Posts mit dem Label ექიმი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ექიმი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

25.07.11

სტომატოლოგიური ნეკროლოგი და პოსტ-ოპერაციული ბოდვები

პირდაპირ გადასარევ მდგომარეობაში ვარ, ვერაფერს ვიტყვი... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ოღონდ.
კბილებს კბილებზე ვერ ვაბჯენ, რადგან ჩემმა სიბრძნის კბილებმა (RIP) თავის დროზე რატომღაც გადაწყვიტეს აბსოლუტურად ცერი მიმართულებით ამოსვლა და თან სხვა კბილების შევწიროვებაც, რამაც მე მიმიყვანა უგენიალურეს იდეამდე, ოთხივე ერთ დღეს ამომეღო.
ასევე ვერ ვაღებ პირს და საუბრისას, თუკი შემოსული ზარის პასუხის თავი მაქვს, სასტიკად ვჩლიფინებ. :D

მაქვს საშუალო დონეზე განვითარებული პანიკა, რომ "ეგრე დავრჩები", რადგან ექიმმა მითხრა, უნდა ამოძრავო ყბებიო, რაც პრაქრიკულად შეუძლებელია.
პანიკის დონემ დღეს ოდნავ დაიწია მას შემდეგ, რაც დილის 4 საათზე დავძებნე ტელეფონის ნომერი სასწრაფო შემთხვევებისას კვირასაც მომუშავე კბილის ექიმისა და ველოდი გათენებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სისხლი მეწამლებოდა ამასობაში. იმიტომ, რომ ჩემს ექიმს არ გაახსენდა, ანტიბიოტიკი გამოეწერა.... ხვალ უკეთესობისკენ თუ არ წავიდა საქმე, მივადგები და ჩლიფინით გინება ხომ მაინც გინებაა, რამ გაყო... :D

ანუ, როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს ტვიტერზე , ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვჭამ და ვერ ვიცინი... what the fuck is left? :S

ა, ჰო, გამახსენდა: სამსახურში ვერ მივდივარ. ფულის დეფიციტი გვერდით რომ გადავდოთ, ისიც სახლში წასვლამდე 1 თვით ადრე (ნათესავების ნახევრის ამოშლის სმაილი საჩუქრების სიიდან), აბსოლუტურად ხმელეთზე გამორიყული თევზივით ვგრძნობ თავს.

პ.ს. რომელი როკ-ვარსკვლავი მე ვარ, მაგრამ ეს "club 27" განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა გუშინ საღამოს ჩემს ქვეცნობიერსა და გასიებულ ყბაზე... ის დროა, 10 თვეც გადავაგორო და ენ სექსტონის "year 1"-ს დავუთმო ყურადღება, მეც ეგრე მიწევს ფაქტიურად, 29 წლისას რამის კეთების დაწყება...

11.11.09

მეორე უარყოფითი vs. პირველი დადებითი

ასე 11 წლის ვიყავი როდესაც სისხლის ჯგუფის გასაგებად მომიწია სისხლის გაცემა. თურქეთში მინდოდა წასვლა საზაფხულო ბანაკში და იქ მოითხოვეს. მახსოვს, რომ პავლოვზე ვიყავით სადღაც, ძალიან გაყინულ შენობაში. ექიმმა მოგვახსენა მეორე უარყოფითი აქვსო და თან დანანებით გაიქნია თავი, არ არის კარგი ქალისთვის უარყოფითი რეზუსის ქონაო. რაღაც ბუნდოვნად ამიხსნეს ამას წინათ, რატომ არაა კარგი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე.

ნუ, ყველაფერი ჩვეულებრივ იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: ოჯახის ყველა წევრს პირველი დადებითი აქვს. ჰმმ... გასაოცარი კი იყო, მაგრამ ვინაიდან ბევრი სისხლი მაქვს გადასხმული, შეიძლება შეგცვლოდაო. ეს თეორია არ ეხება რეზუსს, იგი წესით მაინც დადებითი უნდა დარჩენილიყო.

ჩაიარა ამ ამბავმაც. აგერ 15 წელია ვიცი, რომ მეორე უარყოფითი მაქვს. გუშინ მეორედ მივედი სისხლის გასაცემად და ქვითარზე, რომელიც მომცეს ეწერა წინა ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები: ჰემოგლობინი, წნევა, სიცხე, წონა და მათ შორის ჩემი სისხლის ჯგუფიც: 0 positiv, ანუ პირველი დადებითი!!!

ესეც კომპეტენტური ქართველი ექიმები, რომლებიც რეზუსსა და სისხლის ჯგუფსაც კი ვერ ადგენენ სწორად. უცნაური და არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მთელი ცხოვრება რაღაც ცოდნით იზრდები და თურმე ის არასწორია. ვერ ვეგუები ფრაზას: "პირველი დადებითი", თუმცა ადრინდელი არალოგიკურობა ყოველთვის მიჩენდა სურვილს, შედეგი გადამემოწმებინა და სადღაც გულის სიღრმეში მაინც არ ვიჯერებდი უარყოფით რეზუსს.

მერე დავფიქრდი: ვთქვათ, რამე რომ დამმართნოდა, ექიმებს დრო არ ჰქონოდათ ჯგუფის დადგენის და ჩემებს ან მე მეთქვა, რომ მეორე უარყოფითი მაქვს... თუ გადამისხამდნენ პირველ დადებითს ბრმად, კიდევ ჰო, მაგრამ მეორე უარყოფითი რომ გადაესხათ, როგორც ჩემი და შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო ჯგუფის სისხლი, აი, მაშინ ნეტავ, რა მოხდებოდა?
(პ.ს. რამდენადაც მახსოვს, პირველ დადებითს ადრე უსხამდნენ ყველას, მაგრამ პირველი დადებითი მხოლოდ პირველ დადებითს იღებს. ახლა თვლიან, რომ ჯობია თავისივე ჯგუფის სისხლი გადაესხას პაციენტს. თუ რამე მეშლება, შემისწორეთ :) )


არის სპეციალობები, რომელთა დაუფლებისას უნდა გაითავისო, რომ ისინი საციცოცხლო მნიშვნელობისაა და რომ ზერელე მიდგომა და ერთი პატარა შეცდომაც ხშირად შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ჩემთვის გაუგებარია ექიმების ხროვის არსებობა ქვეყანაში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი საქმის აზრზე არ არიან, არ აინტერესებთ და არც ცდილობენ რამე ახალი ისწავლონ. ახალს ვინ ჩივის, ის მინიმუმი მაინც იცოდნენ, რაც აუცილებელია...

ვის ხელში ვართ :(

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates