ჰმმ...
რაღაც პატრიოტიზმი და ამბები რომ გვერდზე გადავდგათ, საცხოვრებლად ავირჩევდი ამ ქალაქებს:
1. სოხუმი... რავიცი, ალბათ ნოსტალგიის ამბავში

თითქმის აღარც მახსოვს, როგორი იყო, მაგრამ აი, ძალიან მინდა
2. გაგრა. ვგიჟდები, მიუხედავად იმისა, რომ მგონი ერთადერთხელ ვარ ნამყოფი. ფოტოებს რომ ნახავ, არ შეიძლება არ გიყვარდეს. + აქაც ნოსტალგიის ამბავი

3. ბათუმი.

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ქალაქი. ძალიან მენატრება. რაღაც მშვენივრად წარმომიდგენია ჩემი თავი მსგავს ქალაქში, სადაც არ უნდა ამტკიცო, რომ ხოხობი შენი ძმა თუ არა, გარე ნათესავი მაინც იყო და ესე იგი, გაქვს უფლება იქ ცხოვრების. ხშირად მეღიმება თბილისის მაგალითზე: 8 წლიდან, ანუ, რაც ვაზროვნბებ, თბილისში ვცხოვრობ. ზუსტად იგივე ქალაქში გავიზარდე, ზუსტად იგივე სკოლაში ვიარე, ზუსტად იგივე ტრანსპორტით ვმგზავრობდი, ზუსტად ისევეა ჩემი დედაქალაქი და ჩემი, როგორც სხვა ყველასი და როგორც სხვა ყველა ქალაქი და მაინც ფერმიშენი რატომ მჭირდება და ბოდიშს რატომ უნდა ვიხდიდე, მანდ რომ ვცხოვრობ, ვერ ვხვდები :D რომელიმეს წამით მაინც ჰგონია, რომ სოხუმელი ან გაგრელი თავისი ნებით გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად და რბილად რომ ვთქვათ, 10000ჯერ უკეთესი სიტუაცია სასტუმრო "ივერია"-ში გაცვალა???
ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები თბილისზე, მაინც ბათუმში გადავალ ალბათ, თუ დამცალდა :D
ნუ, ალბათ შეიმჩნევა, რომ ჩემი fav ქალაქები ზღვის ნაპირას უნდა იყოს. ამ თემას არ ჩავუღრმავდები, დეპრესიაში ჩამაგდებს :D
ამ სამი ქალაქიდან ორი ისეთი დაკარგულია, რომ მეტი არ იყოს ჩემი მტერი, მანდ შეგიშვანო, როგორც ბებიაჩემი იტყოდა. :(
დარჩენილთაგან ბათუმს და თბილისს ჰყავთ დედამიწაზე ორად ორი კონკურენტი:
1. ათენი

მმმ. უთეთრესი, ულამაზესი, უთბილესი. აი, ისეთი ამინდით, მე რომ მიყვარს+ ზღვით...
გემრიელ...
და დედამიწაზე ყველაზე ულამაზესი ქალაქი: რიო

