19.06.09

თავი რო ბლანდინკა გეგონება, ეგეთი პოსტი

ესე იგი, არანაირ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი ჩემი მხრიდან, მინდა აღვნიშნო. უფრო, სტერეოტიპის მსხვერპლები რომ ვართ ქალები, იმაზე უნდა დამეწერა.


დავიწყოთ ჩემი სვიით პრაქტიკის ხელმძღვანელით: დღეს გვქონდა ლექცია.სხვათაშორის აღვნიშნავ, რომ "ს"-ს ზუსტად ისე უჩლიფინებს შიგადაშიგ, როგორც ეს მხოლოდ გერმანულად ხდება და როგორც მე გამოვთქვამ გერმანულ ს-ს ხანდახან, რაც აააა... soooo sexy გამოსდის... ამას სუუულ სხვათაშორის აღვნიშნავ :D

აღვნიშნავ იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ერთმა მისით ფრიად დაინტერესებულმა ჯგუფელმა მეგობარ გოგოსთან ერთად ნახა და 3 კვირა დეპრესია ჰქონდა, მე როგორც ქალმა, რომელიც არასოდეს გადადის დაკავებულ ტერიტორიებზე თამაშის წესების დაცვის პონტში, ეგრევე უკან გადავდე ეს ჩვენი მასწი და დიდი ბედნიერება ვუსურვე მეგობარ გოგოსთან.

მაგრამ დღეს რაღაც უცნაური იყო. რამდენიმე კითხვა დასვა და რამდენჯერაც ჩვენკენ მობრუნდა, იმდენჯერ რაღაც ძალიან ფართო ღიმილი აიდო სახეზე. :spy: ბოლოს, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლის მოწვევაზე იყო საუბარი და თუ გაინეტერესებთ, მოვიწვევო და სათითაოდ შემოგვხედა ოთხივე ჯგუფს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩვენ ვართ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დანარჩენ ორ ჯგუფს ჩვეული სერიოზულობით დაუსვა კითხვა და ჩვენი ჯერი რომ დადგა, უკვე დაიწყო გაღიმება. ერთ-ერთმა ჩვენგანმა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე და მეც ჩვეულებრივ ვუპასუხე, კი-მეთქი და რაღაც იმხელაზე ჰქონდა პირი ღია, რომ მეთქი, WHAT THE FUCK, BRO? ჰაა?
ტიპა, ვიცი, რომ თქვენ გკიდიათ და მამენტ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ამას თქვენთვის, მარა ჯანდაბას, გკითხავთო....
ჰოოოდა, რომ არ შეწყვიტა ღიმილი, მე ჩემი მთელი ფემინისტური შეხედულება და "როგორ მიბედავს, ვიღაც ტუსი ხომ არ ვგონივარ, ფიზ-მათ სკოლა დავამთავრე + ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება მთელი ცხოვრება. რითი ვარ ამ სხვა ჯგუფელ ბიჭებზე ნაკლები, მარტო იმით, რომ ისა....აღარ დავკონკრეტდები " ჩავრთე და რაღაც საკმაოდ გამომწვევი მხრების აჩეჩვით ვაგრძნობინე, რომ თქვენ უკაცრავად და რამე ხომ არ გეშლებათ, ბიძაჩემოთქო? მერე მთელი გზა ვქოთქოთებდი მაგაზე. აააა... ვერ ვიტან ასეთ დისკრიმინაციას. მითუმეტეს, რომ ჩვენზე სუსტი ბიჭების ჯგუფიც ჰყავს. ბრრრრ... ნახ. მაგისი სიმპატიურობა, კიდევ ერთხელ თუ გააკეთა ეგრე, სახეზე დავაბიჯებ! :D



მერე მივედი სამსახურში და ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ შეfი მელოდა სასოწარკვეთილი, მოვრჩეთ დღეს ამ პროექტსო, რომელიც აგერ უკვე 4 თვეა მოსვენებას არ გვაძლევს, გვაწამებს და გვტანჯავს და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის, მდედრი დაამუშავებდა მონაცემებს თუ მამრი :D
ჩემთვის ვიჯექი, რაღაც მონაცემებს ვამოწმებდი და ისევე როგორც, ვგონებ ყველა ადამიანი, ვინც კომპთან ზის, დიალოგს ვაწარმოებდი კომპთან, ტიპა: Ach, komm!!! Das ist doch nicht dein Ernst jetzt!! Was ist das für ein Scheiss და ა.შ. და ერთხელაც ჩემთვის ჩავიბურდღუნე, ახლა თავს მოვიკლავთქო, ისეთი არეული ფაილი იყო და უცებ, ჰოი, ღმერთო, ჩამცხე ურო: ჩემმა თანამშრომელმა გადმოყო თავი თავისი კომპიდან და აი, პატარა ბავშვი რომ დაეცემა და ტირის და მშობლები რომ აწყნარებენ უწი-პუწი, მოჩლექილი ტონით, ისე არ დამიწყო საუბარი? Oo ტიპა, "პააატალა, ლა იკო, ლატო ტილი? აააალ, იტილო ლააა"... გავცოფდი, მლიაჰ. მაგისი პატარა ბავშვი ვარ? თან არ ვარ ისე ახლოს მაგასთან, რომ ასე მელაპარაკოს და ვაფშე, ეგრე მომართვა ძალიან სფეშალ ადამიანისგანაც კი არ გამისწორდება. ნუ, ეგ თანამშრომელი რომ სთრეინჯი გახდა და რაღაც ფლირტის მცდელობები აქვს, მწარედ დავაიგნოროთ, თორემ დეპრესიაში ჩავვარდები. სლუჟებნი რომანები მაკლდა.


ჰოდა, What the fuck! რა ჰგონიათ ამათ თავები, ჰა?



კიდევ კარგი, სახლში რომ მოვედი, little sunny boy-სთან მქონდა რაღაც საქმიანი მიმოწერა და დავისვენე რა. დაჟე, ცხოვრებაში პირველ ნამცხვარს ვაცხობდი და 10 წუთში ერთხელ ვამოწმებდი და კიიიდევ კარგი, არ ეცადა, დავემშვიდებინე ისეთივე სულელური გზით, როგორითაც მთელი დღე მამშვიდებს მამრთა მოდგმა, თორემ ისეთი აცრილი ვიყავი, ცუდი ამბავი დატრიალდებოდა :D


ჰოდა, მორალი ამ ისტორიიდან: ძააალიან, ძალიან კარგად დაფიქრდით, სანამ ქალს გაუღიმებთ "ვაიმე, რა საწყალი ხარ, მოოოოდი, პატარავ, დაგეხმარო" ღიმილით. იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგ თქვენი FUCKIN' დახმარება და "გმირი ვარ, მაღიარეთ" თქვენი EGO-ს გარდა არავის სჭირდება.





ვოტ!
სადმე ხომ უნდა ამომენთხია :D

2 Kommentare:

  1. მომეწონა ეს პოსტიიი :)

    AntwortenLöschen
  2. @ anna,

    რატომ, აქაც საკმაო ქოთქოთი იყო?


    :D

    მადლობა :)

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates