ლოოლ...
ახლა აღმოვაჩინე, ადრე არტიდეაზე იყო ასეთი თემა და რაღაც დავჯღაბნე. მერე არ მომეწონა და არ გავაგზავნე.
ახლა გადავიკითხე და ძალიან გამეცინა. მივხვდი, რატომაც არ გავაგზავნე : უაღრესად არაარტი იყო...
აქ დავდებ ფაქტიურად ჩაუსწორებლად და რაღაცეების დაუმატებლად:)
-როცა მცივა, პანიკური შემოტევები მაქვს. შეიძლება ვინმე შემომაკვდეს მაგ დროს. აღმოვაჩინე, რომ ეს დედაჩემისგან მაქვს. იმ დღეს მითხრა, საყიდლებზე ვიყავი და ისე შემცივდა, კინაღამ ვიტირეო. მეც ეგრე ვარ, ვერაფერზე ვფიქრობ მაგ დროს. Das erklärt ja Einiges :)
- ახალგაღვიძებული საშინლად ვერ ვიტან ლაპარაკს. ან ვინმე რომ მისვამს კითხვებს. ვერ ვაზროვნებ მაგ დროს და ის, რომ პასუხის გასაცემად უნდა დავფიქრდე, ნერვებს მიშლის.
- PMS-ის მსუბუქი ფორმა მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ My insurance does not cover PMS!
- ვგიიიჟდები, როცა მეფერებიან ადამიანები, რომლებიც მიყვარს (მაგრამ არ მეფერებიან, ჰგონიათ, რომ არ მიყვარს მოფერება :S) და ვერ ვიტან, როცა ვინმე თუნდაც თითით მეხება, ვინც არ მიყვარს (განსაკუთრებით, ტრანსპორტში უცხოს გვერდით რომ მიწევს ჯდომა და როცა სივიწროვეა).
- ვერ ვიტან სიტყვებს: "ძვირფასო" და " საყვარელო" :puke:
ვგიჟდები სიტყვაზე: "გენაცვალე"
- ჩემი გამოსწორება- გადაკეთების მცდელობებს და "Möchtegernehelfen" ხალხს, ასევე სამყაროს მსხვერპლებს ვეეეეეეეერ ვიტან.
- ჩემი 3X4 ოთახი მიყვარს ძალიან და ის წამი, გასაღებს რომ მოვარგებ ღრიჭოს და კარს რომ შევაღებ ხოლმე :)
- საშინლად არ მიყვარს თოხლო კვერცხი. ვერაფრით ვერ შევეგუე გემოს. ისე,ზოგადად, ჭამა მიყვარს.
- მაქვს პანიკური შემოტევები : Big brother is watching me-ს მხრივ. სულ მგონია, რომ მითვალთვალებენ და ვგონებ, არც თუ უსაფუძვლოა ეს მოსაზრება.
- მაქვს ჩავარდნები ხასიათში, როცა ვერავინ იგებს, რა მინდა საერთოდ. ტიპიური ტყუპები ვარ რა... შეიძლება, 2 წამში 2 სრულიად სხვადასხვა ადამიანი ვიყო. ჩემი ბრალი არაა :D ბევრი "მე" ვარ :D , მარა შიზოფრენიის პონტში და "უი, ხმები მესმის პონტში" არა...
:D
აქ მერე ჩამეძინა ეტყობა და აღარ გავაგრძელე მერე :D
:eh:
07.09.08
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
აუ რამდენი საერთო გვქონია მე და შენ...
AntwortenLöschen@ kate,
AntwortenLöschen:)
კარგები თუ ცუდები, გააჩნია....
:D
ძალიანაც არტია! ვახ ))
AntwortenLöschen