არ ვყოფილვარ არასდროს, სხვა ქალაქებიც მინახავს, მაგრამ სულ მგონია, რომ "ჩემი" ქალაქია :D
ჩემი ოცნებაა, რიოში მოვხვდე ერთხელ მაინც ცხოვრებაში.
სულ ეს იყო.
რამდენი წელი გავა არ ვიცი, მაგრამ როდესღაც დავდებ ამ ბლოგზე რომელიმე ამ ქალაქში ჩემი საცხოვრებლის სურათს
:D
ათენში მე მიცხოვრია და კიდევ ვიცხოვრებდი, ანუ თუ არჩევანი მექნება, დაჟე ჩემს ფავორიტ ცივ ქვეყნებსაც კი ვარჩევდი ათენს - იმდენად თბილი და მართლა მზიანი ქალაქია. რაღაცნაირი ხალხია თან, მე ჯერ არ გამიგია, ვინმე მარიაჟობდეს იქ იმით, რომ ათენელია :ჰუჰუჰუ: პირიქით, ჩამოსულები ამაყობენ თავიანთი აქცენტით და ინდივიდუალობით. მიყვარს ათენი, თან არც ძალიან ძვირი ადგილია. უხ, ქრისტინა, ნოსტალგია მომაწვა საბერძნეთის...
AntwortenLöschenსოხუმი და გაგრა ჩემი ოცნების ადგილებია, დედაჩემი დღემდე თვლის, რომ მსოფლიოში ულამაზესი ზღვისპირეთებია... დაგვიბრუნდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ისე მაინც იყოს, შეგვიშვან და იქაურებმაც ნორმალურად იცხოვრონ, ახლა რუსეთის საშინელ პროვინციადაა ქცეული :(
gagra bolos 3 clisam vnaxe. axlac maxsovs, rogor vicherdi zafxulshi gam-gamobit cicinatelebs, saxlshi sinatleze shemotanisas ki rogor mikvdebodnen xelshi.... :) :(
AntwortenLöschen@ Sophie,
AntwortenLöschenათენი არის რაღაც ძააალიან სასწაული.
ვერც ახსნი. მითუმეტეს, თუ წვიმიანი, რუხი მიუნხენიდან ჩადიხარ, სადაც აგვისტოში 4 გრადუსია :D (იმ ზელს დაემთხვა ეგრე. 4დან 40გრადუსში ჩავედი და ხელები გავშალე და მზეეეეეეეეეეთქო ვკიოდი ლამის. არადა, ხალხი იმას ფიქრობდა, სად გაგრილებულიყო :D)
რაც შეეხება აფხაზეთს, რავი, მანდ ვიღა შეგვიშვებს... ომის მოგება კიდევ რუსეთის წინააღმდეგ ვიწვნიეთ აგერ უკვე 2ჯერ უახლოეს 15 წელიწადში :(
@ zuriuss,
:)
მმმმ... კარგი ქალაქია რა... მაგრამ ჩვეენ ვაკლივართ :(
me arc soxumi vici rogoria da arc gagra, magram avadmyofurad minda iq moxvedra :(
AntwortenLöschenxoda batumshi cxovreba au chemi zalian didi survili tu ocnebaa ! uzomod miyvars batumi!!!
magram ai saqartvelos garet cxovrebaze meechveba sadme mindodes :)
kaia suratebian posti mesiamovna friad
მე კიდე მანდამაინც არ მიყვარს ათენი, რაღაც არ მახსენდება კარგად. ნუ მაქსიმუმ 2–3 ქუჩა, ლიკავიტოსის ქვემოთ.
AntwortenLöschenმიყვარს პატარა ქალაქები, ღია ბარათებზე რომ გეგონება თავი ისეთი :D
ვგიჟდები პატრაზე, სალონიკიც მომწონს,მაქ სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სახლში ვარ :)
სოხუმი და გაგრა მარტო ფოტოებზე მაქვს ნანახი.
Chaotic@
ზღვისპირა ქალაქის ამბავში გეთანხმები. სადაც არ უნდა წავიდე სულ ზღვას ვეძებ, ამ დროს ცურვა არ ვიცი :D უბრალოდ უნდა ვიცოდე, რომ აქვეა, ჩემთან ახლოს.
@ კასანდრა,
AntwortenLöschenზოგადად, ზღვისპირა ქვეყნები უფრო ნათელია და უფრო მომწონს. იგივე საბერძნეთი რომ ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ქალაქიც ძალიან მომეწონება, არაფერს ვამბობ კუნძულებზე.
ლოლ. ცურვა არც მე ვიცი :D საბერძნეთში ყოფნისას ვისწავლე ცოოოტა... არადა, ზღვასთან გაზრდილი ქალი ვარ :D
@ chorveni,
AntwortenLöschenესე იგი, მალე მთელი თბილისი ბათუმში გადავა, ვგონებ :D
რამდენიმე ბლოგერს უნდა უკვე :D
ბლოგერების ქალაქი ხომ არ გაგვეშენებინა?
რაც შეეხება საზღვარგარეთ ცხოვრებას, ვინაიდან ამ წუთასაც მანდ ვარ, ვერ დავიმხობ თავზე ყველაფერს, არიქა, უეჭველი საქართველოში უნდა ვიცხოვროთქო. მაგრამ ძალიან მინდა 3 წელში მოვრჩე და წამოვცუნცულდე :love:
და საზღვარგარეთის იმ ორ ქალაქში+ საბერძნეთის კუნძულებზე ან რავი, კარიბის კუნძულზე მმმ... კარგი იქნებოდა :D
ბათუმს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს და უფრო მეტად მიყვარს ეს ქალაქი ზამთარში ვიდრე ზაფხულში. შეიძლება ვიღაცისთვის აბსურდულ რაღაცას ვამბობ მაგრამ შემდეგი წინადადებიდან დაახლოებით მაინც მიხვდებით რატომ...
AntwortenLöschenსულ ვიცოდი რომ ლონდონი ჩემი ქალაქი იყო...
რომ აქ რომ არა აუცილებლად იქ დავიბადებოდი :)
მე სტრასბურგში ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით. საოცრად მყუდრო ქალაქია, ძმები გრიმების ზღაპარში მგონია იქ თავი. მეგაპოლისები კი არ მიყვარს, მღლის.
AntwortenLöschen@female,
AntwortenLöschenლოოლ. ჩემი ოცნება იყო ლონდონი მთელი ცხოვრება, სანამ არ გავაანალიზე, რომ მზის გარეშე უნდა მეცხოვრა, რასაც მე ვერ ავიტან... ჰოოდა, just for visit კარგი იქნება, მაგრამ ვერ ვიცხოვრებდი.
@unaamarga, ჰმ.. არასოდეს ვყოფილვარ. საერთოდ, მეტროპოლები მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს საშუალო სიდიდის მეტროპოლებისკენ მაქვს მიდრეკილება. ბათუმიც რაღაც პონტში, ქართული მასშტაბების გათვალისწინებით მეტროპოლია იმჰო :D
აუ რიოზე ვგიჟდები მეც
AntwortenLöschenდა ზღვისპირა ქალაქებზეც
ბათუმშიც მინდა რაღაც პერიოდი გავატარო ცხოვრების :))
ზუსტად დღეს ვოცნებობდით მე და ჩემი დაქალი: რა იქნება ახლა ვისხდეთ ლონდონში, ერთ-ერთი ძველებური ქუჩის მყუდრო კაფეში, ფანჯარასთან პლედშემოხვეულები ვსვავდეთ ინგლისურ ჩაის და გავყურებდეთ ნისლიან ქალაქასო...ეჰ, კაია ოცნება...
AntwortenLöschen@ ბაბისა,
AntwortenLöschenჰო, ვნახე რიოს ფოტო შენს ბლოგზე :)
@ ნინი,
მმმ... მშვენიერია... მაგრამ ყოველდღე, დღეში 3ჯერ წვიმა... :S
ჩემი ოცნების ქალაქია სტამბული! არასოდეს მიცხოვრია ხანგრძლივად, მაგრამ შარშან ერთი თვით გავჩერდი და ყველა მოლოდინს გადააჭარბა იქ გატარებულმა დრომ. სულ სტამბულზე ვფიქრობ, იმედია როდესმე ვიცხოვრებ თუნდაც ერთი წლით მაინც, რომ კიდევ უფრო კარგად და ახლოს გავიცნო სტამბულის ათასი კუთხე-კუნჭული.
AntwortenLöschenყველა ისე საუბრობს სტამბულზე, აუცილებლად უნდა ჩავიდე.
Löschenეჰ....
AntwortenLöschen:(