეკვაზე დავიწყე სიარული :D

ჰოდა, გუშინ გვქონდა მორიგი გაკვეთილი. ნუ, აქ აღარ დავწერ ორგანიზატორულ ბლექაუთებს, მთავარი სხვა რამეა: ოსურის და აჭარულის 2-3 ილეთი გადავაბით ერთმანეთს და რაღაც ჰიროიკული განწყობა გვქონდა ყველას lol :D ტიპა, აეეე, რა მაგარია, ჩვენ ქართული ცეკვა ვიცით! :D

არადა, რაის ცეკვა :D მასწ-მა, ნეტა თქვენი ხელების ტყე განახათო :D

სინქრონი უცხო სიტყვაა ჩვენთვის, იმჰო.

ნუ, ახლა, ცოტა რთულია 160სმ სიმაღლის გოგომ(იასნა, მე უკანასკნელი :D) ხელი გაუსწოროს 180 სმ სიმაღლის გოგოს, ისე, რომ თან ილეთისთვის სახასიათო ხელი ჰქონდეს. ვაგლახ, ცუდ დღეში ვართ


მაგრამ, არის აქ ერთი "მაგრამ", კერძოდ: იმასთან შედარებით, რაც ერთი თვის წინ ვიყავი თუნდაც მე, საკმაო წინსვლა თუ არა ცოოოოოტა წინსვლა მაინც აღინიშნება, ტაქტს მაინც ვგრძნობ :D
თან მეორე მომენტიცაა: სხვა ცეკვაზეც მივლია და ყოველთვის კარგი განწყობა გაქვს გაკვეთილის ბოლოს, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობისას გამოიყოფა რაღაც ჰორმონი, რომელიც სტრესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რომელიც კარგ ხასიათზე გაყენებს თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ქართულის დროს რაღაც ზეგანწყობა მაქვს ხოლმე .ამ ყველაფერს,ალბათ, ბონუსად ისიც ემატება, რომ ბავშვობის ოცნებას ვიხდენ. :yeaaaaaaah:
ხელის გაშლის დონეზე ხომ მაინც მეცოდინება.





ხო, სიმღერის წრეც აქვთ, მაგრამ იქ ვერ გავბედე :D ტეხავს პროსტა, ძაან ტეხავს :D



წავედი ახლა, პაუზა გამოვიყენო და ვივარჯიშო ცოტა აჭარულში :D
ლოლ, ეს მეორე ანეკდოტია, 2 რვას ვერ ვითვლი, უკვე ფანჯარასთან ვარ, მერე ისევ უკან მივდივარ და თავიდან ვიწყებ და ასე დაუსრულებლად. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი სარკე არც მაქვს და არც გამომადგებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მის მაგივრობას ჩემი დიდი ფანჯარა მიწევს, რომლებიც წინ სხვა სტუდენტურს გადაჰყურებს, ფრიად სახალისო ამბავი დატრიალდება იმ სტუდენტურის ფანჯარაში თუ გამოიხედა ვინმე გზააბნეულმა და ჩემს ფანჯარაში შემოიხედა ვარჯიშისას

3 Kommentare:

  1. AU RA MAGARIAAA. SIAMOVNEBIT VIVLIDI MECA QARTUL CEKVAZE :)

    AntwortenLöschen
  2. au rogor mshurs
    ramdeni xania vgegmav chainikebistvis romaa cekvis creebi iq misvlas da ver davayene sashveli

    bravo
    tak derjat

    AntwortenLöschen
  3. ხოო, მეც ძალიან მიხარია.

    ჩორვენ, აააუცილებლად მიდი, ვერ წარმოიდგენ, რა მაგარია.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates